უკან დაბრუნება
განცხადებები
დიარა სამეგრელოში
23-07-2016, 22:24
ნანახია: 1915
გაუზიარე სტატია მეგობარს


მანანა სოსელია

ქორწინების რიტუალს ქართულ ადათ - წესებში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. ძველად ყოველი ქართულ კუთხეში ქორწინებას თავის განუმეორებელი ელფერი ჰქონდა.
სამეგრელოში გათხოვება თუ ცოლის მოყვანა ტრადიციულად მაჭანკლის გარიგებით ხდებოდა . ქალის მშობლები ოჯახში მოიწვევდნენ სასიძოს, რაც ადგილობრივ ენაზე - გინოძირაფა, თვალით გასინჯვას ნიშნავს. თუ ორივე მხარე თანახმა იყო, ხდებოდა გოგოს შანუა (ნიშნობა). დანიშნულ ქალს ერთი წელი ოჯახში ტოვებდნენ. რათა მზითი მოემზადებინა. ქორწილის დღეს მის ოჯახში იმართებოდა დიარა (საქორწილო სუფრა). სასიძო საპატარძოლოს მოსაყვანად გზავნიდა დადეს. მაყრიონის თავკაცად ძალზე ახლო ნათესავს ირჩევდნენ., რომლის სიტყვას შეუბრუნებლად ასრულებდნენ დანარჩენები. იგი მოვალე იყო მშობლების ოჯახში გამართული სმისთვის რაც შეიძლება მალე დაეღწია თავი და პატარძალი დროულად წაეყვანა. სამაგიეროდ, მასპინძლები ცდილობდნენ, მაყრიონი დიდხანს დაერჩინათ და დაეთროთ.
ქორწილში, მკაცრი ტრადიციული წესის მიხედვით, მაყრად მონაწილეობის მიღება ყველას როდი შეეძლო.
ასეთი უნდა ყოფილიყო კარგი მხედარი, მომღერალი, მომლხენი და თავაზიანი პიროვნება. სამთავროში ასევე მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არც იცნობდნენ მაყრად ან მდადედ, მაინც იწვევდნენ. ასეთ საგანგებოდ არჩეულ ხალხზე იტყოდნენ: ორჯერ მეტი მაყრობა გადახდენია და აყალმაყალი არსად მოსვლიაო. გადმოცემის მიხედვით სამეგრელოში ცნობილი მაყრიონის თავკაცი ყოფილა ვინმე საბაია ბარღელი. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ყმა გლეხს არ შეეძლო მებატონეთა სუფრაზე მჯდარიყო ან ჯირითში მიეღო მონაწილეობა, მაგრამ გამონაკლისი აქაც ხდება, გვანჯი ჩიქოვანის გადმოცემით, „გასული საუკუნის 70-იან წლებში, სოფელ ჭკადუაში (ზუგდიდის რაიონი), მებატონეს გიორგი დადიანს შეურთავს წულუკიძის ასული ხონიდან. ქორწილის მესამე დღეს ჯირითი გაუმართავთ. დადიანის წინასწარი გაფრთხილებით, მის ცხენოსანთა ჯგუფში ერია აზატი გლეხი - ტოტი ჭითანავა, შესანიშნავი ცხენოსანი. დასასრულს გამარჯვებული ხონელ წუკუკიძეს გაჯიბრებია, რომელმაც ძალიან ახლოდან ესროლა ისარი, გლეხს ხელით დაუჭერია. მაშინ გაბრაზებულ წულუკიძეს იგივე ისარი, ჭითანავასთვის ბეჭებზე დაურტყამს. მას სამაგიეროდ დამბაჩა დაუცია წულუკიძესათვის და თავგახეთქილი ცხენიდან ჩამოუგდია. მეორე დღეს მწოლიარე წულუკიძეს ტოტი დაუბარებია. ჭითანავა მას ხლებია. დაშავებულს სასთუმალიდან მოოქროვილი დამბაჩა გამოუღია და საჩუქრად გადაუცია ტოტისათვის: რაც მე მჭირს, ნასვამობით მომივიდა, ახია ჩემზე, რადგან მე წესი დავარღვიე, შენ კი მამაცურად დაიცავი იგი და ამიტომ ეს მიჩუქნიაო.“
გზაში პატარძალი ცხენზე ამხედრებული და პირბადე ჩამოფარებული მოჰყავდათ, თან საქორწილო სიმღერას „კუნტა ბედნიერს“ (მოკლე ბედნიერას) მღეროდნენ. სიძის ოჯახში შესვლისას კი ცნობილი „კუჩხი ბედნიერს“ (ფეხბედნიერს) სიმღერას იწყებდნენ. (ამ სიმღერებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ). პატარძალს პირველი დედამთილი ეგეგბებოდა, რომელსაც ხელში ტკბილეულითა და ფეტვით სავსე ჯამი ეჭირა და გზადაგზა წინ უყრიდა (გამრავლებისა და ოჯახური სიტკბოს ნიშნად). სახლში შესვლამდე პატარძალს ალაიაში (გადაჯვარებული ხანჯლები) გაატარებდნენ. მას მაყრიონიც თან მიჰყვებოდა ოთახში ახალ რძალს ლოცავდნენ და საჩუქრებს მიართვევდნენ. ყველაზე ძვირფას ძღვნად ხელით ნაკეთი ნივთები ითვლებოდა. (აღსანიშნავია, რომ სამეგრელოში არ იცოდნენ ფულადი შემოწირულობანი, ეს ოჯახის შეურაცხოფა იყო). ამ დროს ოთახში ისროდნენ მთელ-მთელ ხაჭაპურებს. რომლის დაჭერაში მაყრები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ შეფაში პატარძალი მხოლოდ თამადის თხოვნის შემდეგ შემოჰყავდათ „კუჩხი ბედნიერის“ სიმღერით. მას ახლდა მხოლოდ მეჯვარე საქმროს მხრიდან და დადე ქალიშვილის მაყრიონიდან.
სეფის შემოვლის შემდეგ, მას ისევ გამოიყვანდნენ და ცალკე ოთახში დასვავდნენ, აქ მამაკაცის შესვლა აკრძალული იყო. დრო გამოშვებით სეფაში ცეკვა-თამაში დაშვებული იყო. აუცილებლად იმართებოდა შაირობა. დაცლილი სასმისის შაირ მილექსვით გადაცემა დიდ ვაჟკაცობად ითვლებოდა. აღსანიშნავია, რომ სამეგრელოში მკაცრად იცავდნენ ღვინის დაძალების პრინციპს. თუ კაცი ვერ სვამდა, საქეიფოდ არც წავიდოდა. ეს თავმოყვარეობის შელახვა იყო. მაგრამ მიუხედავად ასეთი მიძალებული სმისა, სუფრის წევრები ცდილობდნენ, ზედმეტი არ დაელიათ, რომ გადამეტებული სმით დადგენილი ტრადიცია არ დაერღვიათ. ყველანი ცდილობდნენ ბოლომდე შერჩენოდა სუფრას. ეს კაი კაცობის ნიშანი იყო.
საქორწილო სუფრა გათენებისას უნდა დამთავრებულიყო. სუფრის აშლამდე ტოლბაში წასვლამდის მოითხოვდა ორულ კულას (ბზისსაგან დამზადებული ჩიბუხის ფორმის თიხის ჭურჭელი) და ბილბაშთან (მოადგილე) ერთად გზას დაულოცავდა სტუმარ-მაყრებს. წესით ამ სასმისის დალევა მათ გარდა არვის შეეძლო. შემდეგ აუცილებელი იყო თამადის მოადგილეს თოფის ერთი გასროლით მოეკლა ხეზე მჯდარი დედალი და ოჯახის უფროსი ქალისათვის მიერთმია. შემდეგ იწყებოდა ეზოში ჯირითი. გამარჯვებული სახლის აივანზე ცხენს ყალყზე შეაყენებდა. ამის განმეორება აღარ შეიძლებოდა - ოჯახის შეურაცხოფად ითვლებოდა. ბოლოს სტუმრები სიმღერითა და ჭენებით გაეცლებოდნენ მასპინძლს. მათ ცხენზე ამხედრებული სიძე კარგა მანძილზე გააცილებდა და როცა მობრუნდებოდა მხოლოდ მაშინ შეეძლო საცოლისათვის ყურადღება მიექცია.
აი, ასეთი ყოფილა ძირითადად ქორწილის რიტუალი სამეგრელოში რომლის ელემენტები დღეისათვის ძალზე მწირად არის შემონახული. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი