უკან დაბრუნება
განცხადებები
ტოპონიმ „ჭოღას“ ეტიმოლოგიის საკითხი
31-08-2017, 09:27
ნანახია: 1877
გაუზიარე სტატია მეგობარს


ჩვენი გაზეთი გასული წლის 17 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა მხარეთმცოდნეობის დირექტორის, პედაგოგ გრიგოლ შენგელიას ფრიად საინტერესო მოსაზრებები ტოპონიმ „ჭოღას“ შესახებ. სტატიაში თითქოს დასაბუთებულია, რომ სახელწოდება „ჭოღა“ მიღებულია „ჭყონღალიდან“ (მუხნარღელე). ამისათვის პატივცემულ ავტორს ისიც დაუშვია, რომ მუხის თლილი ფიცრების სახლებისათვის (პიტაფიცარის) „ჯარგვალის“ სახლი შეურქმევია. ამ სახლებს არა მარტო ჭოღაში, არამედ მთელი მხარის არქიტექტურაში დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც უძველეს „ფაცხას“, შემდეგ ისინი მართლაც იგებოდა (ჭყონი) მერქნისაგან თავისი პობადობის გამო, რადგან ფიცრებად დახერხვის ტექნიკა - ხის სიგრძეზე ხერხვა ჯერ კიდევ არ იყო; მრგვალი ხეებით, ჯარგვალით მუხისაგან იშვიათად თუ აიგებოდა სახლები და ის მიკროტოპონიმი „ჭაპანიაღალ“, რომელსაც იშველიებს ავტორი თავისი მოსაზრების დასამტკიცებად, იქნებ იმიტომ შეერქვა ამ ადგილს, რომ ჭანწყვეტითაა ამოტანილი სხვა ადგილიდან აქ აგებული მუხის სახლების მასალები. რადგან ხეობებში და ღელისპირებზე ძალიან ნაკლებად ხარობს ჭყონი (მუხა) - დენდრომის ეს ამაყი, მედეგი ჯიში; ეს დრენდოლოგიის ანბანური ჭეშმარიტებაა.
ამხ. შენგელია მართალია იმაში, რომ სახელწოდების საფუძვლად უდევს ღელეს (ჭოღა) სახელი (ჰიდრონიმი). ამიტომ უკეთესი იქნება ამ ღელეს ავყვეთ სათავებამდე (ყველაფერი ხომ თავიდან მომდინარეობს). ეს პატარა ღელა გამოდის გეგეჭკორის რაიონის კურზუს სასოფლო საბჭო დღვანის უბნის გორაკიდან. იქ მას ეძახიან ჭე ღალ - ჭიჭე ღალი (მცირე ღელე), რაც დროთა ვითარებაში რედუქტირებული იქნა „ჭოღა“ და დღეს ტოპონიმიკურ საძიებელში ვკითხულობთ; „ჭოღა-ღელე მცირე დღვანაში, გეგეჭკორის რაიონი“.
ზედსართავი „ჭიჭეს“ (მცირე, პატარა) „ჭე“-დ დეფორმირების მაგალითი სხვაც მოიპოვება ამ კუთხის ონომასტიკაში. ასე მაგალითად, გვარი ჭე-ჟია (ცოტათი ზემოთ). ამ გვარის მატარებელთა შედარებით უპირატესობაზე მიუთითებდა. იმავდროულად იყვნენ ზემოთა შვილებიც, „ჟინი სქუალეფი“ (ჟინოსქუალეფი - აზნაურები - მაღალი წოდებისანი), რომელშიაც ერთიანდებოდნენ პრივილეგიური გვარები როგორიცაა ქუთელიები, შენგელიები, ჯიჯიხიები, გოშუები და სხვანი.
რაც შეეხება „ჭე“ ფორმატის „ჭო-დ“ გარდაქმნის შესაძლებლობას მხოლოდ დღვანდელობის მეტყველების დამახასიათებელი უნდა იყოს, რადაგანაც გეგეჭკორელ დღვანელებს თავიანთი პირველი საცხოვრისი აჭარის ასსრ შუახევის რაიონში სოფ. დღვანაში უნდა ჰქონდეთ, სადაც ძველი ლაზიკის ჭე როხიან (მცირე ღორღლიან) დიდ მდინარეს ძველადვე ჭოროხი ეწოდა. ამ მდინარეს ქვა-ღორღლის განსაკუთრებული თვისება გაჩნია - იგი ცეცხლში გამოწვის შემდეგ წყალში იხსნება და თავისებური ფერის (მუქ-წითელ) საღებავს („ჭოროხი“) იძლევა, რასაც ფართოდ იყენებენ ხუროები, ხის მოხელენი.
ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ტოპონიმი ჭოღა მიღებულია ჰიდრონიმ ჭიჭეღალ-დან და მას არავითარი საერთო არა აქვს წარმართული საკულტო მცენარის სახელწოდებასთან მუხა - ჭყონთან. რომელიც უმთავრესად იზრდება მაღლობებზე და გოთე -გაშლილ ადგილებში.
1973 წ.

მამანტი კვირტია „კვიმატი“ 2001წ. გვ194-195.
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი