უკან დაბრუნება
განცხადებები
ჭანი, ლაზი თუ სანი
5-02-2017, 10:27
ნანახია: 2091
გაუზიარე სტატია მეგობარს


ყველა ქართულ ტომს თავისი დამახასიათებელი სახელწოდება აქვს, მაგრამ ცალკეული მათგანი სხვადასხვა სახელითაა ცნობილი ლიტერატურულ წყაროებში. მაგალითად, ჭანი ჩვეულებრივ ლაზის ექვივალენტია. მეგრული, მაგრალი, მარგალი, რომელიც ივერიელის ტოლფასია.   აკადემიკოს ნიკო მარის შრომა იწოდება „ჭანური (ლაზური) ენის გრამატიკა (1910 წ.). პროფ. ი.ყიფშიძის შრომა „დამატებითი ცნობების ჭანური (ლაზური) ენის შესახებ (1920). ასევე მრავალი გამოკვლევა გვარწმუნებს, რომ ერთი და იგივე ქართული ტომი სხვადასხვა სახელით იცნობა, ჭანი და ლაზი მითუმეტეს იდენტურია. ორივე ფორმა ამ ტომის საქმიანობა - მისწრაფებათა გამომხატველია. ჭანი აღნიშნავს ჭა-ს, სა-ს, ჩა-ს აღიარებას,  ეს კი ირანულ - თურქმენულად წყალს ნიშნავს, წყალი კი ერთი ოთხთაგანი სტრიქონია, აღმოსავლეთში გაღმერთებული და სათაყვანებელი. წყალი შუმერულ მითოლოგიაში (ბიბლიაში) სიცოცხლის საწყისადაა აღიარებული. ასე, რომ ამ „ზღვათა სამეფოს“ ტომს (რომელიც „ვეფხისტყაოსანშია“ სიმბოლირებული) ჭანი უნდა რქმეოდა; ჭანი დამწერლობის შემოსვლისდანვე ჩანად და სანად, შემდეგ ზანად უნდა გადაკეთებულიყო (სხვადასხვა ტრანსკრიპციების მეოხებით). ზანი ჩვენმა მთიანეთელებმა მეზობელმა სვანებმა წარმოადგინეს ზენად და ეწოდა ბარს, დაბლობს (ე.ი. სადაც წყლის მოყვარე ტომი ცხოვრობს) და ამ სიტყვის მიხედვით წარმოებულია მრავალი დასახლებული პუნქტის სახელწოდება - ზანა (სენაკის რაიონში), ზენი (ხობის რაიონში), ნარაზენი (ზუგდიდის რაიონში), ზენი (გალის რაიონში) დიხაზურგას და ჭუბურხინჯის სასოფლო საბჭოს ტერიტორია. ზანათი - სასოფლო საბჭო აბაშის რაიონში.  შემდეგში, იმავე სვანებმა ზენაში მაცხოვრებლებს უწოდა ლეზან, რომლისგანაც მიღებული ფორმა ლა-ზან-ლაზი (ლე, ლა - ადგილმდებარეობის მაჩვენებელი პრეფიქსია სვანურში), ასე რომ ჭან სან-ისაგან მიღებულია ზან - ლა - ზან ფორმა; ისედაც სახელწოდება ლაზი და ჭანი ერთი უძველესი სახელწოდებიდან გამომდინარეობს. ძველი მოსსინიკის სახელში ჭანების სახელის უძველესი ფორმაა შენახული, მაგრამ „სანი“ ანუ „ზანი“-ც ჩვენს დრომდე არის შემორჩენილი. სვანები ახლაც კი მეგრელებს „ზანარს“ უძახიან, „არ“ სვანური მრავლობითი რიცხვის ნისანი და საკვეცი არის. მაშასადამე, წინათ მხოლობითი რიცხვის  უნდა ყოფილიყო „ზან“ და  ამრიგად ძველად სიტყვა „ზანი“ უეჭველია მეგრულს ნიშნავდა. სტრაბონის სიტყვითაც ასე გამოდის. იგი ამბოს, რომ ხალდებსა და სანებს (ანუ ‘ზანებს“) წინათ მაკრონებს (ე.ი. მარგალებს, მეგრელებს) ეძახდნენო, ხოლო ეს იმას ნიშნავს, რომ მეგრელებს „სანი“ ანუ „ზანი“ რქმევია, თვით სახელი ლაზიკა ლაზნიკას მაგიერ (სრული ფორმა იქნებოდა ლა-ზან-იკა). სწორედ „ზანი“-ს ანუ ზანიკ-საგან უნდა იყოს ნაწარმოები, მხოლოდ თავში სვანური ქვეყნიერების აღმნიშვნელი თავსართი „ლა“-უზის. ამრიგად, „ლაზიკა“ საზანოს, ანუ სამეგრელოს ნიშნავს, თვით ტომობრივი სახელწოდება „ლაზი“ აქედანვე უნდა იყოს წარმომდგარი. ამრიგად, „მოსსინიკი“ ადგილობრივი ქართველი ტომის სახელწოდება ყოფილა;  ეს ტომი მეგრელ - ლაზთა შტოს ეკუთვნოდა, - დაასკვნის  აკდ.  ივ.ჯავახიშვილი („ქართველი ერის ისტორია“ . ტ.1 გვ.405, 1960წ.).     ამ სატომო სახელიდანაა გვარ-სახელი მოსია, მოსინა, მოსიძე, სანაია, სანიკიძე და სხვ. მრავალი დღემდე დარჩენილი გვარაები.

1980 წ.

მამანტი კვირტია „კვიმატი“ 2001 წ. გვ. 208-209.
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი