უკან დაბრუნება
განცხადებები
გაძღიგობა (გაძღობა)
30-09-2017, 11:09
ნანახია: 839
გაუზიარე სტატია მეგობარს


გაძღიგობა გაძღომის წარმართული ღვთაების „გაძღის“ სალოცავი იყო ძველ კოლხეთში. ამ ლოცვის რიტუალი ტარდებოდა ყოველი წლის დიდმარხვის 24-ე დღეს. ოთხშაბათს ვახშმად. ამ დღეს პირველად ამზადებდნენ ახლად აღმოცენებულ ჭინჭრის ნორჩ ყლორტების ფაფას („წვანერს“), რომელსაც შეძლებისდაგვარად კარგად შეკაზმავდნენ ნიგვზიანი სანებლებით. ამ დღემდე ჭინჭარი უხსენებელი(ტაბუ) იყო. მანამდე მას „ოზეში ხოჯის“ („ეზოს ხარს“) ეძახოდნენ. მხოლოდ ვახშმად გარდა სავალდებულო მწვანილისა, უხვად გამოჰქონდათ სხვა სამარხვო საჭმელებიც.  გაწყობილი ვახშმის თითოეული კეძიდან კოვზით, ან პუწკით იღებდნენ ცოტ-ცოტას და მოწიწებით ჩამოაწყობდნენ სახლის წინაკარზე მიჭედებულ განსაკუთრებულ თაროზე -„კარბუზზე“. თაროზე საჭმლის ჩამოწყობისას წარმოთქვამდნენ სიტყვებს; „ენა გაძღს, ენა გიძღის (ეს გაძღს და ის გიძღის). ეს ღვთაება, ხალხის წარმოდგენით, რაღაც უხილავი ცხოველი უნდა ყოფილიყო, რომელიც სახლებში თავის წილს მოაკითხავდა და შესასვლელად ვიწრო სარკმელსაც („ონდღეში კარი“) უტოვებდნენ ღიად. გაძღი სადაც კი უხვ სუფრას ნახავდა ილოცებოდა. „მის უღუნი თის შიბუდას“ (ვისაც აქვს კვლავაც მას მიეცესო),  ხოლო ზარმაცების ღარიბ სუფრას დაწყევლილად ტოვებდა. მეორე დილით ოჯახის უფროსები კარბუზის დათვალიერებით ცდილობდნენ გაერკვიათ გაძღი კმაყოფილი წავიდა, თუ უკმაყოფილო. უკეთუ უკმაყოფილებას შეამჩნევდნენ მომავალ წელს ეცდებოდნენ უკეთ ეშრომათ და გაძღი მოემადლიერებინათ - გაეძლოთ.  ეს წეს-ჩვეულება აღწერილია დაახლოებით ასევე კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფიის კრებულის 32-ე ტომში (განყოფილება მე-3, გვ.103). რომელიც რუსულ ენაზეა შედგენილი და ამიტომაც სახელწოდებაც რუსული ტრანსკრიფციის გავლენით „გაძიგებას იკითხება, ამ გარემოებამ შეცდომაში შეიყვანა პროფ. ი.ყიფშიძე და თავის მეგრულ - რუსულ ლექსიკონში „გაძიგება“ ქართული „განზოგებიდან“ მომდინარედ, მიიჩნია როგორც რიტუალის  არსებობიდან ვიგებთ „გაძღიგობას“ „განზოგებასთან“ არავითარი კავშირი არა აქვს. „გაძიგება“ თანამედროვე მეგრულში სულ სხვა რამეს ნიშნავს (უპატივცემულოდ გაგდებას).
1972 წ.
წყარო:მამანტი კვირტია.  წიგნი „კვიმატი“ გვ 135-136
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი