უკან დაბრუნება
განცხადებები
მუხურჩა
13-05-2020, 21:05
ნანახია: 2880
გაუზიარე სტატია მეგობარს


მუხურჩა — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტში , ვედიდკარის თემში. მუხურჩა მარტვილის რაიონის უკიდურესი სამხრეთ – დასავლეთი ნაწილი არის, ის გაშლილია მდინარე აბაშის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 80 სიმაღლეზე. მარტვილიდან 17 კმ–ით (რაიონული ცენტრი), აბაშიდან 18კმ–ით (უახლოესი რკინიგზის სადგური), ქუთაისიდან 40კმ–ით ( უახლოესი აეროპოტი „კოპიტნარი“), ფოთიდან 69კმ–ით (უახლოესი ნავსადგური) არის დაშორებული. მუხურჩას სოფლის სტატუსი მიუღია XIX საუკუნეში. 1886 წლის კომლობრივი აღწერის მასალების მიხედვით, მუხურჩა შედის ბანძის სოფლის საზოგადოებაში, ხოლო საქ. სსრ – პირველი ადმ–ტერიტ. დაყოფით, რომელიც გამოიცა 1930 წელს, – ბანძის სასოფლო საბჭოში.
სოფელი მუხურჩა ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ჭყონდიდის ეპარქიას.

== მოსახლეობა ==


2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში სახლობს 37 გვარის მატარებელი 164 კომლი, 458 ადამიანი. აქედან 219 კაცი და 239 ქალი. მუხურჩის ერთერთი ძირძველი მოსახლე გვარები არიან გახოკიები, ესვანჯიები, მაისაიები და მინდილაიები. ამათ გარდა სახლობენ აბრამიები, აფაქიები. ბახიები, გაგუები, გვასალიები, დამენიები, დიხამინჯიები, თევდორაძეები, კვარაცხელიები, კეკელიები, კვიტატიანები, ლაბარტყავები, ღვინჯილიები, მელიები, რურუები, სანიკიძეები, ფოჩხუები, ყურუები, შავდიები, ძაგანიები, ჭიჭინავები , ჯანაშიები, ჯელიები, ჯღარკავები და სხვები. მათგან კომლმრავლობით გამოირჩევა: მაისაია–39კ., გვასალია (გვასაჲა)–24კ., ესვანჯია – 12კ., ჯღარკავა –8კ. მსახალაია(მსხაჲა) – 7კ., მინდილაია(მინდიჲა)–7კ., კვიტატიანი – 6კ.

== სოფლის სახელწოდების ისტორია ==


„გეოგრაფიულ სახელწოდებათა ახსნა–განმარტებაში“ ეს ტოპონიმი დაკავშირებულია მუხასთან. სინამდვილეში კი ტოპონიმის ამოსავალი სიტყვა არის მუხური, რაც მეგრულად უბანს, კუთხეს, მხარეს, მდინარის რკალში მოქცეულ, მომწყვდეულ ადგილს ნიშნავს. აქ მიწაა შავი და ამიტომ დარქმევია მუხურ (უ) ჩა „ შავი კუთხე“ – მუხურჩა. ტოპონიმი მუხური სამეგრელოში ბევრი არის დაფიქსირებული, მაგალითად სენაკისა და ჩხოროწყუს რაიონეფში არის სოფელი მუხურის სახელწოდებით. აბაშის რაიონის სოფელ ონტოფოს ერთი უბანი, მუხურის სახელით არის
ცნობილი. გივი ელიავას განმარტებით „მუხურჩა“, შავ კუთხეს ნიშნავს. „უბედური, შავი განამწარები უბანი“. ხალხური გადმოცემა გვეუბნება მუხურჩა ბანძის ერთი პატარა გარეუბანი იყო, რომელიც მოსულ მტერს აუოხრებია, ამიტომ მისთვის შავი უბანი დაურქმევიათ. მეორე გადმოცემის მიხედვით მუხურჩაში „უბედური ხალხი ცხოვრობს. ამიტომა მუხური უჩა“, ანუ „შავი კუთხე“. მესამე გადმოცემით მებატონეს გლეხისათვის ახალნაკაფი და ნახანძრი ადგილი მიუცია და უთქვამს: „ათე მუხური უჩა სი ქოიუღუდასია“- „ეს შავი კუთხე შენ ჰქონდესო“. მეოთხე გადმოცემით მუხურჩაში ბევრი ღელე მიედინება ამიტომ იტყვიან -წყარი მეხურჩანს „წყალი მიჩხრიალებს, მირაკრაკებს. ეს ტყვილი ეტიმოლოგია არის. იმიტომ რომ ზმნით გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება არ იწარმოება. სხვა გადმოცემით კომპოზიტი შედგება ორი სიტყვიდან „მუხურ ჩე“ ე.ი მუხური თეთრი . რადგან ქვიანი უბანი არის, ველები გადათეთრებულია ქვებით. ორქა, მუხურჩა და ვედიდკარის მიდამოებს მართლაც ახასიათებს ქვიანობა, ამიტომ მოსავალიც მწირი არის. ნესტორ მაისაია თავის ნარკვევში „გვარი მაისაიას წარმოშობის ისტორიდან“ მუხურჩის სახელწოდება განმარტებული აქვს ასე. მუხურ მეგრულად ნიშნავს კუთხეს. „ჩა“ – გაჩეხვას, გაწმენდას.

== ბუნება, გეოგრაფია ==

მუხურჩა იყოფა დასახლებული (ცენტრის (წინათ „კითაბანას“ ეძახდნენ თურმე), ეტეშის, სამეისაიო, ეგახოკიე, საესვანჯიო, სამინდილაიო) და სასოფლო – სამეურნეო (ოჩაიე, ჭაე, ნაჭვი, გაჯარი, ზუგა) უბნებად.
მუხურჩამუხურჩას დასავლეთით ესაზღვრება სოფელი გეჯეთი (სენაკიშ რ–ნი), აღმოსავლეთით მახათი_(მარტვილის_მუნიციპალიტეტი)]მახათი-ს ველი, სამხრეთით სოფლები , სეფიათი (აბაშის რ–ნი), ჩრდილოეთით ლეფოჩხუე და ვედიდკარი. სოფლის ტერიტორიას კვეთს მდინარეები. აბაშა, ღაბ(უ) ღე(ჲ)ე, უჩა ღე(ჲ)ე და სხვა მრავალი პატარა ღელეები. უდიდესად ითვლება აბაშა. ყველა მდინარე და ღელე მას ერთვის მარცხენა მხრიდან.
მუხურჩა მდებარეობს ოდიშ გურიის დაბლობზე, ბუნებრივი და ადგილობრივი პირობების გათვალიწინებით ნოტიო, თბილი ჰავა არის, ხარობს ბევრი სითბოს მოყვარული კულტურა – ჩაი , დაფნა და სხვები.
ბუნებრივი რესურსები: ჭალეში, მდინარე აბაშის პირას ხრეში.

==ისტორია ==

სოფელი საინტერესოა არქეოლოგიური თვალსაზრისით. 1974 წელს , მდ. აბაშის მარჯვენა მხარეს პეტრეშ ნაკარუს (პეტრეს ნაკარვალი) სახელწოდებით ცნობილ მუხურჩაბორცვზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს, აღმოჩნდა გვიანბრინჯაო – ადრე რკინის ხანის სამაროვანი, აქ გამოვლინდა ასაკობრივად განსხვავებული ორი სამარხეული ჯგუფი – ძვ. წ. VIII – VII და VII-Vსს. კოლექტიური სამარხები ..მუხურჩის სამაროვანის მასალები წარმოადგენს ერთ–ერთ მნიშვნელოვან საყრდენს. .. კოლხური ძეგლების ქრონოლოგიის შესწავლისა და კულტურულ – ისტორიული განსაზღვრის საქმეში .სულ შესწავლილი იქნა ხუთი სამარხი. ტერიტორიულად ერთმანეთისაგან გამიჯნულ ამ სამახრებში დაფიქსირდა დაკრძალვის ორგვარი რიტუალი – ძვლების მეორადი დაკრძალვა და კრემაცია – მიცვალებულის დამწვარი ნეშტის დაკრძალვა. ნივთიერ მასალათა შორის არის ბრინჯაოს საკულტო, საბრძოლო და სამეურნეო დანიშნულების ინვენტარი, კოლხური ცული, ქანდაკებები, გიშრის, მინის, ქარვის, ოქროს და სარდიონის მძივები. კერამიკულ ჭურჭელთა ფრაგმენტები, მუხურჩაკაჟის ნუკლეუსები, ვერცხლის ბეჭედები და მათი ფრაგმენტები. საინტერესოა ერთერთ სამარხში აღმოჩენილი ანთროპომორფული ქანდაკება, რომელიც ბრინჯაოსაგანაა დამზადებული. გივი ელიავა მას შემდეგნაირად აღწერს ; ტუჩი ჩაპობილი, თვალები წამოქაჩული, ფეხები განზე, ერთი ფეხი ოდნავ წინ წადგმული, თავზე კონუსური ფორმის ქუდი ახურავს, რომელიც წარბებამდეა ჩამოფხატული. ყურები განიერი, ცხვირი საკამოდ წინ წამოწეული, ნესტოები დაბერილი. .. ფიგურის სიმაღლე 7 სმ, ტრიბუნის განი 5სმX5სმ, მოაჯირის ოვალის დიამეტრი 5სმ. ქანდაკების საერთო ზომებია 7,5–5 სმ. გ. ელიავას თქმით, ეს ქანდაკება მქადაგებლის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც ოვალური ფორმის მოაჯირს დაყრდნობია და ჩაუზნექია . ხოლო მოაჯირში ჩართული ფალოსი მკლევარს აძლევს საშუალებას, რომ შემდეგი დასკვნა გამოიტანოს: მამაკაცი ნაყოფიერების ღვთაებას, ქურუმს განასახიერებს, რომელიც ტრიბუნასთან დგას და მეტყველებს.
მუხურჩაიგორ კეკელიას აზრით ზემოთ აღწერილი ანთროპომორფული ქანდაკება მეეტლე არის, რომელიც ეტლზე დგას, ხელში უჭირავს სადავეები (თუმცა ისინი შემორჩენილი არ არის) და დაარბენინებს. ამ მოსაზრების სასარგებლოდ მეტყველებს ოსტატ – ხელოსნის მიერ მამაკაცის ფიგურის მოძრავ ფორმაში გამოსახვა(ტანით წინ წამოწეული, დამუშტული მტევნები, ჩაკეცილი მაჯები, განზე გაშლილი ფეხები, წინ წადგმული, ერთი ფეხი წინ წადგმული, წარბებამდე ჩამოწეული ქუდი, დაბერილი ნესტოები და ა.შ. რაც მიგვითითებს იმაზე, რომ, მამაკაცი მთელი ტანით დაძაბული დგას ეტლზე.დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ბერძნული, პირველი და ერთადერთი ნივთი, რომელიც კოლხეთის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი და რომელიც თვალსაჩინოდ ადასტურებს გვიანბრინჯაო – ადრე კინის ეპოქის კოლხეთის სამეფოს ბერძნულ სამყაროსთან ურთიერთობის ფაქტს, რამაც უფრო ფართო ხასიათი ქ,წ VIს–დან მიიღო.
მუხურჩაკოლხური ცული, გვიანდელი ბრინჯაოსა და რკინის ხანის (ძვ. წ. XV-VI სს.) კოლხური კულტურის ერთ-ერთი ძირითადი განსაზღვრელი ბრინჯაოს იარაღი, რომელსაც ექვსწახნაგა ტანი და წვეტიანი – ოვალური სატარე ნახვრეტი აქვს. კოლხური ცული უნივერსალური იარაღი იყო. იყენებდნენ როგორც სამეურნეო ცხოვრებაში, ისე საბრძოლველად.
მუხურჩა 1974–1976, 1979–1986 წლებსი არქეოლოგიური გათხრები წარმოებდა მდ.აბაშის მარცხენა სანაპირო ზოლში, მუხურჩის ჩრდილო – დასავლეთით ,.ნამოსახლარი ბორცვ კეკელური ზუგაზე .იგი მდინარე აბაშიდან 100 მეტრითაა დაშორებული. ფართობი შეადგენს დაახლოებით 1200 კვ.მ–ს, ხოლო სიმაღლე 3 მ–ს. სადაც დაფიქსირდა ბათქაშიანი, ნახშირნარევი კულტურული ფენა. კეკელურ ზუგაზე ვერტიკალურ ბერილეფზე შეიმჩნეოდა სულ ცოტა ოთხი კულტურული ფენა და მათ ქვეშ ნაზვინი თიხნარის ამდენივე პლასტი. ყველა კულტურული ფენა ატარებდა ხანძრის კვალს. ყველაზე უფრო ძლიერ კვალი, ზედა ფენაში გამოვლინდა წითელი ბათქაშის (ზოგჯერ 0,5მ უფრო სისქის) გროვების, ნახშირნარევი მიწის, ძლიერი ცეცხლის შედეგად გადაწითლებური მიწისა და გადამწვარი კერამიკის სახით. ნივთიერ მასალათა შორისაა რიყისა და ქვიშაქვის ხელსაფქვავები და სანაყები, კერამიკულ ჭურჭელთა ფრაგმენტები, მრავალი მრგვალი „კვერის საცხობი“ და ბრტყელი რიყის ქვები, ქვისა და ძვლების სხვადასხვა ნივთები.
მუხურჩაარქეოლოგიური ძეგლი თარიღდებოდა ძვ.წ.ა. II ათასწლეულის შუა ხანითა და მეორე ნახევრით (შუაბრინჯაოს ხანის დასასრული და გვიანბრინჯაოს ხანა).ამავე ეპოქით თარიღდება მუხურჩის დასავლეთით, მდ. აბაშის მარჯვენა მხარეს, 2 კმ–ის დაშორებით მდებარე ნამოსახლარი ბორცვი ნაჭვის ზუგა(კოჩას ზუგა). ამ ადგილას გათხრები 1981წლიდან წარმოებდა. ბორცვის ფართობი 1500 კვ.მ–ია, სიმაღლე – 4,5–5მ სადაც დაფიქსირდა ბათქაშის ნატეხები, ძელური და თიხალესილი გადამწვარი ნაგებობის ნაშთები, თიხის ჭურჭელთა ფრაგმენტები, ხელსაფქვავის ქვები, ქვასანაყები, ქვაკეცები. აგრეთვე ნანახი იქნა საოჯახო– სამეურნეო დანიშნულების სხვა ნივთებიც, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის ძვლები. „ნაჭვის ზუგის“ არქეოლოგიური შესწავლა საბოლოოდ ჯერ არა არის დამთავრებული.

== ტოპონიმიკა ==

ანტონიაშ ღე(ჲ)ე – ღელე, იგივე ვეგიდე.
ბეკოიაშ წყურგი(ჲ))ა – წყარო მდ. აბაშის მარცხ. ჭალაში. აქ იყო სენაკის ბაზრობაზე მიმავალთა შესასვენებელი ადგილი. ბეკოია (კაცის სახელია) შორიახლოს ცხოვრობდა.
გაჯარი – ჯაგნარი შემაღლებულ ვაკეზე, მდ. აბაშასა და აბაშა – მარტვილის საავტ. გზას შუა.„გაჯარი ეწოდება ქვანარევ ჯაგნარს შემაღლებულ ადგილზე. მხოლოდ თხის საძოვრად თუ გამოიყენებოდა.
გემინდორია – ერქვა მინდორს თხინაღე(ჲ)ესა და ღაბუ ღე(ჲ)ეს შუა, სამინდილაიოში. ირგვლივ სახნავები ერტყა. მინდორი „მინდორი“ – გემი–ნდორ–ია „მცირე მინდორი“. გე ზმნისწინს ამ შემთხვევაში სიტყვაწარმოებითი ფუნქცია უჩანს.
დიდღე(ჲ)ე – ღელე. იგივე ჭითა ღე(ჲ)ე.
დიხაზუგა – ბორცვი ტეხურის არხსა და დიდღე(ჲ)ეს შუა, გეჯეთის საზღვარზე.
ეგახიკიე //(ჲ)ეგახოკე - ქუჩა -უბანი სოფლის სამხრე.დას. ნაწილში. ვედიდკარის თემში ცხოვრობს გახოკიების 26 კომლი.
ე(მ)სხალაიე // ესხაიე// (ჲ)ე(მ)სხაიე// (ჲ) ე(მ)სხალაიე- ქუჩა - უბანი სოფლის აღმ. ნაწილში. ეტეშის სიახლოვეს. ცხოვრობენ მსხალაიები. მსხალაია მცირეცხოვანი გვარია, სულ 54 სული საქართველოში. ვედიდკარის საკრებულოში ცხოვრობს ათიოდე კომლი. სხაია- მსხალაია.
ეტეში//ლეტეში//(ჲ)ეტეში – ჭენჭყობი, ვაკე – ტაფობი სოფლის ჩრდ. ნაწილში, გზის პირას, წყალი გუბდება და ტალახი წარმოიქმნება. საზიარო ლეფოჩხუესთან. ლეტა (ბ.მ თქმა: ჲეტა) „ტალახი“ –ლეტა –იში –ლეტეში–ლეტეეში–ლეტეში–ჲეტეში.
ვეგიდე/ანტონიაშ ღე(ჲ)ე – ღელე. იწყება სოფ. ბანძაში, გაედინება ლეფოჩხუესა და მუხურჩას შუა, ერთვის მდ. აბაშას აბაშაჭა(ჲ)ეში. ანტონს ამ ღელეზე წისქვილი ჰქონდა. ვეგიდე – ვეგიძე – ვეგირძე „ ველი გრძელი“.
ვერხონა „ვერხვნარი“ – ერქვა ტყეს ძერწონას გვერდით, მდ. აბაშის ჭალაში. ეკუთვნოდა მუხურჩას და დროებით სარგებლობაში გადაეცა გეჯეთს.
ზუგადიხა/ზუკა – ბორცვი ოფუჯეში, უჩა ღეეს ნაპირას. დაბალია და მრგვალთავა. მეორე ასეთივე ბორცვი არის აქედან 1 კმ–ზე, ლეფოჩხუეში.
ზუკა – ბორცვი. იგივე ზუგადიხა.
თედორეშ ეკლესია – ნაეკლესიარი, სასაფლაო, იგივე წინათედორე.
თედორეშკარი – ქუჩის მონაკვეთი წინათედორეს ეკლესიის წინ.
ლაიშჯინჯი – ერქვა მინდორს მდ. აბაშის მარჯვ. ნაპირზე. საქონლის საძოვრად ჰქონდათ შემოკავებული. აქვე გვერდითაა ნეიჯინჯი და ჯაპიჯი. ლაიშჯინჯი – ლანჯიშ ჯინჯი „კოპიტისძირი“.
მახათი – ერქვა ტყეს ნასახლარებით სოფ. მახათის საზღვართან. შემდეგ აქ გააშენეს ჩაი და ეწოდა „ჩაი“, ხოლო გზას,რომელიც ლეტეშიდან მიემართება და ამ ჩაიში გადის –„ჩაიშარა“. სოფელი მახათი ამ მახათის აღმ. გაგრძელებაა.
მახათიშ ოისჷრე – ისლნარი მახათში, ღაბ(უ)ღე(ჲ)ეს ნაპირზე. აქვეა ნოჭკერიც.
მეისაიაშ დიხა – სახნავი ჭითა ღე(ჲ)ეს მარცხ. ნაპირზე.
ნაონონ(უ)– ჩადაბლებული ადგილი ფიჩხერში.
ნაპიტუ – ტყე თხინაღე(ჲ)ეს მარცხ.ნაპირზე. გადმოცემით პიტაიას (გვარია) ნასახლარია. გვარი მცირერიცხოვანია (170 სული საქართველოში, ძირითადად აბაშის რ–ნში).
ნაფაცხუ– ერქვა მინდორს, სადაც შემდეგ აშენდა მუხურჩის საშუალო სკოლის შენობა.
ნაჭვი//ორაჸუეში – მინდორი უჩაღე(ჲ)ეს მარცხ. ნაპირზე. საქონლის გასარეკი ყოფილა. ამიტომ დარქმევია ორაჸუეში „სარეკი“ – რაჸუა „გარეკვა“.
ნახეცუ – სახნავი სოფლის ცენტრში, უწინ იყო მინდორი, სადაც იმართებოდა ჯარალობა– ბურთაობა. ხეცია იშვიათი გვარია. რესპოდენტები თვლიან მხეიძის ვარიანტად. ა.შანიზეც აღნიშნავს: მხეციძე – მხეიძე.შდრ. მეგრ. ხეცია(შანიძე, 1973, გვ.119)
ნეიჯინჯი „კაკლისძირი“– სახნავი მდ. აბაშის ნაპირზე, ჯაპიჯინჯის გვერდით.
ნესტორიშ წყურგი(ჲ)ა – წყარო უჩა ღე(ჲ)ეს მარცხ. ნაპირზე, ნაჭვის ტერიტორიაზე. აქ ისვენებენ სენაკში ბაზრობაზე მიმავალნი.
ნოჭკერი//ოჭინუე – მცირე ტყე ღაბ(უ)ღე(ჲ)ეს მარჯვ. ნაპირზე. რესპ: „საწკნელე ტყეს ეწოდება ნოჭკერი“. სხვა რესპ. „ ნოჭკერი ეწოდეა ზოგადად ბუჭქნარს, სადაც ხარობს თხილი, თხმელა, ტირიფი“
ნოხორიეფი „ნასახლარები“ - ტყე წყურგიას ნაპირზე. ჯაპანაში.
ოთახუეში - ერქვა მორევს წყურგიაზე, ნაწიქვილართან. „დინითახუდეს ბაღანეფი“ („დგაფუნობდნენ ბავშები“) და აიტომ დარქნმევია ოთახუეში“. წყარიშ ინოთახუა „წყალში დგაფუნი“ - ოთახუეში.
ოთხი ჯიმა ლაიშჯინჯი - მინდორი. იგივე ლაიშჯინჯი.
ოისჷრე „საისლე“ - ერქვა ისლნარს ნაპიტუსთან.
ოტურე „სატურე“- ერქვა ტყეს საესაიოში, ღაბუღეეს მარცხ. ნაპირზე „თენა ხოლო ნოჭკერი რდჷ. ოჭინუე ადგილი რენ თის უძახუდეს ნოჭკერს“.
ოფუჯე - „საფურე“- მინდორი გეჯეთის საზღვარზე, დიხაზუგას გვერდით. ფუჯი „ფური“. რესპ. „ფუჯ შველს კლავდნენ აქ, ტყეში, მონადირეები.“
ოწ(ვ)ერეში//ოწერეში - ერქვა საბანაო მორევს მდ. აბაშაზე . ამჟამად მხოლოდ ნაშთია დარჩენილი. წვერა (თევზია ერთგვარი) - ოწვერეში - ოწორეში.
საესვანჯიო - უბანი სოფლის სამხ.- აღმ. ნაწილში. ესვანჯია გვარია. ვედიდკარის თემში მკვიდრობს ამ გვარის მატარებელი 19 კომლი.
სამ(ა)ისაიო//სამეისაიო - ქუჩა უბანი სოფლის აღმ. ნაწილში. ცხოვრობრნ მაისაიები. ვედიდკარის თემი ამ გვარის ისტორიული სამკვიდროა (მკვიდრობის 55 კომლი).
სამიდ(ი)ლაიო//სამინდლაიო შუკა - შუკა - უბანი სოფლ. სამხრ. - აღმ. ნაწილში. ცხოვრობენ მინდილაიები. გვარი ძალზე მცირერიცხოვანია(სულ 36 სული საქართველოში. ვედიდკარის თემში გასული საუკუნეების დამლევს აღნუსხულია ამ გვარის მატარებელი 13 კომლი).
საჩაიო - ჩაის ფართობი. იგივე ჩაი.
საჯღარკო - უბანი ორქის საზღვართან. ჯღარკა გვარია.
ტები - ექვა უღრან ტყეს ოთახუეშის აღმ-ით. „უდაბნო ტყე იყო. ტყაშ მაფა და ოჩოკოჩი ბატონობდნენ.
უჩა ღე (ჲ)ე//შანი - ღელე, საზღვარი გეჯეთთან. „შანი მიჯოხონა , ჭიჭე ღე(ჲ)ეჯგუა რე, მორჩიი. შანი ნაწყარუ რე.“
უჩაღე (ჲ)ეძგა- სახნავი მდ. აბაშის მარჯვ. ნაპირზე. უჩა ღე (ჲ)ეს ნაპირზე.
ფიჩხერი- სახნავი - აბაშის მარჯვ. ჭალაში. საზიარო ორქასა და ლეფოჩხუესთან. ვარაუდი: ფიჩხაია(გვარია) - ფიჩხერ-ი „ფიჩხაიას კუთვნილი წარსულში“.
ფოჩხური- ერქვა ტყეს ვედიდკარის საზღვართან. ამჟამად აქ ჩაია გაშენებული. ესახლენ ფოჩხუები. მათ მიწა გაუცვალეს ფაცუებს, ანუ ფაცურაიებს და გადავიდნენ საცხოვრებლად დღევანდელ ლეფოჩხუეში.
ღაბ(უ) ღე(ჲ)ე - ღელე, თხინაღე(ჲ)ეს(ს.ორქა) ზემო წელი. საზღვარი მუხურჩასთან. ერთვის ღანკუჲა.
ღე(ჲ)ე - ღელე სამაისაიოში. გაედინება ვეგიდესა და ღაბღე(ჲ)ეს შუა. ქვემო წელზე, საესავნჯიოში, ეწოდება წუბა.
ღვინჯი(ჲ)ეფიშ ნოხორი - მინდორი ღაბღე(ჲ)ეს მარჯვ. ნაპირზე. ღვიჯია - ღვიჯილია მრავალრიცხოვანი გვარია(2469 სული საქართველოში).
ჸუმურჯინჯი - ერქვა საბალახოს მახათში, ლაიშჯინჯის გვერდით.
შქაე(ჲ)ე - ერქვა მინდორს საესვანჯიოში. მოქცეული იყო ღელის რკალში. შემდეგ რკალის ყელი გათხარეს და წყალი პირდაპირ წავიდა.
ჩაი//საჩაიო - ჩაის ფართობი სოფლის აღმ. ნაწილში. გაშენდა მახათის ნატყევარზე.
ჩაიშარა „ჩაისგზა“ -გზა. ლეტეშიდან გადის ტყემახათაში.
ძერწონა- „ძეწნარი“- სახნავი აბაშის ჭალაში, ფიჩხერსა და ვერხონას შუა.
წინათედორე//თედორეშ ეკლესია- ნაეკლესიარი, სასაფლაო სოფლის სამხრეთ ნაწილში.
წუბა - ერქვა ჭენჭყობს დაბალ ადგილზე. დააშრეს და გაჩნდა სამოსახლოები, სახნავები. ამჟანმად ეწოდება ღე(ჲ)ეს ქვემო წელს საესვანჯიოში. „წუბა არის დიხაშ ქურბელა, შავი ფერისაა“.
ჭითა ღე(ჲ)ე//დიდღე(ჲ)ე - ღელე გეჯეთის საზღვარზე. „დიდღე(ჲ)ეს უფრო გეჯეთს იტყვიან. ამჟამად მასში ტეხურის წყალიცაა ჩაშვებული“. ტეხურის არხსა და დიდღე(ჲ)ეს შუა არის დიხაზუგა.
ჯაპ(ი)ჯინჯი „თუთისძირი“ - სახნავი მდ. აბაშის ნაპირზე, ნეიჯინჯის გვერდით.

== ფლორა დო ფაუნა==

განსაკუთრებით აღსანიშნავია მუხურჩის მცენარეული საფარი. უმეტეს ნაწილში ბუნებრივი მცენარეული საფარი, ძირითადად კულტურული მცენარეებით არის შეცვლილი. ალაგ –ალაგ შემორჩენილი ტყეებში გვხდება , აკაცია, თხმელა, კოპიტი, ნაძვი, ვერხვი, ალვის ხე, ცაცხვი, ტირიფი, ჭადარი, მუხა და სხვები.
რელიეფის ხასიათის მიხედვით ბალახოვნებიდან ბევრია ერთწლოვანი სარეველა სახეობები.ძურწა, ბირკა, გველის მარწყვი, მრავალძარღვა, ბაბუაწვერა, ხავსი, ირმის ენა, გვირილა, ლენცოფა, ისლურა და სხვები.დროთა განმავლობაში მუხურჩის ფაუნა მნიშვნელოვნად შეიცვალა ბევრი სახეობა მოისპო. სოფლის ტერიტორიაზე ბინადრობს თრითინა, მგელი, ტურა, მელა, მაჩვი, კურდღელი, კვერნა, ტყის თაგვი და სხვები. მრავალფეროვანია ფრინველთა სამყარო: ბეღურა , ბოლოქანქარა, გულწითელა, შაშვი, მერცხალი, მიმინო, ტყის ქათამი, ხოხობი, ქორი, ყვავი, ჩხიკვი, წივწივა, მწყერი და სხვები.
მდინარეებში დაცურავს (ზის) კიბორჩხალა, კობრი, ტოფი, უნგვარო (ფართო თავი აქვს, ტანი მოზრდილი, კუდი –ფართო), ფერტვე, კალმახა, წვერა, წითელი თევზი და სხვები.ზემოთ მოხსენიებულების გარდა ბევრი რაოდენობით არის სხვადასხვა სახეობის ფაუნის წარმომადგენლები: ობობა, გველი, კუ, კრაზანა, წყილი, მატლი, ბაყაყი, ქინქლი, ბაღლინჯო, ღვენძგი(მღრნელი მწერი, რომელიც ხრავს ნათეს – ნაგავს). ვირთხა, ხოჭო, ჭრიჭინა, ზღარბი, ბუზი, ჭიანჭველა, მახრა, ხის ბაყაყი და სხვები.

== განათლება ==

მუხურჩაში არის ერთი საშუალო სკოლა და ბიბლიოთეკა.

== სოფლის მეურნეობა ==

მუხურჩის სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგები არის: მეფრინველეობა(იხვი, ქათამი, ბატი), მევენახეობა(ძირითადად ხარობს; ადესა, კაჭიჭი, უსახელო, ციცქა, ოჯალეში) , მებოსტნეობა (კიტრი, პილპილი, ოხრახუში, პამიდორი, ბადრიჯანი, პრასა, რეჰანი, ჭლიკვი,ნიახური, კამა, ქინძიო და სხვები), მესაქონლეობა( ძროხა, კამეჩი, ცხენი, ღეჯი, დო შხვეფი),მემარცვლეობა(სიმინდი, ლობიო, სოია, ცერცვი და სხვები), მეხილეობა (ატამი, ქლიავი, მსხალი, ვაშლი, ხურმა, და სხვები) და მეაბრეშუმეობა.
საბჭოთა პერიოდში იყო მუხურჩის მევენახეობის მეურნეობა, იკრიფებოდა, ყურძენი, ჩაი. იყო ძროხების ფერმა,
დღევანდელდღემდე ამათგან არაფერი არდარჩა, მეურნეობა დაიშალა, ვენახი აყარეს, ახლა იქ სიმინდს თესავენ, ჩაის ადგილსა თხილი დარგეს.


== გამოჩენილი მუხურჩელები ==

1.ვალერიან მაისაია – ექიმი.პროფესორი. 1976–1979 წლამდე ხელმძღვანელობდა პედიატრიული ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრას.
2.რომან რურუა– სპორსმენი. მოჭიდავე. ოლიმპიური ჩემპიონი.


== გამოყენებული ლიტერატურა: ==

1.ვ. გოგაძე(ნოსირი მუხურჩის არქეოლოგიური ექსპედიციიც მუშაობის შედეგები (1967 –1980წწ),
2.მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის 26 –ე სამეცნიერო სესიის მასალები
3.გ.ელიავა, „პეტრეს ნაკარუს არქეოლოგიური მასალა“თბ 1987წ.
4. გ.ელიავა, „მითოლოგია და პრეისტორიელ კოლხთა მხატვრული შემოქმედებაგეგეჭკორის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სამეცნიერო სესია(თეზისები), თბ,1987, გვ,21
5.ი.კეკელია, „მეეტლის ქანდაკება სოფელ მუხურჩიდან“ გაზ. მარტვილი 4.10. 2000წ.
6. ვ. გოგაძე, „კოლხეთის ბრინჯაოსა და ადრე ული რკინის ხანის ნამოსახლართა კულტურა“(ნოსირი–მუხურჩის არქეოლოგიური ძეგლების მიხედვით).
7. პ. ცხადაია.სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი. V. მარტვილის რაიონი(სამხრეთი ნაწილი) თბილისი 2010წ. გვ.274-280
8. ი.კეკელია „მარტვილის რაიონის ოიკონომია“ 2010წ. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი