უკან დაბრუნება
განცხადებები
ზაზა ღურწკაია
21-01-2017, 22:35
ნანახია: 1512
გაუზიარე სტატია მეგობარს


-ზაზა ღურწკაია





ძალიან ბევრი კითხულობს თუ როგორ არის მეგრულად სიტყვა 'თავისუფლება'.

თვითონ ეს ქართული სიტყვა გაჩნდა მე-19 საუკუნეში, 'თერგდალეულების' ეპოქაში.

არავინ იცის მანამდე მოხდა თუ მერე, მაგრამ მეგრულ ენაშიც გაჩნდა ახალი სიტყვა 'დუდშულობა', ანუ 'თავისუფლება'. პირდაპირ თარგმანში ეს სიტყვა იქნება ასე: 'თავი უფლება', ანუ უმთავრესი უფლება. რაც ჰგავს ქართულ ვერსიას, მგრამ მთლად იდენტური არ არის.

თავისუფალი - დუდშულერი.

ეხლა გავიხსენოთ უფრო ძველი მეგრული/კოლხური სიტყვა იგივე მნიშვნელობისა.

'დუშა' - ეს არის უძველესი მეგრული სიტყვა რომელიც ნიშნავს იგივეს რასაც 'დუდშულობა' და 'თავისუფლება', მაგრამ, მათგან განსხვავებით, მას არ ეტყობა რომ ის შექმნილია ხელოვნურად ნეოლოგიზმის გზით.

თავისუფალი - დუშელი.

სიტყვათწარმოშობის წესი რომელიც ამ შემთხვევაში მოქმედებს, ჩვეულებრივია მეგრული ენისთვის. ანალოგიური მაგალითები: რინა - რინელი, ღურა - ღურელი, ბირა - ბირელი, ქიმინუა - ქიმინელი და ა.შ. ანუ, წარმოებულია -ელი ბოლოსართის დამატებით.

სხვათა შორის 'დუშა' ამავე დროს არის უძველესი მეგრული სახელი ქალისა, 'დუშელი' კი მამაკაცის სახელია. ადამიანებს ასეთი სახელებით ჯერ კიდევ იპოვით სამეგრელოს და სამურზაყანოს უფროს თაობებში.



 როგორ იქნება მეგრულად სიტყვები: დამოკიდებული, დამოკიდებულება, დამოუკიდებელი და დამოუკიდებლობა.

ყველა სალიტერატურო ენაში ხდებოდა ნეოლოგიზმის გზით ახალი სიტყვების შექმნა ძირითადად იგივე ენაში არსებული სიტყვებიდან თუ სიტყვათძირებიდან დროის მოთხოვნების შესაბამისად. ხშირად ეს სხვა ენის შესაბამის ლექსიკაზე მიბაძვით ხდებოდა. მაგალითად, ქართული 'დამოუკიდებლობა' შეიქმნა მე-19 საუკუნეში 'თერგდალეულების' მიერ და ის პირდაპირი თარგმანია რუსული независимость-ის, ანუ 'კალკაა' მისი. მერე მოხდა ამ სიტყვის ხშირი გამოყენება, მან შეიძინა შესაბამისი სემანტიკა, ხალხის ყური 'მიეჩვია' მას და მშვენივრად დამკვიდრდა ენაში.

ჩვენ, სამწუხაროდ, არ ვიცით არსებობდა თუ არა მეგრულ ენაში კონკრეტულად სიტყვა 'დამოკიდებულება' ან 'დამოუკიდებლობა' ადრე - ენის წერილობითი ნიმუშების არ არსებობის გამო. მაგრამ მდიდარ მეგრულ ენაში მაინც მოიძებნება ყოველთვის გამოსავალი ამა თუ იმ ტერმინოლოგიური პრობლემიდან, მთავარია ენა და მისი ჯერ კიდევ დარჩენილი დიდი რესურსები გამოვიყენოთ.

არსებობს მეგრულ ენაში ასეთი სიტყვა: 'აპონი'. მისი მნიშვნელობა ალ. ქობალიას 'მეგრულ ლექსიკონში' ასეა აღწერილი: ''მიყრდნობილი, მიყუდებული, თავმინდობილი (თიშ აპონი რექ - იმასა ხარ აყოლილი, იმაზე ხარ დამოკიდებული, მიყრდნობილი)''

გამომდინარე აქედან, 'დამოკიდებელი' მეგრულად იქნება 'აპონი'.

ეხლა შევეცადოთ გამოვიყენოთ მაგალითებში ეს სიტყვა:

# ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული
თენა ბრელი მუთუნიშ აპონი რე.
# დედამიწის თანამგზავრი - მთვარე - დედამიწაზეა დამოკიდებული
დიადიხაშ ართომალი - თუთა - გიადიხაში აპონი რე

შესაბამისად, 'დამოკიდებულება' იქნება - აპონობა.

მაგალითები:

# ინტერნეტდამოკიდებულება - ინტერნეტაპონობა
# ნებისმიერი დამოკიდებულება მავნეა - ირ აპონობა მონე რე.

იგივე სიტყვისგან, რა თქმა უნდა, ვღებულობთ სიტყვა 'დამოუკიდებლობის' ეკვივალენტსაც.

დამოუკიდებლობა - უპონობა

საილუსტრაციო მაგალითები:

# გასულ საუკუნეში ბევრმა ხალხმა მიაღწია დამოუკიდებლობას - ულირ უკუნს ბრელ კათაქ მიოჭირინუ უპონობას
# დამოუკიდებლად პრობლემის გადაწყვეტა - უპონუო პრობლემაშ გინოჭყვიდუა...
# მათგან დამოუკიდებლად რეაგირებას არ აპირებენ - თინეფშე უპონუო რეაგირაფა ვა ულამუნა.

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი