უკან დაბრუნება
განცხადებები
ვაშინერც (ტაბუ)
30-07-2016, 07:58
ნანახია: 1732
გაუზიარე სტატია მეგობარს



პირველყოფილ ხალხებში მათ შორის კოლხეთშიც, რაიმე მოქმედების თუ სიტყვის აკრძალვას, არასასურველად მიჩნევას „ვაშინერც“ ეწოდებოდა, რაც დაახლოებით უდრის პოლინეზიურ „ტაბუს“. ტაბუ დღეს საერთაშორისო ლექსიკურ ფონდში შედის და თითქმის ყველა ენაში ისმის. ტაბუს დარღვევა, ცრუმორწმუნეობრივი წარმოდგენის მიხედვით იწვევს ზებუნებრივი ძალებისაგან ღვთისაგან მოვლენილ სასტიკ სასჯელს, ტანჯვა-წამებას, ჭკუიდან შეშლას, დამახინჯებას. კოლხურში „ვაშინერც“ „ტაბუს“ ნამდვილი ექვივალენტი როდია, აქ „ვაშინერც“ არა მარტო აკრძალვაა, არამედ ამ საქმის ხსენებაც (შინი) შეუძლებელია (ვეეშინეე) და დაახლოებით ქართულ „ნუ იხსენებას“ გამოხატავს (ვამბობთ „დაახლოებით“, რადგან სალიტერატურო ქართულში ზმნას პოტენცილაისის ნიუანსი არ გააცნია).
ამ შემთხვევაში ჩვენთვის საინტერესოა ამ სიტყვის ეტიმოლოგია, არამედ აკრძალულ მოქმედებათა და სიტყვათა აღნუსხვა. ცალკეული ეთნიკური ერთეულებისათვის (ხალხების) ტაბუ თავისებურია, ე.ი. რაც ერთი ხალხისათვის ტაბუა-აკრძალულია, მეორისათვის დასაშვებია (შინერც).
ასე რომ ვაშინერც და შინერც ხალხის ეთნიკური მახასიათებელია და ამიტომ მისი გულდასმით აღნუსხვა-შესწავლა ამა თუ იმ ხალხის ისტორიის შესწავლას ხელს უწყობს. ზოგიერთი „ვაშინერც“ ჩვენს მიერ ჩამოთვლილი იყო სტატიაში „გოხარჭალაფა“, მაგრამ ისინი ეხებოდა მხოლოდ მავნე მწერთა და ქვეწარმავალთა უხსენებლობას, ან გადარქმევით ხსენებას (ასე მაგ. ჭიანჭველა - პუხუამი, თაგვი - კუდელამი, კიბირმოჭკადილი, გველი- გილმასარგალე და მისთ.).
- ვაშინერც! - იტყოდნენ ყველა იმ მოქმედებაზე და სიტყვაზე, რასაც გამოცდილებით არასასურველი შედეგი მოჰყოლია და ნამდვილი მიზეზი დაუდგენელ-მიუწვდომელი იყო.
- ვაშინერც! - სისხხორცეულ ნათესავთა შეუღლება. რადგან შთა-მომავლობა ხშირად მახინჯი მოყვებოდა, მიზეზი კი ხალხისათვის უცხო იყო;
- ვაშინერც! - დღისით - მზისით მეზღაპრეობა - მთხრობელსაც და მსმენელსაც მალე დაავიწყდებათ ზღაპარი.
- ვაშინერც! ცეცხლთან, კერიასთან ნადირზე საუბარი, ადრე დაფრთხება და სათოფეზე ვერ მიეკარებაო მონადირე, ასევე კერასთან ფრინველის ბუდეზე ლაპარაკი. პუხუამი დაესევა და ბარტყებს ამოუჭამსო!
- ვაშინერც! იყო ბიბლიური მოსეს ყველა ათივე მცნება - არა კაც კლა, არა იმრუშო და სხვა. ვინაიდან ცოდვა და მადლი ფეხადგმული დადიანო დედამიწაზე.
ამ პატარა სტატიის მიზანია ხელი შეუწყოს სპეციალისტ-ფოლკლორისტებს კოლხური აკრძალვების - ტაბუს შეკრებაში. ისტორიკოსთა და ფილოლოგთა საპატიო ვალია რედაქციას მიაწოდოს თავიანთი ნარკვევი მასალები. ჩვენს კუთხეში ტაბუდ მიჩნეული „ვაშინერც“ მოქმედებანი და თქმანი.
1974 წ.

მამანტი კვირტია „კვიმატი“ 2001 წ. გვ121-122.


წყარო: samegrelo.borbonchia.ge
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი