უკან დაბრუნება
განცხადებები
ედემ იზორია - მეგრული კუმ-ა, კომ-ა და ქართული კვამ-ლი
17-01-2017, 01:22
ნანახია: 1337
გაუზიარე სტატია მეგობარს


 მეგრული კუმ-ა, კომ-ა და ქართული კვამ-ლი ერთიდაიგივეა. რომელია სწყისი ამ სიტყვათა კუმ, კომ და კვამ ძირებიდან?..
 ენათმეცნიერებაში დადგენილია: ო ხმოვნის ვა კომპლექსად დაშლა და პირიქით: ვა კომპლექსის შერწყმა ო ხმოვნად...
 ამიტომ, ამის საფუძველზე ვერაფერს დავადგენთ... ქართულში დღესაც გვაქვს კომ-ლი, რომლის კვამლთან კავშირი თვალშისაცემია;
 კო(მლ)ი-ს მლ კომპლექსი ქართულისათვის დამახასიათებელი კუმშვის შედეგია: კომ-ილი* > კო(მლ)ი. კომ-ლი-ს ძირია კომ.ძველ ქართულში იპოება კუმ-ი "კვამლი";ასევე: კუმ-ევა "კმევა", სა-კუმ-ეველი "საკმეველი", როგორც ვხედავთ, ამ უკანასკნელთაში, კუმ კვამლის აღმნიშვნელი ძირია, ახალ ქართულში ეს კუმ ძირი შეკუმშულია კმ კომპლექსად სიტყვებში: კუმ-ევა > "(კმ)ევა", სა-კუმ-ეველი > "სა(კმ)ეველი", მაშასადამე, რაკი დღევანდელ მეგრულში გვაქვს კომ-ა და კუმ-ა და დღესაც ქართულში, როგორც ზემოთ ვანახეთ, იპოება კომილი* წინაფორმიდან მიღებული კომ-ლი, ხოლო ძველ ქართულშიც კვამლის ძირად კუმ გვევლინება, გასაგებია, მოხდა ო ხმოვნის ვა კომპლექსად დაშლა და არა პირიქით: კომ-ილი* > კუამ-ილი* > კვამ-ლი...
ანუ კუმ და კვამ ძირის საწყისია კომ*: კომ > კუამ* > კვამ;ახლა დავადგინოთ რას ნიშნავდა ქართული კომლი სიტყვის წინაფორმა,რესტავრირებული კომილი*:ილი და ელი სუფიქსები მეგრულში ხშირად ერთიდაიმავე ფუნქციისაა: მაგ: ჭკირ-ილი და ჭკირელი "დაჭრილი;" ნკირ-ილი და ნკირ-ელი "დანახშირებული და ა. შ."
  ამიტომ, დღევანდელ მეგრულში გო-კუმ-ელი და გოკუმ-ილი; გო-კუმ-ელერი და გო-კუმ-ილირი; ასევე კუმ-ელი და კუმ-ილი ერთიდაიგივეა და ნიშნავს "კვამლით შებოლილს."
 მაგრამ ეს უკანასკნელი სიტყვა -- კუმ-ილი*, როგორც დავადგინეთ რაკი ქართული კომლი სახელის წინაფორმაა და "კვამლით შებოლილს" აღნიშნავს," ხოლო მეგრული კომ-ა // კუმ-ა სიტყვათა ძირები თანაბარნი არიან, ცხადია, იმას რასაც ნიშნავდა კუმილი* იმასვე აღნიშნავდა კომ-ილი*. ანუ აღნიშნავდა "კვამლით შებოლილს."კომლი სახელის კვამლთან დაკავშირება ცნობილია.
  სიახლე გახლავთ დაკონკრეტება ამ კავშირისა: ესაა კვამლით შებოლვა უძველესი საცხოვრისებისა და მათი თვალსაჩინო აღქმით წარმოქმნილი ფსიქოაქტები, სახელსადებად ტერმინისა... скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი