ფოთის ქალაქისთავის ნიკო ნიკოლაძისა და კარლ მაქსისი შეხვედრა ჟენევაში 1868წელს. » სამეგრელო
რეკლამა

მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები.

» » ფოთის ქალაქისთავის ნიკო ნიკოლაძისა და კარლ მაქსისი შეხვედრა ჟენევაში 1868წელს.


ფოთის ქალაქისთავის ნიკო ნიკოლაძისა და კარლ მაქსისი შეხვედრა ჟენევაში 1868წელს.

გამოჩენილი საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის, ფოთის ქალაქისთავის ნ. ნიკოლაძის სადოქტორო შრომა - „განიარაღება და მისი ეკონომიურ-სოციალური შედეგები“ - გამოქვეყნდა 1868 წელს ჟენევაში ფრანგულ ენაზე. ამასთანავე ევროპული ჟურნალ-გაზეთები ხშირად ბეჭდავდნენ ნიკოლაძის საყურადღებო წერილებს, რომლებშიც ავტორი საინტერესოდ აშუქებდა მსოფლიო ეკონომიკისა და პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს. ამ წერილებს კ.მაქსის ყურადღებასაც მიუპყრია და მეცნიერული კომუნიზმის ფუძემდებელი დაინტერესებულა პირადად გაცნობოდა ახალგაზრდა ქართელ რევოლუციონერ დემოკრატს. ნ. ნიკოლაძესთან კავშირის დამყარება არ იყო ძნელი, რადგან ის იმ პერიოდში პარიზში ცხოვრობდა და ახლო მეგობრული ურთიერთობა ქონდა ისეთ გამოჩენილ მოღვაწეებთან, როგორიც იყვნენ: პოლ ლაფარგი, ვიქტორ ჰიუგო, ალფონს ლაფარგი, ლუი ბლანი, ლეონ გამბეტა და სხვები. სწორედ მათი მეშვეობით ნიკოლაძე პირადად ეცნობა კ. მაქრსს.
მარქსმა მეგობრულ საუბრთან ერთად წინადადება მისცა ნ.ნიკოლაძეს, მიეღო თავის თავზე ინტერნაციონალის წარმომადგენლის მოვალეობა ამიერკავკასიაში. ეს დიდი დაფასება და ნდობა იყო, რომელმაც სამართლიანად დაიჭირა მნიშვნელოვანი ადგილი ქართული რევოლუციური აზროვნების ისტორიაში.
429
    

კომენტარები

რეკლამა