უკან დაბრუნება
განცხადებები
მეგრულ ენაში მილიონობით სიტყვაა
5-05-2017, 19:34
ნანახია: 1754
გაუზიარე სტატია მეგობარს


მამანტი ძაძამია. ცირა ძაძამია.
                           
   მეგრული ენის სალექსიკონო მასალამ, რომელიც ჩვენს მიერ არის შედგენილი, გვიჩვენა რომ ამ ენაში უზმნისწინო ზმნული ფორმების (მხოლოდ სუფიქსების გამოყენებით შედგენილთა) საერთო რაოდენობა 110 000–მდე ლექსიკურ ერთეულს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ მეგრულში სტატიკური ზმნები იშვიათია და ზმნული ძირები თითქმის უკლებრივ ირთავენ ამ ენის ზმნისწინებს     მეგრულის ლექსიკა,  წინასწარი მიახლოებითი გაანგარიშებით, 110 000 X 83 =130 000–მდე ლექსიკურ ერთეულს. ამას დაემატება სხვა მეტყველების ნაწილების ლეწსიკა, რაც, აგრეთვე წინასწარი მიახლოებითი გაანგარიშებით, 40 000–მდე სიტყვას წარმოადგენს, და მეგრული ლექსიკა, მთლიანობაში, 9 170 000–მდე ლექსიკურ ერთეულს დაითვლი
  ...რაკი ნებისმიერი ენა წარმოადგენს საგანთა სამყაროს უნივერსალურ მოდელს, ხოლო ენა სამყაროს მოდელირებას ახდენს საგანთა სახელდებით, ზემოთ მოტალინი ციფრობრივი მონაცემებში ენების ლექსიკის შესახებ, ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ჩინურში სახელდებული იყოს მხოლოდ 50 ათასამდე საგანი (ასევე, მოვლენა და სხვა), ქართულში - 113 ათასამდე, რუსულში - 125 ათასამდე, ხოლო მეგრულში - 9 მილიონამდე და ა.შ.? სხვაგვარად რომ ვთქვათ, რა მიმართებაშია ერთმანეთთან...
  ...საკითხის საილუსტრაციოდ აქვე შეიძლება აღინიშნოს ისიც, რომ , როგორც ეს ანალიზმა დაგვანახა, მეგრულში, მაგალითად, ფორმებს: 1) გეშუ (დალია), 2) ოჭკომუ (შეჭამა),
  3) გოლახჷ (გალახა, სცემა), 4) რაგადანცჷ (ლაპარაკობს), 50 გეგნორთჷ (გადავიდა) მხოლოდ თითო ზმნისწინის გამოყენებით, გააჩნია სინონიმური ფორმები: 1) -68, 2) -106, 3) -247, 4) -247, 5) -2806 ერთეულის რაოდენობით.
  ... რა განაპირობებს ზმნისწინთა ბევტად მეტ რაოდენობას მეგრულში, ვიდრე ქართულში, ხომ არ ნიშნავს ეს, იმას, რომ მეგრულში ადგილის ზმნიზედები უფრო სრულად იყოს გამოყენებული ზმნისწინებად, ვიდრე ქართულში. ესე იგი, გასარკვევია, რა ასაფუძვლიანებს მეგრულის ზმნისწინთა ესოდენ სიუხვეს და რა მნიშმნელობა აქვს მას საგანთა სამყაროს მოდელირების (და, არა უბრალოდ ენის ლექსიკის სიმდიდრის) თვალსაზრისით.
  საკითხის ნათლსაყოფად, უწინარეს ყოვლისა, მოვიტანოთ ქართულისა და მეგრულის ზმნისწინთა ჩამონათვალი.
ქართულის ზმნისწინებია:
1) მარტივი ზმნისწინები: ა,გა, და, მი, მო, შე, წა;
2) რთული ზმნისწინები: ამო, გადა, გადმო, გამო, შემო, წამო.
მეგრულის ზმნისწინებია:
1) მარტივი ზმნისწინები: ა, გა, გე, გო, და, დო, ე, მე, მო, ნო, ო, ჩა, წა, წო;
2) რთული ზმნისწინები: ათო (ითო, ეთო), აკო (იკო, ოკო), ალა, (ილა), ამო, აშა,(იშა), აწო (ეწო, იწო, ოწო), გაკო, გამო, გელა, გენა, გეშა, გითო (გუთო, გჷთო), გილა (გჷლა), გიმა (გუმა, გჷმა), გიმა (გუმო, გჷმო), გინო (გუნო, გჷნო), გიშა (გუშა, გჷშა), გიწო (გუწო, გჷწო), დიკო (დუკო, დჷკო), დინო (დუნო, დჷნო), დიშა (დჷშა), ეკო (იკო), ელა (ილა), ეშა (იშა), ითო (გითო, გუთო, გჷთო), იკო (აკო, ოკო), ილა (ელა), ინო (დინო, დჷნო), იშა (ეშა), მწო (აწო, ეწო, ოწო), კილა (კულა, კჷლა),კინო (კუნო, კჷნო), მიდა, მითო, მიკო, მილა, მინო, მიშამოლა, მუთო, მუკო, მულა, მუნო, მუშა, მუწო, ოკო (აკო, იკო), წიმო (წუმო, წჷმო);
3) ორმაგად რთული ზმნისწინები: გაგთა, გაგმა, გაშა, გაგწა, გაკლა, გაკნა, გამთა, გამკა, გამლა, გამნა, გამსა, გამწა, გეგლა, გეგემა, გეგნა, გემთა, გემკა, გემლა, გემნა, გემშა.
  ... ქართულში ხშირია სტატიკური, უზმნისწინო ზმნები, მაშინ როდესაც მათივე მეგრული შესატყვისობები ამ ენის ყველა ზმნისწინს ირთავენ. ასე, მაგალითად, ქართულში გვაქვს ფორმები: „ზის“ და „არის“, მაგრამ არა გვაქვს ფორმები: და-ზის, ჩა-ზის, გადა-ზის... მი-არის, გა-არის, შე-არის, წა-არის, და მისთანანი, მაშინ როდესაც მეგრულში გვაქვს ფორმები: ხე (ხენ „ზის“), მაგრამ: გე-ხე „ზედ ზის“, მითო-ხე „შიგ სიღრუეში ქვედაბლით ზის“, კჷნო-ხე „კუთხეში ზის“ რე (რენ „არის“), მაგრამ: გე-რე „ზედ დგას ანუ არის“ და ასე შემდეგ, ვიდრე ამ ენის 83-ვე ზმნისწინის დართვამდე.
  აღნიშნულ საფუძველზე გვაქვს ქართულ-მეგრულის შესატყვისობები, როგორიცაა: სახლში ზის - ჸუდეს მულა-ხე, ხის ტოტზე ზის - ჯაში ნოჸელას გილახე, კერიასთან ზის - ჸებურც ეკო-ხე, ბუხართან ზის - ბუხარც ელა-ხე, ჭურში ზის - ლაგვანც ინო-ხე, გამოქვაბულში ზის - ფოთქვის (ფოქვას) მითო-ხე, ფერდობზე ზის - ფერდის მუკ-ხე და ა.შ.
   ცხადია, ფორმა „ზის“ უბრალოდ გამოხატავს საგნის მოქმედებას (უფრო ზუსტადმდგომარეობას) და, დამატებით, არანაირ ინფორმაციას არ იძლევა, მაშინ, როდესაც, მეგრულის აღნიშნული შესატყვისი ფორმები, ცალკე ადგილის ზმნიზედათა დაურთველადაც, საგნის მოქმედების მიმართულებასა და ადგილის სრულ დახასიათებას წარმოგვიდგენენ ( მაგ, მითო-ხე - შიგ სიღრუეში ქვედაბლით ზის“, მიშა-რე - „შიგშუაშორისში არის ან დგას“ და ა.შ.). ამრიგად, მეგრულის ზმნები, ზმნისწინებად ადგილის ზმნიზედების უხვად და სრული ფორმით გამოყენების წყალობით, საგნის მოქმედების აღნიშვნასტან ერთად, გვიჩვენებენ ამ მოქმედების მიმართულებასაც და ადგილსაც, მათი სრული აღწერით.
  ამჯერად უპრიანია გავიხსენოთ შემდეგი: ფიზიკისა და ფილოსოფიის მეცნიერებანი საგანთა სამყაროს ასე ახასიათებენ: „არ არსებობს საგანი სივრცის გარეშე და სივრცე-საგნის გარეშე“.
  მეგრულის ზმნები, თითქოსდა ამ დებულებას ამტკიცებენო, საგნის მოქმედების მიმართულებასაც და ადგილსაც, მათი სრული აღწერით, ანუ, ისინი საგნებს გვიჩვენებენ გარკვეულ სივრცეში, არეში, სხვა საგნებთან გარკვეულ მიმართულებაში და ასე შემდეგ, ესე იგი, აღწერენ საგანთა სამყაროს ისე, როგორც იგი არის, საერთოდ.
   ....მეგრულის ერთთანხმოვნიანი სიტყვები, ანბანთრიგის მიხედვით
ა – აგერ
ბჷ – დაბმულია
გჷ – გავს
ე – ეგერ
ზჷ – მოზილა
თჷ – დათოვა
ი – იმ
კ – ქინქლი
ლ – ვარდება
მჷ – რა
ნჷ – ყურძნის წვენი
პჷ – მამყოფა
ჟჷ – ზევით
სჷ – ჩუმად
ტ – ცური
ფჷ – ადუღდა
ქჷ – დაფქვა
ჸჷ - ქნას
შ – ახსოვს
შჷ – მოქსოვა
ჩ – აჭამა
ც – ქვირითი
ძჷ – დევს
წ – წელს
წჷ – წოვა
ჭ – ნაწლავი
ხჷ - შობა
  ...მეგრულის ეპითეთური ანუ ხატოვანი ზმნების აბსოლუტური უმრავლესობის ნებისმიერ სხვა ენაზე პირდაპირი თარგმანი, მით უმეტეს ერთი სიტყვით, ვერ ხერხდება, და სხვა ენაზე მოსაუბრისათვის მისი შინაარსის თუ მნიშვნელობის კონკრეტულად ჩვენება წარმოდგენა შესაბამისი კონკრეტული საგნის, მისი ტიპის, საგნის მოქმედების კონკრეტული ფორმის თუ მანერის, და სხვა განმასხვავებელი ნიშნების ჩვენება–წარმოდგენის გარეშე, შეუძლებელია.
  ასეთის უნარი კი მეგრული მეტყველების ერთ–ერთ განსაკუთრებულ თავისებურებად გვევლინება.
  .... აღნნიშნულ დასკვნით დებულებებს დავძენთ: ვერც თავის ქალები, ვერც სხვა რამ არქეოლოგიური მასალები ვერ გადმოგვცცემენ რაიმეს საგანთა სამყაროზე და თვით ენის ფენომენზე ისე, როგორც ამას გადმოგვცემენ საკუთრივ ენის ცოცხალი მონაცემები.
მამანტი ძაძამია. ცირა ძაძამია. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი