ედემ იზორია
ქართა - ქართი, ქართველი, საქართველო, ქორთუ, კარდი, კარდუხი.
დღეს სურთ სახელი ქართ-ი ხალდ სახელს დაუკავშირონ, მაგრამ ამის არცერთი ისტორიული წყარო გააჩნიათ, მაშინ როცა კოლხებზე ბევრი იპოება...სახელი ქართ ვლ. ალფენიძემ მეგრ. ქართა-დან "წრე, გალავანი, გვირგვინი " წარმომავლობით ახსნა.დიდმა მეცნიერმა -- ო. ლორთქიფანიძემ ეთნონიმი ქართ კარდ-უხ სახელის კარდ ფრაგმენტს მიამსგავსა...და დაამატა რომ მეგრ. ქორთუ, კარდუ და ქართ. ერთგვაროვანნი არიანო...
ორივე ვერსია -- ალფენიძისა და ლორთქიფანიძისა ძლიერია...მნიშვნელოვანია, რომ თბილისში ახლახან აღმოაჩინეს დიდი გალავანი, რომლის მეგრ. სახელ ქართა-ს მიხედვით, მართლაც დასაშვებია თბილისს ქართ-ი დარქმეოდა.
მიუხედავად ამისა, მე წამოვაყენე ვერსია, რომ არა მარტო თბილისს დაერქვა ქართ მეგრული სიტყვისაგან ქართა "გალავანი", არამედ კარდუხებსაც იმავე სიტყვისაგან დაერქვათ კარდ-უ-ხი, ოღონდ, ამ შემთხვევაში, სახელდების მოტივად აღზევდა მეგრ. ქართა სიტყვის სხვა მნიშვნელობა...
ეს მნიშვნელობა გახლავთ,ზემოთდასახელებული, ქართა "წრე" და არა "გალავანი"...
საქმე იმაშია, კარდუხები სახლობდნენ ვანის ტბის სანახებში..
ვანის ტბა კი, რუქას (კარტას) თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ წრის ფორმისაა...
ოხი // უხი გახლავთ ფრაგმენტი სიტყვისა ოხო-რი "სამოსახლო". ესე იგი ქართა "წრე" + ოხი // უხი > ქართ-უხი = "წრის ფორმის სამოსახლო" > კარდ-უხი = "კარდუხების სამოსახლო". ანუ ქართუხი* მეგრ. გეოგრაფიული სახელისაგან წარმოიქმნა კარდუხი ეთნონიმი...
დიახ, მეგრ.ქართა სიტყვამ უდიადესი ეთნონიმები ტოპონიმები (ქართი "თბილისი," ქართველი, ქორთუ, სა-ქართველო, კარდუხი...) და სხვა ტერმინები შექმნა...
მაგ: აქ ხშირად იდო პოსტები კარლ რიტტერის გამონათქვამზე, რომ კოლხებმა შექმნეს კარტოგრაფია და არა ბერძნებმა....
მაგრამ არავის უთქვია თუ ვისია ან ვინ იხმარა პირველად სახელი კარტა, რომელიც ქართულ წყაროებში პირველად შოთას ვეფხისტყაოსანშია დაფიქსირებული" კარტები დაუწერია"-ო, ბრძანებს შოთა...
ზემოთქმულებიდან გამომდინარე, ძნელი არაა მივხვდეთ, რომ მე საერაშორისო ტერმინ კარტას მეგრ. ქართას დავუკავშირებ.
მაგრამ რა მეცნიერული საფუძვლით ?...
რა უნდა აქუნდეთ საერთო მეგრ. ქართა და სერთაშორისო გეოგრაფიულ ტერმინ კარტას?...
დიახ აქვთ და როგორი...
საქმე იმაშია კოლხები ცხოვრობდნენ შავი ზღვისა, კასპიის ზღვისა და დიდი ვანის ტბის სანახებში, რომლებიც წრის ფორმისანი გახლავან...
ამიტომ, პირველი, ენდემიური ნაოსნობის ჩამოყალიბებისას და შემდგომ პერიოდებში ნაოსნობას ამ წყალსაცავებში, რაკი ისინი, როგორცა ვთქვით, წრის ფორმისანი არიან, ჰქონდა ტრაექტორია წრის ფორმისა, წრეს კი, როგორც, ასევე, ზემოთ ვნახეთ, მეგრულად, ქართა ქვია...
ანუ ნაოსნობის ტრაექტორიები რაკი წრის ფორმად აღიქმებოდა მას -- ამ სანაოსნო ტრაექტორიებს ქართა //>კარტა ეწოდა ....
შემდეგ კი, საგანს რომელზეც ეს ტრაექტორიები, გეოგრაფიული მიზნებისთვის ფიქსირდებოდა (იხაზებოდა თუ იწერებოდა), ასევე, ეწოდა ქარტა //> ქარტალი!!!!...
შეგახსენებთ: ქარტალი ქაღალდია მეგრულად!!!....ანუ ყოლიფერი ურყევ ლოგიკურ შედეგად დალაგდა: ქართა მეგრ. "გალავანი" > ქართ-ი "მეგრ. აფხ. სომხ. თბილისი" ქართა "მეგრ წრე" > კარდ-უ-ხი > ვანის ტბის შემოგარენში წრის ფორმის საცხოვრისი კარდუხებისა; ქართა "წრე" > კარდ ეთნონიმი;
ქართა "წრე" > კარტა > "წრის ფორმის ნახაზები კოლხთა ნაოსნობისა შავი ზღვის, კასპიის ზღვის და ვანის ტბის მიდამოებში"; ქარტა "წრე" > კარტა "რუქა" ქარტა"წრე" > ქარტა-ლი > საგანი სადაც ეს რუქები იხაზებოდა -- მეგრ. "ქაღალდი);
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы