უკან დაბრუნება
განცხადებები
ჭეჭეთობა
30-09-2017, 11:20
ნანახია: 755
გაუზიარე სტატია მეგობარს


- წარმათობის პერიოდის ერთ-ერთი თავისებური   გადმონაშთია „ჭეჭეთობა.“ წეს-ჩვეულება ემსახურებოდა ავი სულების (მაზაკვალ-მჩხიბავების, ეშმაკების) განდევნის მიზანს. კოლხთა წარმოდგენით ავი სულები განსაკუთრებით ზაფხულობით მგლის, ძაღლის, კატის და სხვა ცხოველთა სახით  დაძრწიან ქვეყანაზე და ვნებას აყენებენ ადამიანებს, მათ ნაშრომ - ნაჭირნახულევს ხვავსა და ბარაქას აცლიან. ჭეჭეთობის რიტუალი ტარდებოდა წელიწადში ორჯერ -ელიობას (20 ივლისს) და მარიამობას (მარიამობის) 15 აგვისტოს წინა ღამეებში. მასიური წარმოდგენით ამ დროებში ადამიანებში გამჯდარი იყო მზაკვრობის ძალა და მათ ცხოველთა სახეს აძლევდა. ამ მხეცებზე შჯდომის საშუალებას ანიჭებდა (ამიტომ, შეუძლებელის შემძლებელს - მგლის მხედარს - „გერიში -გიმახვენჯის“ უძახუდეს). ჭეჭეთობაზე უნდა გამოევლინებინათ მჩხიბავები და განედევნათ მათგან ეშმაკური ძალა რათა ადამიანებისათვის ვნება არ მიეყენებინათ.  ჭეჭეთობის რიტუალი სამი მთავარი მომენტისაგან შედგებოდა. პირველი იყო „გინორჩქილა“. სოფელში გულთმისნობით ცნობილი („მენცარი“) ქალი და კაცი. რომელიც  ჭრელ - ჭრელად მოირთვებოდნენ (აქედან  რიტუალის  სახელწოდებაც  „ჭერჭეთჸოფა“- ჭრელყოფნა) თავს იყრიდნენ მაღლობ ადგილზე. ყურს მიუგდებდნენ თითოეულ ოჯახს და ამით იგებდნენ წლის განმავლობაში სად ვინ უნდა მომკვდარიყო +  საიდანაც  შეშის პობის ხმას გაიგონებდნენ და ნაჯახის ცემა ნელი იქნებოდა - მოხუცი მამაკაცი უნდა მომკვდარიყო. თუ ნაჯახის ცემა აჩქარებული იქნებოდა - ახალგაზრდა კაცი მოკვდებოდა. საიდანასც ღომის საცეცხველის ხმა გაისმოდა  კაკუტების ნელი ცემით დედაბერი მოკვდებოდა. კაკუტების ჩქარი ცემით - ახალგაზრდა ქალის სიკვდილი იყო მოსალოდნელი. შემდეგში ამ „გადაყურების“ შედეგები, სოფელში ჩუმი მითქმა-მოთქმის საგანი ხდებოდა.  „ჭეჭეთობის“ მეორე უმთავრესი ეპიზოდი იყო ავი სულების განდევნა ცეცხლ-კოცონის საშუალებით -მაღლობებზე „გადაყურების“ შემდეგ წინასწარ მოგროვილი ფიჩხის კოცონს აჩაღებდნენ (ჭიაკოკონა) და თითოეული დამსწრე კოცონს ზედ გადაახტებოდა, რათა ცეცხლის ალს თვით იღლიიდანაც გაედევნა ეშმაკი და ავი სული ცეცხლთან თამაშის დროს. მღერობდნენ სიმღერას რომელშიაც ნათქვამი იყო მჩხიბავთა საქმიანობაზე. საწნახელებით „ტაბაკონაში“ გაჯირითებაზე და მათი თვალების გავარვარებული შამფურებით ამოწვაზე.   მესამე და დასკვნითი ეპიზოდი სხვადასხვანაირი იყო ელიობის „ჭეჭეთობის“ მეორე დღეს (ძ. სტ. 20 ივლისს) ოჯახის უფროსი აწყობდა ეზო-კარმიდამოს „დაჯვარვას“ (ქეჯვარობას). რათა ჯვარი წერებოდა მას  და რომელიმე მჩხიბავს ვნება არ მიეყენებინა , ხის მაღალ ჯვარს ასობდა  ეზოს წინა, ყანისა თუ ვენახის  თავში;  ჯვარზე ჩამოკიდებდა რაიმე რკინეულს- ნალებს, ან სამეურნეო იარაღის (ბარის, თოხის) ნატეხს რათა ავი თვალი უვნებელი გაეხადა. (მორგალე) ჯვარსობისას წარმოთქვამდნენ  ლოცვას „ჩანა, ჩანა, ხვარიელი ჸვანა“(ცენება, ცენება, ხვავიანი ყანა) და „ჯუჯელია, ჯუჯელი, ჩქიმ ჸვანას დუდელია, შხვაშ  ჸვანას ფურცელია“  (თავიანა, თავიანა, ჩემს ყანაში თავთავიო, სხვის ყანაში ფოთოლიო).  მარიამობის ჭეჭეთობიდან დაბრუნებულნი, როგორც ეშმაკებისაგან გაწმენდილნი, უდარდელად იძინებდნენ. მაგრამ ოჯახის დედა მათ მალულად ცვლის სანთელს აწებებდა თმაში, რითაც წლის განმავლობაში დაცული იქნებოდა ეშმაკებისა და ავი გულთვალისაგან.
 „ჭეჭეთობა“ აღწერილია „კავკასიის ადგილ-მდებარეობათა და ტომთა აღწერის მასალების კრებულში“ ტ. XIX  განყ. 1.გვ 152. ასევე ა. ცანავა -„ქართული ზეპირსიტყვიერების საკითხები“.
1970წ.
მამანტი კვირტია. წიგნი „კვიმატი“ 2001 წ. გვ132-133.
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი