უკან დაბრუნება
განცხადებები
ნაფრა (ნაფურნაა)
8-07-2016, 19:46
ნანახია: 1762
გაუზიარე სტატია მეგობარს


„კავკასიის ხალხთა გვარტომობისა და ზნე-ჩვეულებათა აღწერილობის კრებულ“-ში მიჩნეულია „რომელიღაც ღვთაებად“. მაგრამ ჩვენი ვარაუდით იგი „დიდი თურქალას“ ნაკვალევია კოლხეთში. ამაში გვარწმუნებს ამ სალოცავის რიტუალის აღწერილობა. რომელიც მოცემულია ამავე კრებულში. „ნაფრას“ სალოცავი ტარდება ივლისში, აუცილებლად, შაბათ დღეს სალოცავისათვის ამზადებენ „თოთო შელებურს“. ჭვავის პურისა და ყველისაგან მოზელილ ჭვიშთარს (ხაჭაპურს). ხაჭაპურში მოსაზელი ყველი არ უნდა იყოს ღორის კუჭის დვრიტით (ნაწი) შედედებული. რიტუალის შესრულებისას დგებოდნენ პირით სამხრეთისაკენ (თურქეთისაკენ). ღორებს წინასწარ მოაშორებდნენ არემარეს და ამწყვევდნენ. ყოველივე ამის გამო რიტუალის პირველ აღმწერს „ნაფრა“ სამართლიანად მიაჩნია მაჰმადიანურ ღვთაებად, მაგრამ როგორც თავში აღვნიშნეთ, „ნაფრა“ ღვთაება კი არ არის არამედ სავალდებულო სალოცავია თურქეთისა, რომელიც თურქ დამპყრობლებმა სავალდებულოდ გაუხადეს კოლხებს. სახელწოდება „ნაფრა“ უნდა მომდინარეობდეს თურქული ნაფრიასაგან. რაც საყოველთაოს და სავალდებულოს ნიშნავს. რიტუალიც, ნიშანდობლივ თურქეთის ქება დიდებას გამოხატავს. თითქოს თურქებმა ააყვავეს კოლხეთი, „თოთო შელებუანი“ გახადეს იგი და წავიდნენ. თავიანთ ქვეყანაში სამხრეთისაკენ. თითქოს კოლხნი არ ივიწყებენ ამ „ამაგს“ და ლოცვა კურთევას უგზავნიან ყოველწლიურად ყველაზე ხორშაკიან (ფურე) თვეში - ივლისში. იქნება ამიტომაც ამ რიტუალს „ნაფურ-ნახასაც“ უწოდებებნ.
1973 წელი
მამანტი კვირტია „კვიმატი“ 2001წ. გვ137.
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი