უკან დაბრუნება
განცხადებები
მეგრული ირიათო II ირიართო სიტყვათა წარმომავლობისათვის
22-03-2017, 22:03
ნანახია: 1299
გაუზიარე სტატია მეგობარს


ეთერ შენგელია

   მეგრულში დასტურდება ლექსიკური ერთეულები: ირიათო || ირიართო (ზმნზ.) „სულ, სულ მუდამ, განუწყვეტლივ, გამუდმებით“ – იშქვიდუ ირიათო ჩილამურით: მ. ხუბ., გვ. 5 – სულ ცრემლით იხრჩობა; მა ირიათო გიბირქ: ი. ყიფშ., გვ. 137 – მე სულ გიმღერებ; ამუდღა დო ამუსერი ირიართო თის კითხენდ: ი. ყიფშ., გვ. 24 – დღე და ღამე (გამუდმებით) იმას ჰკითხავდა; ორდოშახ ირიართო ქინგარდ: ქხს, II, გვ. 12 – დილამდე განუწყვეტლივ ტიროდა (ქაჯაია II, 2002).    მოცემული ერთეულები დასტურდება ალიო ქობალიას „მეგრულ ლექსიკონშიც“ და განმარტებულია ამგვარად – „ყოველთვის, მარად, გამუდმებით, ერთთავად, სულ“ (ქობალია 2010).    საანალიზო ერთეულები აგებულების მიხედვით წარმოქმნილი სიტყვებია:
    მეგრ. ირიათო ← || ირიართო შეიძლება დაიშალოს შემადგე- ნელ ნაწილებად: მეგრ. ირი – განსაზღვრებითი ნაცვალსახელი „ყოველი, ყველა, თითოეული“ (ქაჯაია II, 2002; ქობალია 2010), (სადაც ირ– ფუძეა, –ი – სახელობითი ბრუნვის ნიშანი), ათ– „ერთი“ რიცხვითი სახელი მიღებულია რ–ს დაკარგვით მეგრ. ართ–ი „ერთი“ ფორ- მისაგან, –ო ბოლოსართი მეგრულში ვითარებითი ბრუნვის ნიშანია, ქართული ვითარებითი ბრუნვის –ად სუფიქსის ფარდი.
  მაშასადამე, *ირ–ი–ათ–ო ← *ირ–ი–ართ–ო *„ყოველი ერთად“ ფონეტიკური ვარიანტებია. მათთვის ამოსავალია: *ირ–ი–ათ–ი ← *ირ–ი–ართ–ი *„ყოველი ერთი“, რომელთა ვითარებითი ბრუნვის ფორმისგან მიღებულია საანალიზო დროის აღმნიშვნელი ზმნიზედები ირიათო || ირიართო.    
   დასახელებულ ლექსემებთან ერთად განვიხილავთ: მეგრ. ირიართოიანი „საყოველდროო, სამარადისო, მარადიული, გამუდ- მებული“, ირართონი „მარადისი“, ირიათონი „მარადისობა“ (ქობალია 2010) ლექსემებს. 69 მეგრ. ირიართოიანი „საყოველდროო, სამარადისო, მარადიული, გამუდმებული“ ზმნიზედური წარმომავლობისაა. ის მომდინარეობს ირიართო–საგან. იწარმოება მისგან ქონების აღმნიშვნელი მე- გრული –იან სუფიქსის მეშვეობით, რომელიც ფარდია იმავე ჯგუფის ქართული –იან აფიქსისა (ქირია, ეზუგბაია, მემიშიში, ჩუხუა 2015, 127). ამგვარად, *ირ–ი–ართ–ო–იან–ი ფორმის აღდგენილი სე- მანტიკა შეიძლება იყოს – *„ყოველი ერთის მქონე“.
     საყურადღებოა განხილული ირიართოიანი–საგან ფონეტიკუ- რად სახეცვლილი მეგრ. ირართონი „მარადისი“ ფორმა, რომელშიც ირ–ი „ყოველი“ ნაცვალსახელის –ი ბრუნვის ნიშანი დაკარგულია, ხოლო –იან ქონების მაწარმოებელი სუფიქსი გამარტივებულია და წარმოდგენილია –ნ–ს სახით. შესაბამისად, ეს სიტყვა შეიძლება დაიშალოს ასე: *ირ–ართ–ო–ნ–ი ← *ირ–ართ–ო–იან–ი.
    ასევე ირიართოიანი–საგან ფონეტიკურად სახეცვლილია მეგრ. ირიათონი „მარადისობა“. ამ შემთხვევაში დაკარგულია ართ– ის „ერთი“ ფუძისეული რ თანხმოვანი (გვაქვს ათ–ის სახით), ხოლო –იან ქონების მაწარმოებელი სუფიქსი აქაც გამარტივებულია. ამრი- გად, ის დაიშლება ამგვარად: *ირ–ი–ათ–ო–ნ–ი ← *ირ–ი–ათ–ო–იან– ი.
   მაშასადამე, გაანალიზებული მეგრ. ირიათო || ირიართო „სულ, სულ მუდამ, განუწყვეტლივ, გამუდმებით, „ყოველთვის, ერთთავად“, ირიართოიანი „საყოველდროო, სამარადისო, მარადიული, გამუდმებული“, ირართონი „მარადისი“, ირიათონი „მარადისობა“ წარმოქნილი სახელებია, წარმოების მხრივ – განსხვავებული და საერთო ეტიმონის მქონენი. 70
 
ლიტერატურა:
1. ქაჯაია 2001: ო. ქაჯაია, მეგრულ–ქართული ლექსიკონი, I, თბილისი;
2. ქაჯაია 2002: ო. ქაჯაია, მეგრულ–ქართული ლექსიკონი, II, თბილისი;
3. ქირია, ეზუგბაია, მემიშიში, ჩუხუა 2015: ჭ. ქირია, ლ. ეზუგბა- ია, ო. მემიშიში, მ. ჩუხუა ლაზურ–მეგრული გრამატიკა I. მო- რფოლოგია, თბილისი;
4. ქობალია 2010: ა. ქობალია, მეგრული ლექსიკონი, თბილისი.

ეტიმოლოგიური ძიებანი N12   2015

Etimologiuri_Dziebani_2015_N12.pdf скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი