უკან დაბრუნება
განცხადებები
ქასაგანი
5-10-2017, 22:54
ნანახია: 738
გაუზიარე სტატია მეგობარს



   პირველყოფილი ადამიანების საბრძოლო, სანადირო და სამუშაო იარაღი იყო მშვილდ-ისარი, რომელსაც ქართველთა წინაპრები (და იქნება სხვაც) ხისა, რქისა და ლითონისაგან ამზადებდნენ. ძირითადი იარაღი იყო მშვილდი, რომელიც მორკალულ ჯოხზე (ხის, ლითონის) ბაწრის გაბმით მზადდებოდა სასროლად (დღევანდელი ჭურვი, ტყვია)  იყენებდნენ სწორ და სრიალა ჯოხა - ისარს, რომელსაც წვერი წამახვილებული, სათანადოდ მოწყობილი ჰქონდა. სულხან - საბას ჩამოთვლილი აქვს ისრის მრავალი სახეობა, ამათგან აღსანიშნავია  მშვილდ-ბორძალი და ქვიბური - უფრო დიდი და მკვეთრი ისარი, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მშვილდ-ისრის სახელწოდებებიც სხვადასხვაა, მაგალითად. იმერულ ოკრიბულში მშვილდი-კოდალაა, გუდამაყრულში - მშვილდ-ბორძალი, კოლხურის მარტვილურ დიალექტში - შქვილ-კოპული, რაც იგივე მშვილდ-ბორძალია, რუსული „копое“ -ლახვარი, შუბის მახვილითაა. აქ საყურადღებოა ის გარემოება, რომ კოლხურში ყველა კილო ინახავს მშვილდ-ისრის სახელწოდებაში სიტყვა ქა-ს (ქასვილი, ქასაგანი), რაც იმაზე მიუთითებს, რომ კოლხთა წინაპრები საბრძოლო მშვილდ - ისარს განსაკუთრებით რქის მასალისაგან ამზადებდნენ, რომ უფრო დრეკადი ყოფილიყო და მედეგი. სხვა დანიშნულების მშვილდს რქა არ  ესაჭიროებდა და სახელწოდებაშიც არ ისმის. მაგ. მატლისა და ბამბის საპენტ მშვილდს უბრალოდ მშვილდს (შქვილი, რიკი) ეძახიან, ასევე გამოსალოცს უბრალოდ შქვილი ერქვა („შქვილც მითოჸონაფა“) „მოშქვალუა“ - დამორჩილება.
   სხვა ენებშიც, მაგ. რუსულში მშვილდ - ისრის სახელწოდებაში მასალად რქა არ ჩანს. აქ მშვილდს „лук“ ჰქვია, რაც მრუდეს („ღულა“) ნიშნავს“, შეადარეთ „ лукавый“ მტყუანი. „ღულა“ და სხვა.
  ასე რომ ამ პირვანდელი იარაღის გამართვაში მხოლოდ კოლხები იყენებდნენ საქონლის რქას, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ კოლხების საარსებო, ორენჯი - საშუალება, მესაქონლეობა (ორინჯი) იყო.
                                                                                   
                                                                                                                                                           
                                                                                                                                                         1974 წელი
  
ამანტი კვირტია.  წიგნი „კვიმატი“ 2001 წ. გვ 147-148
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი