უკან დაბრუნება
განცხადებები
მენჯ სიტყვის მნიშვნელობისათვის მეგრულში
8-09-2016, 21:04
ნანახია: 2001
გაუზიარე სტატია მეგობარს


აბესალომ ტუღუში
მენჯ სიტყვის მნიშვნელობისათვის მეგრულში სამეგრელოში ჩაწერილია თხუთმეტი ტოპონიმი, რომელიც შეიცავს სიტყვას მენჯი, რომლის მნიშვნელობის დადგენა შესაძლებელი ხდება ამ ტოპონინმის ეტიმოლოგიურ მხარეზე დაკვირებით. ამიტომ საჭიროა მენჯ სიტყვის შემცვლელი ყველა ტოპონიმის გაცნობა ესენია: მენჯი- სოფელი მდ. ციის (ცივის) ნაპირას, რომელიც ეკვრის ქალაქ სენაკს და სადაც ცხელი, გოგირდოვანი წყალი ამოდის; მენჯი - ადგილი ლესიჭინეში, სადაც მლაშე წყალი ამოდის; მენჯი - ადგილი კირცხში, სადაც მარილიანი წყალი ამოდის; მენჯი - ადგილი სოფ. მუხურში, სადაც მლაშე წყალი ამოდის; მენჯი - ადგილი ჯვეშ აბასთუმანში, სადაც მლაშე წყაროა; მენჯი - ადგილი თამაკონში, სადაც მლაშე წყალი ამოდის; მენჯღალჷ - მჟავე წყლიანი ღელე სოფ. ხორში. მენჯჷღალი - ღელე რეჩხში და ფოცხოში, გამომდინარე მჟავე წყაროდან; მენჯირობუ - ადგილი სოფ. ლეძაძამეში, სადაც მლაშე წყაროა; მენჯიშ დუდი - გორა სენაკის მომიჯნავე სოფელ მენჯში; მენჯიშაკანი - უბანი ძველ აბასთუმანში (სიტყვა-სიტყვით ნიშნავს მენჯის უბანს; მენჯიშ სუკი - მაღლობი ჩხორთოლში,* ბებლამენჯი - ტყე დიხაზურგაში. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მენჯ სიტყვის შემცვლელი ტოპონიმი, ორად- ორი გამონაკლისის გარდა. როგორც ვხედავთ მჟავე წყალს უკავშირდება** და ამიტომ სიტყვაში მენჯი სწორედ (მინერალური) წყლის აღმნიშვნელი, დღეისათვის უკვე მნიშვნელობა დავიწყებული მეგრული სიტყვა უნდა ამოვიცნოთ. როგორც ჩანს, ამ სიტყვის მნიშვნელობა ამ ბოლო დრომდე ხსომებიათ მხცოვან მეგრელებს, რადგან სწორედ მათგან შეეძლოთ ამ სიტყვის მნიშვნელობის ჩაწერა ვ.გერსამიას და ა. კაკულიას, რომლებიც წერენ რომ მენჯი მეგრულია და მინერალურ წყალს ნიშნავსო.*** ვფიქრობ, მენჯი ნარ განვითარებული* მეჯ სავარაუდო სიტყვა უნდა იყოს, რადგან ეს უკანასკნელი ფრონეტიკურად კანონზომიერი შესატყვისი ჩანს ქართული ვეძ ფორმითაა დღესაც ცოცხალი და სწორედ მლაშე წყალს (მინერალურ წყალს) აღნიშნავს. ნარის (ნ-ს) განვითარება კი მეგრულისათვის ფრიად დამახასიათებელი ფონეტიკური მოვლენაა. ის ვითარდება, როგორც წინაენისმიერ ხშულებთან და აფრიკატებთან**** ასევე ენანუნისნიერ ჯ.ჩ.ჭ აფრიკატებთან“. ქართულ ვეძ სიტყვიდან ზანურში (კერძოდ მის მეგრულ დიალექტში) X მეჯ სიტყვის მიღება სავსებით შესაძლებელია, რადგან ფონეტიკური პროცესი ვ>მ უცხო არ იყო მეგრულისათვის, რაც კარგად ჩანს ქართული ვინ ნაცვალსახელის მეგრულ შესატყვისში - მი, რომლის ადრინდელი სახე - მინ დაცულია მეგრულის სენაკურ კილოში. ფონეტიკურ მოვლენა ვ>მ ძლიერ დამახასიათებელია ქართულის ცალკეული კილოებისათვის, როგორც თავკიდურ, ასევე სხვა პოზიციაში (ვიწრო-მიწრო, ვითომ-მითომ, მთიულურ-გუდამაყრულსა და ქართლურში; ვინ -მინ ფერეიდნულში; ვენახი - მენახი, ვიზრო-მიწრო აჭარულში; აგრეთვე მალავს - მალამს, სავსე -სამსე, დამავიწყდა - დამამიწყდა, კოვზი -კომზი, ნივთი-ნამთი, ხავსი -ხამსი, თოვს- თომს, ვარავი - კარამი, ვარსკლავი - მასკლავი და სხვ.)****** რაც შეეხება ქართულ ძ - მეგრულ ჯ - შესატყვისობას, ამის არაერთი მაგალითი შეიძლება დასახელდეს (სიძ -სიჯა/სინჯა; ძაღლი -ჯოღორი, ძმა - ჯიმა, ძელი -ჯა/ჯალი). ამრიგად, მეგრული სიტყვა მენჯი, რომელიც მნიშვნელობით იგივეა, რაც ქართული ვეძი ფონეტიკურადაც მისი ტყუპისცალი ჩანს და ამდენად ის ქართულ-ზანური ენობრივი ერთობისდროინდელ ლესიკურ ერთეულად უნდა მივიჩნიოთ.
გამოყენებული ლიტერატურა
*ეს ტოპონიმები ამოწერილია შემდეგი ნაშრომებიდან: გ.ელიავა, სენაკის რაიონის ტოპონიმი, თბ. 1989, გვ.38, გ.ელიავა, გ.ფარღალავა, გ. შენგელია; ჩხოროწყუს რაიონის ტოპონიმიკის კატალოგი, თბ. 1983, გვ.14,30,91; გ.ელიავა, აბაშისა და გეგეჭკორის რაიონების ტოპონიმიკა, თბ, 1977; მ. ჯალაღონია, ზუგდიდის სანახების ტოპონიმია (იბეჭდება); ალ. ღლონტი, ტოპონიმიკური ძიებანი,1. თბ., 1971, გვ.71. **ამ ტოპონიმთაგან ბებლამენჯი შეიძლება მენ სიტყვას კი არ შეიცავდა, არამედ ენჯ მეგრულ ბოლოსართს (შდრ. ცხენენჯი - ცხენოსანი), თუ ეს ასეა, მაშინ ამ ტოპონიმში დაცული ყოფილა აწ დაკარგული მეგრული სიტყვა ბებლამი. ***.გერსამია, ა. კაკულია, კურორტი მენჯი, თბ. 1955 გვ.5. ****ს.ჟღენტი, ქართველურ ენათა ფონეტიკის საკითხები. თბ.1965. გვ61-62. *****მ.ჯორბენაძე, ქართული დიალექტოლოგია, თბ. 1997.გვ.277-580 ******წერილზე მუშაობისას ვ???მმ ფონეტიკური პროცესის რამდენიმე მაგალითზე მიმითითა ლინგვისტმა დარეჯან ბუაძემ, რისთვისაც მას მადლობას მოვახსენებ.
გაზეთი „ფარტაზის ამბიონი №2 ივლისი 2003 წელი
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი