უკან დაბრუნება
განცხადებები
შემთხვევა ფოთისათვის ომის წინ
22-07-2016, 15:31
ნანახია: 1978
გაუზიარე სტატია მეგობარს


ვ.გაგუა

550 წელს (ფოთთან მომხდარ დიდი ომის ხუთი წლით ადრე) შავ ზღვაზე გასასვლელის ხელში ჩაგდებისათვის რომაელებსა და სპარსელებს შორის 20 წლიანი ომი დაიწყო. იმ პერიოდში ეგრისად წოდებულ ლაზთა სამეფო რომის იმპერიაში შედიოდა. ლაზთა მეფე გუბაზს არ მოსწონდა რომაელ სარდალთა მოქმედება. რომაელები მხოლოდ ხარკის აკრეფით იყვნენ გატაცებულნი, ხოლო ბრძოლის ველიდან სამარცხვინოდ გამორბოდნენ. გუბაზმა ეს ამბავი იუსტინიანეს აცნობა ბიზანტიაში. ამით განაწყენებულმა რომაელებმა მოითათბირეს და წერილი, რომელშიაც ცილს სწამებდნენ გუბაზს რომაელებისადმი ღალატში, კაცის ხელით მიართვეს იუსტინიენეს. იუსტინიენემ დაიბარა ლაზთა მეფე გუბაზი. სიმართლის გამომჟღავნებით შეშინებულმა რომაელმა სარდლებმა გადაწყვიტეს გუბაზი რომში გამგზავრებამდე მოეკლათ. ამის საშუალებაც მიეცათ. გუბაზი მცირე ამალით ხობის წყალთან შეხვდა რომაელთა ჯარს. ლაზთა მეფე მტრობას მოელოდა და სარდლებთან ცხენზე შემჯდარი ლაპარაკობდა - რომ მოულოდნელად მკერდში ჩასცეს ხანჯალი. გუბაზი ცხენიდან გადმოვარდა, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, რომ მეშუბემ ზემოდან შუბით თავი გაუჩეხა.
რომაელების ვერაგობით აღშფოთებული, გუბაზის თანამედროვე რომაელი ისტორიკოსი აგათია, რომელსაც ფოთის შესახებ ბევრი ნაწარმოები გააჩნია, ამ ამბის აღწერისას კიცხავს რომაელებს, ხოლო ლაზების შესახებ შემდეგს წერდა: „ძლიერსა და მამაც ტომს წარმოადგენენ ლაზები. მე არ მეგულება სხვა ესოდენ სახელგანთქმული, როგორც მიწა წყლის სიჭარბით და მოსავლიანობით, ისე ხასიათის სილამაზითა და სიცქვიტით“.
ლაზები აღშფოთდნენ, რიონის ხეობაში შეიკრიბა დიდძალი ხალხი რომაელების ვერაგობასთან დაკავშირებით მოქმედების გადასაწყვეტად. ხალხს სურდა მოესმინა ცნობილი ლაზი მჭერმეტყველებისათვის აიეტისა და ფარტაზისათვის.
პირველად სიტყვა აიეტმა წარმოსთქვა. მან მწუხარება გამოსთქვა იმის გამო, რომ კოლხეთი დაკნინდა და ასე ექცევიანო. აიეტმა მოითხოვა ომი რომაელებთან. ხალხი აღფროვანებითა და თანხმობის შეძახილებით გამოეხმაურა მის სიტყვებს.
შემდეგ წამოდგა ფარტაზი.
- ნუ აჰყვებით ცარიელ სიტყვას, მოუწოდა მან ხალხს, თვით გუბაზი გაგვკიცხავდა ამგვარი ზრახვებისათვის; მოგვიწოდებდა არ მივცემოდით სასოწარკვეთილებას და გულაჩუყებას და მონების მსგავსად კი არ გავქცეულიყავით, არამედ აღვჭურვილიყავით კოლხის თავისუფალი შეგნებით, ვაჟკაცურად აგვეტანა უბედურება და არაფერი სასირცხო და მამა-პაპური წესის შემბილწავი არ ჩაგვედინა.
საკმაოდ ვრცელი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, რომელიც სამართლიანად ითვლება ქართული მჭერმეტყველობის შესანიშნავ ნიმუშად, ფარტაზმა მოითხოვა ჯერ ელჩების გაგზავნა ბიზანტიაში და პასუხის შესაბამისად მოქმედების გადაწყვეტა.
ლაზთა გადამტერება სახიფათო იყო ბიზანტიისათვის და კეისრის ბრძანებით, ლაზების მოთხოვნის თანახმად, რომაელ სარდლებს ბორკილები გაუყარეს და საპყრობილეში ჩაყარეს. ამასთანავე გუბაზის უმცროსი ძმა აკურთხეს მეფედ და თვალმარგალიტით შემკული ოქროს გვირგვინი უბოძეს.
ლაზები დამშვიდნენ და სპარსელებთან ომში კვლავ რომაელების მხარე დაიჭირეს.

გაზეთი "მგზნებარე კოლხიდელი"

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი