უკან დაბრუნება
განცხადებები
ტოპონიმ „ონტოფო“-ს ეტიმოლოგიისათვის
10-09-2016, 11:06
ნანახია: 535
გაუზიარე სტატია მეგობარს


გურამ თოფურია

ონტოფო სოფლის სახელია აბაშის რაიონში. აგრეთვე მიკროტოპონიმისა („სათესი“) აჭარაში - სოფ.სიმონეთი, გონია (სიხარულიძე, 1958, 137), შრ. „ონტოფ-ი მდინარეა ქვემო ლეჩხუმში და რიონს ერთვის. ონტოფო კი სოფელია სამეგრელოში“ (ალავიძე, 1958,153).
სოფ. ონტოფო-ს სახელწოდებას უკავშირებდნენ ტოფ-ფუძეს, რომელსაც მეგრულში რამოდენიმე მნიშვნელობა აქვს: თევზის სახეობა, ქვირითის დაყრა, ერთგვარი ჩანს ქვემოთ მოტანილი განმარტებებიდან.
ტოფი название рыбы: - ო-ტოფა, ონ-ტოფა, ონ-ტოფო, ონ-ტოფუ отофа село и общество сенакском укзде; ონ-ტოფური онтопец ми. ч. ონტოფარეფი (ყიფშიძე, 1914, 130).
გ.ელიავას განმარტებით: „ონტოფო (სატოფო), სოფ. ა) ონტოფოშა ვი-დათია, ტოფუეფიშ ოჭოფუშა ვიდათია. ტოფი თევზია, კობრის ფორმისა, მრავლდება დამდგარ ტბაში. ბ) ბალახი ყოფილა აქ ტოფური და იმიტომ შეერქვა სოფელს ონტოფო; ოტოფური ადგილი საერთოდ ამ სოფელს საჭყონდიდოს ეძახიან“ (ელიავა, 1977,15).
ტოფი - ქვირითის დაყრა метание икри (ბერიძე, 1912, 42).
ტოფი, ტიფუ - თევზია ერთი;
ტოფი - ქვირითის დაყრა (ჭარაია, 1997, 19).
ტოფი „1. ერთგვარი ხალხი, 2. თევზი, ტოფი დოჭკირი დო საქონერს ქოჩი „ტოფი მოცელე და საქონელს აჭამე“. ონტოფოს ტოფი ხე „ონტოფოში ტოფია გავრცელებული“ (ელიავა, 1977, 299).
ტოფი ჩავარდნილი, ვაკე ადგილი. (ძოწენიძე, 1974, 368).
ტოფი ვაკე, „გახმოვანება კოლხური ჩანს, ქართ ტაფ-ის შესატყვისი. შდრ. ტაფობი „გორაკებს შორის ჩავარდნილი ადგილი.“ დღეს კოლხურში თითქოს აღარ ჩანს ეს ფუძე (დანელია, 1991, 605).
ტოფ-ფუძე რამდენიმე ტოპონომში არის შენახული.
ო-ტოფ -უ ღელე, წალენჯიხა (ღლონტი, 1971, 81), - ადგილი, ზანა.. „აქ ტოფუებს იჭერენ ხობწყალზე“(ელიავა, 1989,96) -ადგილი მდინარესთან, ნაჯახაო“ტოფუ ქორჭილას ტიპის ბრტყელი, ელიფსის ფორმის თევზია, იზრდება 20 სანტიმეტრამდე, ზურგი დაფარული აქვს ჯაგარივით მაღალი ფარფლით, ხორცი ძალიან გემრიელი აქვს. აქედანაა ტოპონიმი ონტოფუ ან თავდაპირველი ოტოფუ (ელიავა, 1977, 80), უნდა გამოიყოფოდეს >ო>უ კონფიქსი.
ნა-ტოფ -უ (ნატოფარი) ადგილი, ინჩხური (ელიავა, 1977, 118).
შესაძლებელია, რომ ამ ორ ტოპონიმში საწარმოებელ ფუძედ გამოყე-ნებული იყოს ტოფუ და არა ტოფ (შდრ. „ტოფუ-ებ-იშ ოჭოფუშა“, იხ.ზემოთ). თუ ეს ასეა, მაშინ იქ ოდენ პრეფიქსული წარმოება გვაქვს (ო-ტოფუ, ნა-ტოფუ), ან ამ ფორმებში ერთერთი უ უნდა იყოს დაკარგული (ო-ტოფუ-უ?) -ან ფუძისეული ან სუფიქსისეული, უფრო მეორე, რასაც მოწმობს ტოპონიმი ო-ტოფუ-ე ღელე, წალენჯიხა (ღლონტი, 1971, 81), სადაც უ ფუძისეული ჩანს. ტოფუ/ტოფი ტიპის მონაცვლეობა მეგრულისათვის უჩვეულო არ არის შდრ. ჭინუ/ჭანი „წკნელი“, რჩინუ/რჩინი „მოხუცი“, უფუ/უფი „ოფლი“ და სხვა ამ სხვ. ამ სახის მონაცვლეობა ქართულშიც გვაქვს, ოღონდ სხვა გახმოვანებით მელა/მელი, ძალა/ძალი და სხვ. ამდენად, ამგვარ სიტყვებსი შესაძლებელია უ ოდესღაც რაღაც მორფოლოგიურ ელემენტს წარმო-ადგენდა, შემდგომში ფუძეს რომ შეეხორცა.
ო-ტოფ-ნარ-ა ჩაი, ტყე, სათესი; ქედა (სიხარულიძე,1958,57,59)//ო-ტოფ-ნარი (დანელია, 1991,601).
ო-ტოფ-ურ-ი ადგილი სადაც ბალახი „ტოფური“ იზრდება(იხ.ზემოთ).
ასევე ნაწარმოები სახელია ო-ნტოფ-ო ზემოთ მოტანილი მაგალითები ცხადყოფენ, რომ ნ აქ განვითარებულია ოიკონიმის სახელწოდების აგებუ-ლება გამჭირვალეა; გამოიყოფა არცთუ ისე გავრცელებული ზანური კონფიქსი ო-ო (=ქართ. სა-ე/ო). ეს სიტყვაწარმოებითი მორფემა სამეგრელოს
ტოპონიმშიაც დასტურდება ო-ჭინ-ო, ტყე (ელიავა, 1977,128), შდრ. ჭინუ/ჭინი „წკნელი“, ო-ღუმ-ო, საყანე (იქვე, 127), შდრ. ღუმუ „ღომი“ ო-შქერ-ო, ადგილი (იქვე), შდრ. შქერი და სხვა. ეს აშკარა ზანური წარმოება აჭარის ტოპონიმშიაც იჩენს თავს ო-ჯინჯ-ო, ჩაი (სიხარულიძე, 195, 57), შდრ. ჯინჯ-ი „ძირი“, ო-ჭოფ-ო, სათესი (იქვე, 83), შდრ. ჭოფ-უა „ჭერა“ და სხვ.
ტოფ-ს ქართულსი შეესაბამება ტობ - ფუძე, რომელსაც მხოლოდ თევზის, ქვირითის დაყრის მნიშვნელობა აქვს ტობ-ი (Chondostoma) მცირე ზომის თვეში კიბოსნაირთა რიგისა (ქეგლ-ი,VI). ეს სიტყვა, როგორც ჩანს, დასავლური დიალექტის (იმერულის, გურულის) კუთვნილებაა ტობ-ი თევზი ქვირითის დაყრის პერიოდში (გაჩეჩილაძე, 1976, 128), „თევზების გროვას ეძახიან, რომლებიც გაზაფხულზე გროვად მოგზაურობენ ქვირითის დასაყრელად“ (ჟღენტი, 1936, 244). აქედანაა ნაწარმოები ტობობა, რაც ქეგლ-ის ჩვენებით იგივეა, რაც ტოფობა (მაგრამ ტოფ-ი ლექსიკონში შეტანილი არ არის). სხვა განმარტებით: „ტოფობა თევზის ქვირითის დაყრის დრო“ (წერეთელი, 1938, 123), -„თევზის მოძარობა, ცურვა მდინარის აღმა ქვირითის დასაყრელად“ (გაჩეჩილაძე, 1976, 128), ტობოფ-ს ქვირითს ყრის - „ყველა თევზი ტობოფს“ (ძოწენიძე, 1974, 368).
ტოფ-ისათვის ამოსავალი უნდა იყოს ტობ-ფუძე, რომელსაც საერთო ქართველურ ფუძემდე მივყავართ: ქართ. ტაბ-(ა) ზან ტობ (ა), „ტბა“ (ზანურში „ღრმა-ც). როგორც ვარაუდობენ, ეტმოლოგიურად ტბას ის მნიშვნელობა კი არ ჰქონდა, რაც მას დღეს აქვს, არამედ იგი ზოგადად აღნიშნავდა მეტ-ნაკლებად ჩაღრმავებულ ადგილს, რომელიც შეიძლება წყლიანიც ყოფილიყო და უწყლოც (ბერძენიშვილი, 1951, 38, სიხარულიძე, 1958, 171-172, ჯორბენაძე, 1975, 507). სწორედ ამ გააზრიანებთ შეიძლება აიხსნას ის სემანტიკური ვარიაცულობა, რაც ამ ფუძეს ახასიათებს ქართველურ ენებში ტბა, ღრმა; ხევი ხეობა, ღელე ბ/ფ მონაცვლეობა კი, რაც საერთოა ქართულის ანდა მეგრულისათვის, გვიანდელი პროცესია, რომელიც დამოუკიდებლად არის ამ ენებში განხორციელებელი (შრ. ჯორბენაძე, 1975, 507). ამ ფონეტიკურ გადასვლას სემანტიკური ცვლილებებიც მოსდევს: ტაბ-(ა), შრ. ტაფ(ი). ტაფ-ობ-ი, ტობ-(ა) შდრ. ტოფ-იშდრ. კრება/კრეფა და სხვ.). სავარაუდოა, რომ ეს ფუძე ო გახმოვანებით ქართულში ზანურიდან არის დამკვიდრებული (ასეთი სიტყვები მხოლოდ დასავლურ დიალექტში გვხდება).
ამრიგად თევზსაც, სოფელსაც და ხალხსაც ადგილის მიხედვით დაერქვა სახელი ტოფ-ი ადგილი, სადაც ერთნაირი თევზი იცის და თევზი ქვირითს ყრის (ტოფობს) ამდენად ადგილისა და თევზის სახელი გაიგივებულია, ტოფური ერთგვარი ბალახია, რომელიც ტოფ ადგილებში იზრდება, ონტოფო (სატოფე) მართლაც ტოფიდან არის ნაწარმოები (ისევე, როგორც სხვა ამ ფუძის შემცვლელი სიტყვები), მაგრამ ესაა მეორეული ფუძე, ფონეტიკურ ნიადაგზე მიღებული (<ტობ-), შდრ. სოფლების სახელები ო-ტობ-აია (გალი რ.) ტობ-ათ-ი (ლანჩხუთის რ.), ტობ-ან-იერი (ვანის რ.) და სხვა მრავალი მიკროტოპონიმის სახელი.

გაზეთი „მახარია“ გვ.17 №4(43) 2004 წელი


წყარო: samegrelo.borbonchia.ge
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი