უკან დაბრუნება
განცხადებები
ლაბაშა
6-10-2017, 01:00
ნანახია: 741
გაუზიარე სტატია მეგობარს


 თანამედროვე გაგებით, ლაბაშა ხის გრძელი ჯოხია, რომელსაც ბოლოში წამოცმული აქვს რკინის შუბისპირი და თავში რკინისავე კაუჭი ხელის ჩამოსადებად. კაუჭს ადრე რკინის რგოლი ჰქონია გაყრილი, მაგრამ ამჟამად უმთავრესად ურგოლოს ვხვდებით, ლაბაშას ატარებდნენ მტებში მოსიარულენი - ასე აქვს იგი აღწერილი პროფესორ ი.ყიფშიძეს თავის „მეგრულ-რუსულ ლექსიკონში“ (გვ.269).   სულხან-საბა ორბელიანს ჯოხის სახეობების აღწერეში ლაბაშა სულ არა აქვს მოხსენიებული, თუ მხედველობაში არ მივიღეთ მისი ტორი, „რომელ არს ჯოხი დიდი და გრძელი, მწყემსთ საჭირავი: ვინიცობაა, საბას დროსაც ლაბაშა ჯერ კიდევ შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ „მწყემსთა -საჭირავი“ და ჯოხად არ აღიწერებოდა!
 ასე თუ ისე - არც ერთი ლექსიკოგრაფი არ იძლევა კოლხეთში შემორჩენილი ამ თავისებური ჯოხის აღწერასა და მისი სახელწოდების ეტიმოლოგიას.
 სწორედ საუკუნის წინათ, 1870 წელს თბილისში რუსულ ენაზე გამომავალ ჟურნალ „კავკაზსკაია სტარინას“ პირველ - სამ ნომერში გამოქვეყნებულია ცნობილი ქართველი პოეტის, იმ ხანებში ზუგდიდის მაზრის უფროსის რაფიელ ერისთავის ვრცელი სტატია „სამგზავრო ჩანაწერები სამეგრელოში“. ამ ჩანაწერების იმ ადგილას, სადაც ავტორი მკითხველს აცნობს კოლხურ მითს არამხუტუს შესახებ, სქოლიოში ქართულ ენაზე განმარტებულია ჩვენთვის საინტერესო ლაბაშა, რომელსაც განაწყენებული არამხუტუ იყენებდა ხევიდან ხევში გადასახტომად. იქვე აღნიშნულია, რომ ლაბაშა იყო ძირითადი საბრძოლო იარაღი აბაშთა, რომლებიც მე-8 საუკუნეში ახლდნენ არაბ დამპყრობელს მურვან ყრუს კოლხეთისა და მისი დედაქალაქის ციხე გოჯის (ნოქალაქევი) დაპყრობა-მოოხრების დროს.
 კოლხთა ლაშქარმა უკუქცეული სრვას გადარჩენილი (დღევანდელ ნოსირში) აბაში დამპრობლები (23 ათასი კაცი მდინარეში ჩაახრჩო, რის გამოც ამ მდინარეს ეწოდა აბაშა. მეისტორიე ჯუანშერი „ქართლის მატიანეში“ (ტ.1.გვ.238) ამ ამბავს ასე აღწერს: „და ვითარცა აღიარეს ციხე გოჯი და დაიბანაკეს წყალთა მათ ზედა ორთა, მსგავსად ერთისა და გარდმოხდა წვიმა ფიცხელი, აღდგეს მდინარენი სასტიკად; და მიმართა უმცროსმან წყალმან მხედართა (ცხენ-ეტლებს), რომელთა იგი ბანაკი იყო უჭალაკე, რომელიმე ილტვოდეს ადგილთა და რომელიმე ხეთა ზედა გახდეს, და წარიღო ცხენი ოცდათხუთმეტი ათასი და ამიერითვან სახელედვა ორთა მათ მდინარეთა“ „ერთსა ცხენის წყალი და ერთსა აბაშა“.
 თუ კი მემატიანეს ვენდოთ და აბაშ მებრძოლთა დამხჩობ „უმცროს მდინარეს“ აბაშა ეწოდა, ცხენთა დამხჩობ „უმფროს მდინარეს - ცხენის წყალი, აბაშთა საბრძოლო იარაღს ლაბაშა (აბაშელისა) რატომ არ უნდა დარქმეოდა“ მით უმეტეს, რომ იგი (აბაშა) ასე დიდი რაოდენობით (არანაკლებ 23 ათასისა) დარჩებათ კოლხებს.
 ამის შემდეგ გასაგები უნდა იყოს აბაშთა ამ სატევარ-იარაღს რატომ ექნებოდა რკინის რგოლი ტარის კაუჭზე იგი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ამ იარაღის მიზანში ტყორცნის შემთხვევაში უკან დასაბრუნებელი ქამანდის (ბაჭრის) გამოსაბმელი.
 ამგვარად, ჩვეულ;ებრივი ჯოხი ლაბაშა, ადრე საკმაოდ მნიშვნელობის საბრძოლო იარაღი ყოფილა, რომელიც დავლად დარჩენიათ კოლხებს ათასეული წლების წინათ. ვინ უწყის, იგი ლაბაშა რამდენჯერ ექნებოდათ კოლხებს მომარჯვებული სამშობლოს მტერთა წინააღმდეგ. სასურველია, ეს ნადავლი ჯოხ-იარაღი, რომლის ფორმა შინაარსის შეცვლასთან რამდენიმედ შეცვლილიც რომ იყოს, მაინც მოპოვებულ და გამოფენილ იქნეს ჩვენი რაიონის მუზეუმში, როგორც კოლხთა ისტორიული წარსულის რელიქვია.                                                                                                
მამანტი კვირტია.  წიგნი „კვიმატი“ 2001 წ. გვ 126-127
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი