უკან დაბრუნება
განცხადებები
სიტყვა მარგალი
23-07-2016, 22:28
ნანახია: 1894
გაუზიარე სტატია მეგობარს



(ძველი კოლხეთი)

სიტყვა   მარგალი მეგრელ ხალხს ანუ ძველ ქალდებს, კოლხეთში ჩამოსვლამდე დიდი ომები უწარმოებიათ, ბრძოლაში დამარცხებულან და მშობლიური ქვეყნიდან აყრილან. ყოველივე ამას მეგრელი ხალხი თავის უბედობას მიაწერდა!
მეგრელები კოლხეთში ახალ საცხოვრებელ ადგილზე გაეცნენ ბედის ვარსკლავის ღვთაებას, რომლის სახელი იყო „მარგარე“. ამ ვარსკლავზე ადამიანის ბედს არჩევდნენ!
ახალ ფუძე - ნერჩზე ბედნიერი რომ ყოფილიყვნენ, მეგრელებმა ბედის ვარსკლავის სახელი „მარგარ“ შეირქვეს.
ერთ სიტყვაში ორი ერთგვარი ასოები „რ-რ“ ვერ მოთავსდა, რის გამო ამ სიტყვიდან უკანასკნელი ასო „რ“ მოთიშეს და მის ადგილზე დასვეს ასო „ლ“ საიდანაც მიღებული იქნა მარგალ-მარგალი!
მეგრელ ხალხს ბედის ვარსკლავი, ბედის ეტლი ახლაც სწამთ! მეგრელის ოჯახში, როცა ბავშვი დაიბადებოდა, ბები ჩუმად მიდის მკითხავთან, რათა გაიგოს რომელ ბედის ეტლზე დაიბადა ეს ბავშვი!
ასე წარმოიშვა სატომო სახელი - მარგალი (საფუძველი ივ.ჯავახიშვილლი „ქართველი ერის ისტორია“ 1928 წ. წიგნი I, გვ.133-134)
როცა მეგრელებმა ბედის ვარსკლავის ღვთაება - მარგარე იწამეს ამათ „მარგარეფი“ ეწოდა, რაც ნიშნავს ღვთაება „მარგარეს“ მორწმუნეობას. იმ პერიოდში მრავალღმერთიანობა იყო და თითოეულ ერსა და ტომს, რამოდენიმე ღმერთი ყავდათ. „მარგარეფიდან“ წარმოებულია „მარგალეფი“
ჟურნალი „აია“ თბილისი 1998 წელი გვ.54-55
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი