უკან დაბრუნება
განცხადებები
შპს "ქ.ფოთის №2 პოლიკლინიკა"
20-07-2016, 22:19
ნანახია: 3756
გაუზიარე სტატია მეგობარს


სახელწოდება. შპს ""ქალაქ ფოთის №2 პოლიკლინიკა
მისამართი: ქ.ფოთი, სამეგრელოს №8
მობილური:
ტელეფონი: (0493)
ფაქსი:
საიდენტიფიკაციო კოდი. 215083898


შპს "ქ.ფოთის   №2 პოლიკლინიკა"

დირექტორი
ციური ჩიტაიშვილი







ქ.ფოთჲს №2 პოლიკლინიკა გაიხსნა 1952 წელს უბნის ექიმის ანა სეითუმეროვას ინიციატივით. პოლიკლინიკა ემსახურებოდა 13500 მოსახლეს 7 კმ-ის რადიუსით და მსხვილ ფაბრიკა ქარხნებს; სულ გახსნილი იყო 5 საექიმო-ჯანპუნქტი.
შპს "ქ.ფოთის   №2 პოლიკლინიკა" პოლიკლინიკაში სხვადასხვა დროს მუშაობდნენ ქალაქის ცნობილი ექიმები ნიკოლოზ კაპანაძე, შოთა სვანიძე, შალვა კუტალაშვილი, გრიგოლ ქოიავა, იასონ უჩანეიშვილი, თამარ ვადაქარია, ილია კვახაძე, ლამარა გიგინეიშვილი, გულიადა ლოლუა, აკაკი ტუღუში, სამამულო ომისა და შრომის ვეტერანი გრიგოლ ბაქრაძე. ოთარ აბრამია, პოლიკლინიკას მიღებული აქვს: უამრავი ქების სიგელი, როგორც ადგილობრივი ისე რესპუბლიკური და მაშინდელი საკავშირო მთავრობიდან. მადლობის წერილები ავადმყოფებისაგან. დღიდან დაარსებისა დღემდე პოლიკლინიკაში ახალგაზრდული ენერგიით და შემართებით მუშაობს 80 წელს გადაცილებული პოლიკლინიკის მთავარი მედდა ნანი იოსავა-ჯაკონია.
1993 წელს საქართველოში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად პოლიკლინიკა ჩამოყალიბდა ცალკე იურდიულ პირად, მიიღო მუშაობის ლიცენზია, 2001წელს პრივატიზირებული იქნა კოლექტივის მიერ და იწოდა შპს ქ.ფოთის №2 პოლიკლინიკად.
შპს "ქ.ფოთის   №2 პოლიკლინიკა"

შპს "ქ.ფოთის   №2 პოლიკლინიკა"

დღეისათვის პოლიკლინიკა დაკომპლექტებულია კვალიფიციური უბნის ექიმებით მუშაობს თითქმის ყველა სპეციალისტი: ქირურგი, ნევროლოგი, ოფთამოლოგი, ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, ონკოლოგი, გინეკოლოგი, დერმატო-ვენოროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, რადიოლოგი. ფუნქციონირებს სადიაგნოსტიკო და სამკურნალო კაბინეტები აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკით. კერძოდ კლინიკური და იმუნო-ბიოლოგიური ლაბორატორია, ულტრაბგერითი (ექო) კაბინეტი, ელექტროკარდიოლოგრაფიის და ფიზიო პროცედურების კაბინეტი ყველა საჭირო თანამედროვე ტექნიკით (კვარცი, სოლუქსი, ელექტროფორეზი, ტუბუსკვარცი, ,,უვეჩე“ და სხვა).
შპს "ქ.ფოთის   №2 პოლიკლინიკა"

შპს "ქ.ფოთის   №2 პოლიკლინიკა"

პოლიკლინიკა ჩართულია საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მომსახურეობას უწევს ვეტერანებს, საბაზისო, ასაკობრივ, მიზნობრივ და მინიმალური პაკეტით დაზღვეულ ბენეფიციარებს.
პოლიკლინიკაში მოსულ ავადმყოფებს დიდი სითბოთი და სიყვარულით ემსახურებიან პროფესიონალი ექიმები და მედდები და მათგანაც იმსახურებენ პატივის ცემას და მადლობას.


















. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი