უკან დაბრუნება
განცხადებები
ედემ იზორია - ხუმრობა
9-02-2017, 21:09
ნანახია: 1288
გაუზიარე სტატია მეგობარს


 ხუმრობა ქართული სიტყვაა; ამ სიტყვის მრ ნაკუმში კომპლექსი იმაზე მიუთითებს, რომ მისწინარეა ხუმორობა*, რომელიც მეგრულია. იგი შედგება ხუმ-ა (= "ხმა") ძირისაგან. ორ და ობა კი სუფიქსებია. ესაა ორმაგი სუფიქსაცია; ობა სუფიქსი უფრო ქართულია, მარა მეგრულშიც ხშირია, ხოლო -- ორ მეგრულია...ხუმ-ორ-ობა* აღდგენილსიტყვაში ორი ო ხმოვნის ურთიერთგავლენა გვაძლევს ქართულისათვის დამახასიათებელ კუმშვას ხუმ-ორ-ობა* > ქართ. ხუმრობა . ეს ხუმ-ორ-ობა* მეგრული იმიტომაა, რომ შედგება ოდინდელ მეგრ. ხუმ-ა "ხმა"+ ორ, მასდარის მაწარმოებელ, სუფიქსისაგან: მაგ: 1. ქართული პუტვა შედგება პუტ ძირისა და ვა სუფიქსისაგან; მის შესატყვისად მეგრულში გვაქვს პუტ-ორ-ი "პუტვა", რომელშიც პუტ ძირია, ორ კი მასდარის მაწარმოებელი მეგრული სუფიქსია. მაგ. 2. ქართულში გვაქვს ფაცი-ფუცი; მეგრულში იგი გახლავთ ფუც-ორი "ფაცი-ფუცი" რაკი დავადგინეთ რომ ორ მასდარის მაწარმოებელია, ობა ცნობილი ქართვ. სუფიქსია, ჩვენს მიერ აღდგენილ ხუმ-ორ-ობა* სიტყვაში ძირი ყოფილა ხუმ, რომელიც უეჭველია არის ხუმა "მეგრ. ხმა."მაშასადამე, ჯერ იყო ხუმ-ორ-ი* მასდარი, იგი მსგავსად ზემოთხსენებული პუტ-ორ-ი, ფუც-ორ-ი სიტყვებისა აღნიშნავდა უპირო ქმედებას -- "ხმიანობას". ანუ თავდაპირველად ამოსავალი მნიშვნელობა სიტყვისა იყო გამორჩეული ხმიანობა... ეს იმიტომ რომ ხუმრობას მოსდევს სიცილის ხმაური...შემდეგ დიდ დროში ხუმა ძირს ორ მაწარმოებელი ისე შეეზარდა თავად გახდა ძირი -- ხუმორ*შემდეგ ამ მეგრულ ხუმორ*-ძირის მოხდა განმეორებითი ობა სუფიქსაცია: ხუმორ + ობა > ხუმორობა*; როგორც ჩანს კუმშვა ბოლოს უნდა მომხდარიყო:ხუმორობა > ხუმრობა... აი რამდენი პერიპეტიები გადალახეს მეგრ. ხუმ-ორ* და ქართულმა ხუმრობა-მგანა უღმერთობა არ იქნება რომელიმე მათთაგანს წავართვათ სიცოცხლე? скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი