ფაუსტ ნადარაია
1966 წლის შემოდგომაზე მთელ მსოფლიოში აღინიშნა გენიალური ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავი. ზეიმის დღეებში გელათში გაიხსნა პოეტისადმი მიძღვნილი დიდი ექსპოზიცია. ჟურნალისტ გურამ ალექსანდრიას ცნობით, ერთ-ერთ სტენდზე გამოფენილი იყო «ვეფხისტყაოსნის» სხვადასხვა ენაზე მთარგმნელთა პორტრეტები. მარი ბროსეს, მარჯორი უორდროპის, არტურ ლაისტის, ჰუგო ჰუპერტის, კონსტანტინე ბალმონტის, პანტელეიმონ პეტრენკოს, ნიკოლოზ ზაბოლოცკის, ნიკოლა ბაჟანის, იონა მეუნარგიას, შალვა ნუცუბიძის, სერგო წულაძის, გიორგი ცაგარელის, დიმიტრი გულიას და სხვების სურათებთან ერთად სტენდზე ნახავდით «ვეფხისტყაოსნის» მეგრულად მთარგმნელის ვარლამ ლომიას პორტრეტსაც. ეს თარგმანი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ინახება. ის არასოდეს გამოქვეყნებულა (გაზეთი «ახალი ქუთაისი», 1999წელი 12 მაისი, გვ. 6.)ჟურნალისტ გურამ ალექსანდრიას იმავე წერილიდან ვგებულობთ, რომ სენაკელ ვარლამ ლომიას გარდა პოემა მეგრულად თარგმნილი აქვთ: ზუგდიდელ კაკა ჟვანიას, წალენჯიხელ გედევან შანავას, მარტვილელ ჰამლეტ ნადარაიას და სენაკელ იოსებ გვასალიას. «ვეფხისტყაოსნის» მეგრულად მთარგმნელთა ამ სიას ჩვენ დავამატებდით, აგრეთვე, სენაკელ ჯიმშერ წულაიას და მარტვილელ აბელ ფეტელავას.აბელ ფეტელავას ნათარგმნი და ხელნაწერ წიგნად აკინძული «ვეფხისტყაოსანი» (ყილოშტყებამი) დაცულია მარტვილის მუზეუმში. იქვე ინახება ნაწყვეტები ჰამლეტ ნადარაიას თარგმანებიდან. ახლა კი იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ და რა დონეზე აქვთ ვეფხისტყაოსანი» მის მთარგმნელებს მეგრულად ამეტყველებული, გთავაზობთ ერთ სტროფს ავთანდილის ანდერძიდან, თარგმნილს კაკა ჟვანიას, გედევან შანავასა და ჰამლეტ ნადარაიას მიერ. შერჩეული სტროფი მთლიანად აფორისტულია და მას რუსთაველი ასე გადმოგვცემს:
არას გარგებს სიმძიმილი,
უსარგებლო ცრემლთა დენა,
არ გარდავა გარდუვალი
მომავალი საქმე ზენა,
წესი არის მამაცისა,
მომჭირნება, ჭირთა თმენა,
არვის ძალუძს ხორციელსა
განგებისა გარდავლენა.
კაკა ჟვანიას ეს სტროფი ასე აქვს თარგმნილი:
ნარღი მუთას მოხვარუნა
ჩილამურიშ ბუნა ბრელი,
ვე ი ვამოხვადასუნი,ო ოფური მუთუ რენი,ქომოლქ ოკო გინიღასუ
გაჭირება ანდანერი,
მუთუნკოსუ ვეშულებუ
განგებაში გინორთელი.
აზრი ნათელია, გასაგებად იკითხება, რითმებსაც არა უშავს, მაგრამ მაინც, პროზაულად ჟღერს და მხატვრული თვალსაზრისით რუსთაველის პოეზიამდე ბევრი აკლია.
გედევან შანავას თარგმანში კი ვკითხულობთ:
ვართ ნარღინი, ჩილამური,
აკა მუთუნს ვახვარ თინა,
ვე უასუნ ვამოხვადუ
განგებასუ ოკონ თინა,
ჭირს გუმაგრი ქომოლურო,
ვერგუნ ფერი ვაქიმინა,
ვეგნისხაპე განგებაშა
მითინს ვაუქიმინ თინა.
არც ეს თარგმანი გამოირჩევა დიდი მხატვრული ღირსებით. აქ, გარდა იმისა, რომ რითმები ღარიბია და მთარგმნელი ვერ ახერხებს ერთი სტროფისათვის ოთხი სარითმო სიტყვის მოძებნას, სხვამხრივაც არაფრით არ იგრძნობა დედნის ამაღლებულობა.
ახლა კი ვნახოთ, თუ როგორ ჟღერს ავთანდილის ანდერძის იგივე სტროფი ჰამლეტ ნადარაიას თარგმანში:
მუს მოგიღანს ინგარდე დო
ჩილამურიშ ღვარით მიშე,
ვამოხვადას ვე უაფუ
გეჭარილი საქმექ ჟიშე,
წესი ორე ქომოლიში
გაჭირებას ვედეშიშე,
განგებაში გინორთელი
ვეშილებე მუთუნიშე.
მეგრული ენის მცოდნე პოეზიის ყველა მოყვარული დაგვეთანხმება, რომ ჰამლეტ ნადარაიას ეს თარგმანი ისე ბრწყინვალედ და ოსტატურად არის შესრულე ბული, რომ მხატვრული დონითა და მუსიკალურობით რუსთველის ლექსს არც კი ჩამორჩება. ნურავის გადაჭარბებულ შექებად ნუ მოეჩვენება ეს განცხადება. ჰამლეტ ნადარაია იყო შესანიშნავი ლიტერატორი, თავის დროზე საკმაოდ ცნობილი პოეტისა და დრამატურგის – შალვა კუჭავა-პონტოელის დისშვილი, იგი თვითონაც წერდა ლექსებს (თუმცა არასოდეს უზრუნვია მათ გამოქვეყნებაზე). დატოვა მდიდარი პოეტური მემკვიდრეობა–საინტერესო სენტენცია-აფორიზმებით სავსე ლექსების ციკლი «ჩემი თავშესაქცევი»,რომლის გამოცემა უთუოდ დაამშვენებდა ქართულ პოეზიას, მაგრამ ამაზე სხვა დროს.
ამჟამად ჩვენ მხოლოდ «ვეფხისტყაოსნის» მეგრულად მთარგმნელებზე ვსაუბრობთ. მიუხედავად ზოგიერთების ნეგატიური დამოკიდებულებისა, ჩვენ ამ საკითხს გვერდს ვერ ავუვლიდით თუნდაც იმიტომ, რომ «ვეფხისტყაოსნის» მეგრული თარგმანების მეცნიერულად შესწავლა და გამოქვეყნება უაღრესად საჭირო საქმედ მიგვაჩნია.
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы