უკან დაბრუნება
განცხადებები
„სკურის“ ეტიმოლოგიისათვის
13-05-2020, 19:57
ნანახია: 1699
გაუზიარე სტატია მეგობარს


მამანტი პაჭკორია

სკურფუძიანი გეოგრაფიული სახელები ხშირია დასავლეთ საქართველოში (სკური, ისკურია, დიოსკურია, სკურჩა, სკურდი, ბობოსკური, სკურჩელი, ოღასკური, ხამისკური, მელასკური, სკურდიდი და ა.შ).
არაერთი მეცნიერი და მკლევარი დაინტერესდა ამ სახელწოდების ეტიმოლოგიით, მაგრამ ზოგადი მითითებების გარდა კონკრეტულ დასკვნამდე არვინ მისულა.
ისეთი აზრიც კი გამოითქვა, თითქოს ეს სახელი უცხოური წარმოშობისა იყოს, რასაც კატეგორიულად უარყოფს გამოჩენილი ისტორიკოსი, პროფესორი თეიმურაზ მიქელაძე. მისი აზრით, იმ ტერიტორიაზე, სადაც უძველესი დროიდან მეგრულ-ჭანური მოსახლეობა ცხოვრობდა, ესოდენ მრავლად შემორჩენილი სკურფუძიანი სახელები მის ადგილობრივ, მეგრულ-ჭანურ (ე.ი. ქართულ) წარმოშობაზე მიუთითებს.
სკურფუძიანი ტოპონიმები რომ წყლის ცნებასთან არის დაკავშირებული, ამის ადასტურებს ის უტყუარი ფაქტი, რომ ეს სახელწოდება აქვს უმთავრესად ღელეებსა და მდინარეთა შენაკადებს (დასახლებულ პუნქტებს ამის მიხედვით) და დიდი მდინარეებისაგან რომ განესხვავებინათ, ადამიანები ღელეებსა და ნაკადულებს წყაროებად ანუ მეგრულად „წყუდ“ მოიხსენიებდნენ, რომელმაც ენობრივი ევოლუციის შედეგად „სკურის“ ფორმა მიიღო.
აჭარა-გურიაში მდინარე მაჭახელას შენაკადს „სკურდიდი“ ჰქვია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი სკურზე უფრო დიდი წყალია. ესეც ნათლად ამტკიცებს, რომ სკურფუძიანი სიტყვები წყლის ცნებას, სახელდობრ „წყუს“ უკავშირდება.
ასეთ დასკვნამდე მივიდა მკვლევარი ბატონი ედემ იზორიაც თავის ერთ-ერთ ნაშრომში 1997 წელს, მაგრამ მას ნამდვილად არ წაუკითხავს უფრო ადრე, 1979 წელს გამოცემული ჩემი ბროშურა („შორული გამოძახილი“), თორემ დარწმუნებული ვარ, იგი არა მარტო მოიხსენიებდა სკურფუძიანი სახელების ჩემეულ ახსნას, არამედ გაიზიარებდა კიდეც მას.
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი