უკან დაბრუნება
განცხადებები
ტაბუს ვერბალური გამოხატვისათვის მეგრულში
27-08-2016, 20:30
ნანახია: 1624
გაუზიარე სტატია მეგობარს


ტაბუ, როგორც ქცევის ტიპი, უნივერსალურია. შესაბამისად, იგი უნივერსალურია როგორც ლინგვისტური მოვლენა. ტაბუს, როგორც ვერბალურიმოვლენის, გაგება დაკავშირებულია ენის (თუ მეტყველების) მაგიურ ფუნქციასთან,კერძოდ, ენობრივი საშუალებებით გარესამყაროზე რაიმე ზემოქმედების მოხდენისწარმოდგენასთან (Fრაზერ 1993). იგი არქაული კულტურის ხალხს ახასიათებს, მაგრამცივილიზებულ საზოგადოებაშიც გვხვდება (ЛЭЛ 1990, 501; Шмелев 1964, 57);
აკრძალვები უკავშირდება სხვადასხვა ტიპის სახელებს და ამის მიზეზი არის ის `გრძნობა, რომელსაც სიტყვა იწვევს~ (ჩიქობავა 1983, 216), კერძოდ, სოციუმისწარმოდგენაში სიტყვას აქვს საკუთარი ძალა, ის არის მოვლენათა გამომწვევისაშუალება (Hუგჰეს 1992). აქედან გამომდინარე, ტაბუ ეს არის აღმნიშვნელის,აღსანიშნისა და დაძახების, დასახელების ქმედების ფუნქციური მთლიანობა, რაცასახვას ჰპოვებს ენათა ლექსიკურ სისტემაში (დარასელია 2001, 22). სიტყვათამნიშვნელობები ფასდება ისეთი უნივერსალური პარამეტრების მიხედვით, როგორიცაა “კარგი-ცუდი”, თუმცა ერთი და იგივე მნიშვნელობა ამ პარამეტრის მიხედვით ორ სხვადასხვა ენაში სხვადასახვაგვარად შეიძლება შეფასდეს. მიუხედავად ასეთი მერყეობისა, სოციუმში ყოველთვის გვაქვს გარკვეული სტერეოტიპები. ენაში ტაბუსა და ევფემიზმების წარმოქმნას სწორედ მნიშვნელობების უარყოფითი შეფასება იწვევს (ნებიერიძე 1999, 230).
ტაბუ ფსიქოლოგიურ ფაქტორს უკავშირდება და ევფემიზმით შეცვლისას იცვლება არა მარტო ბგერათკომპლექსი, არამედ `ამ სახელთან დაკავშირებული მნიშვნელობის სტრუქტურაც, რის შედეგადაც იგი მოლაპარაკის ცნობიერებაში ახალი ცენტრირებული მომენტებით არის წარმოდგენილი... რაც ნაკლებად არის დაკავშირებული იმ უსიამოვნო გრძნობასთან, რომელიც თან ახლდა `უხეირო სახელით სხვაგვარი სტრუქტურით წარმოდგენილ მნიშვნელობას~ (ბაინდურაშვილი 1971, 156).

პოლინეზიური `ტაბუს~ ლექსიკური ფარდი ქართველურ ენათაგან შემორჩენილია მეგრულში და მას ვაშინერს ეწოდება. ვა-შინ-ერ-ს ფორმაში გამოიყოფა ვა- `არ~ უარყოფის ნაწილაკი, შინ- `ხსენ-~ ძირი, რომელიც სემანტიკურად შინუა / შინა `ხსენება~ მასდარს უკავშირდება, -ერ _ მიმღეობის მაწარმოებელი სუფიქსია (შინ-ერ-ი / შინ-ელ-ი `ნახსენები, ცნობილი~), -ს კი მესამე სუბიექტური პირის მორფემა ჩანს (ვაშინერს თინა `აკრძალულია ის~), ვაშინერს ემყარება შინერ- ქართ. `ნახსენებ~ / `ხსენებულ~ ფუძეს. ანუ ვაშინერი სიტყვასიტყვით `არ ხსენებული~, ანუ უთქმელი, უხსენებელი. პარალელური ფორმებია -ელ სუფიქსით ნაწარმოები ვაშინელი და სალიტერატურო ქართულის გავლენით დამკვიდრებული უარყოფითობის უ- პრეფიქსით ნაწარმოები უშინუ.თუმცა არის მთელი რიგი საკითხებისა, რომელიც ამ ფუძის სინქრონიულდონეზე ამ სახით დაშლას ეწინააღმდეგება, პირველი ის, რომ მიმღეობები პირისმორფემებს არ ირთავენ და, მეორეც, აუსლაუტში არსებული -ს ზმნას ყველა პირისფორმაში აქვს: ვა-მ-(ი)-შინ-ერ-ს მა თინა `მეკრძალება მე ის~, ვა-გ-ი-შინ-ერ-ს / ვა-Á-შინ-ერ-ს სი თინა `გეკრძალება შენ~, ვა-უ-შინ-ერ-ს თის თინა `ეკრძალება მას ის~. მეორე მხრივ, -ს პრეფიქსის ბრუნვის მორფემად გააზრებაც დასაშვებია, ვინაიდან მეგრულში, ქართულის მსგავსად, არის შემთხვევები, როცა წინადადებაში ზმნის პირიანი ფორმა გასუბსტანტივებულია და ამ მიზეზით ის ბრუნვის მორფემას ირთავს: ირო ვამოკოს იძახუ `ყოველთვის არ მინდას იძახის~. შდრ. ქართ. სულ მშიას, მწყურიას იძახის; მომკლა მაგის არ მცალიას ძახილმა და სხვ., მაგრამ ამგვარ გაგებას წინააღმდეგობა ახლავს, რადგან ზემოჩამოთვლილი ფორმებიზმნებია და არა მიმღეობები.
განსახილველი ფორმა უღლების პარადიგმაში წარმოდგენილია როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური წყობით, ამასთან, სუბიექტური წყობით უღლებისას არასოდეს იკარგება საობიექტო ვერსიის აღმნიშვნელი უ- პრეფიქსი: ვა-ვ-უ-შინერ-ქ მა თის, ვა-უ-შინერ-ქ სი თის, ვა-უ-შინერ-ს თინა თის. ობიექტური წყობით: ვა-მ-იშინერ-ს მა თინა, ვა-გ-ი-შინერ-ს2 სი თინა, ვა-უ-შინერ-ს თის თინა. მაგრამ თუმაქცევარი პრეფიქსი დაიკარგა, მაშინ განსახილველი ფორმა წარმოგვიდგება არასუბიექტური, არამედ ობიექტური პირის ალომორფებით: I - ვა-მ-შინერ-ს მა თინა `მემეკრძალება~, `მე არ მჩვევია~, II - *ვა-რ-0-შინერ-ს სი თინა `შენ გეკრძალება~, `შენარ გჩვევია~, III - *ვა-0-შინერ-ს თის თინა `მას ეკრძალება~, `მას არ სჩვევია~. მეორედა მესამე პირის ფორმათა აღდგენის საშუალებას გვაძლევს მეტყველებაში რეალიზებული პირველი პირის ფორმა.მაშასადამე, სინქრონიულ დონეზე ვაშინერს ერთპირინი ზმნაა, დიაქრონიულადობიექტური წყობის მესამე პირის ორპირიანი ფორმა, რომელმაც დაკარგა ობიექტურიპირის ნაცვალსახელის შეწყობის უნარი, რის შემდეგაც იქცა ერთპირიანად. ზმნაში ქცევის ნიშანი არაა წარმოდგენილი და შესაბამისად ზმნურ ფუძეს დაკარგული აქვს ქცევის გაგება, რამაც ხელი შეუწყო მის სემანტიკურ განზოგადებას.აზრობრივად, ვაშინერს არა მარტო აკრძალვაა, არამედ ნიშნავს, რომქმედების თუ საგნის სახელის ხსენებაც (მეგრ. შინი/ა) შეუძლებელია~ (კვირტია2001), `ტაბუ იგივეა, რაც ვაშინერს: უთქმელი, უხსენებელი” (გამსახურდია 1959,96)ტაბუს, როგორც მოვლენის, გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს: ა) საკრალური მოვლენა, თემატიკა; ბ) მიწიერი, ქვენა გრძნობების შენიღბვისაკენ მიმართული ქმედება. აღნიშნული კლასიფიკაცია უნივერსალურია, იგი ყველა კულტურაზე
ვრცელდება, თუმცა მისი რეალიზაციის გზები განსხვავეულია (დარასელია 2001, 20).
მეგრულში ტაბუს ნიმუშთა ანალიზმა ცხადყო, რომ ამ ენაში თემატურადგამოსაყოფია ლექსემათა ტაბუირების რამდენიმე შემთხვევა:
•ცხოველთა, ფრინველთა და ქვეწარმავალთა სახელების ტაბუ;
•საკუთარი სახელების ტაბუ;
• სხვადასხვა რიტუალთან დაკავშირებულ ლექსემათა ტაბუ.
• ცხოველთა და ფრინველთა, ქვეწარმავალთა სახელების ტაბუ.
სემანტიკური თვალსაზრისით ამ თემატიკის ლექსემათა მთელი ჯგუფი შეიძლება დაიყოს ორად - ზოგადი და კონკრეტული ცნებების აღმნიშვნელი ლექსიკური ერთეულები: ლექსემა უშინუ `უხსენებელი~, თედო სახოკიას მიხედვით, ჰქვია მგელს, დათვს, ტურას ისეთ არსებებს, რომელთა სახელის თქმა არ შეიძლება...
ქათმის ჭირს ივანია ჰქვია მეგრულად, მაგრამ თუ ქათმებს დაერია, იტყვიან ჩვენ ქათმებს უსახელე `უსახელო~ დაემართაო (სახოკია 1959, 282). ჩვენი საექსპედიციო მასალებით, აღნიშნული ცნება იხმარება ზოგადად დაავადებათა მიმართაც, ჩვენმა ინფორმატორმა იგი მედიცინაში `თიაქარად~ (ლათ. ჰერვია) წოდებული დაავადების ეკვივალენტად გამოიყენა (ექსპ. მასალ. 2008). გვხვდება ატრიბუტულმსაზღვრელიანი სახელ-უშინუ, სიტყვასიტყვით `სახელ უხსენებელი~, ან შესიტყვებების სახით: უბედური ჭუა `უბედური დაავადება~, უსახელე ჭუა `უსახელო დაავადება~, რომელიც ზოგადად დაავადებათა, მაგრამ უფრო ხშირად სიმსივნური დაავადებების მონაცვლე ლექსემად გვხვდება. დასახელებული ლექსემები ექსტენსიური, სემანტიკურად უფრო
ფართო ცნებებია.რაც შეეხება კონკრეტულ დენოტატთან მონაცვლე ლექსიკურ ერთეულებს: მეგრულში ევფემიურ ფორმათა სიუხვით გამოირჩევა ლექსემა გვერი3 `გველი~ = უჩაღართამი `в черной чохე~ (ყიფშიძე 1914, 0146), რომელიც ქართული `შავჩოხიანის~ ზუსტი სტრუქტურულ-სემანტიკური ეკვივალენტია; თუდო გილესარგალუ-ნი `что тащится в низу~ (ყიფშიძე 1914, 0146); სიტყვასიტყვით `ძირს რომ დაეთრევა~, შდრ. ქართ. ქვემძრომი; გილმასირგოლე `თრევია~ (კვირტია 2001, 141) სახელუშინაფუ (შდრ. ქართ. `უხსენებელი~); სახელჭყელი (ზედმიწევნით: `სახელდაწყევლილი~), შურდინაფილი (ზედმიწევნით `სულდაკარგული~), უშურე `უსულო~, წასაგებელი `დასაღუპავი, დასაკარგი~.მეგრულში ტაბუ სხვა ცხოველთა სახელებსაც უკავშირდება (ყიფშიძე 1914, 0146;ჩიქობავა 1983, 174): თუნთი `დათვი~ = ბურდღინა `бормოтан, ворчун~, `ბურდღუნა~ ან უწუნდური `нечистый~, `უწმინდური~ ტურა = კვალი-ჭყერი `с проклатым следом~
`კვალდაწყევლილი~ ან მოცქვაცქვალე `бегающий легко, тайком~, `მოცუნცულე~, მელა = მოძვანძვალე `скитающаяся~ ,მაძვაძვალე `ჩაქჩაქით მოსიარულე~ (თ. სახოკია), ჭუკი `თაგვი~ = კუდელამი `კუდიანი~, (მ. კვირტიას ცნობით, ტურასა და მელას გინძეკუდელამი `გრძელკუდა~ ენაცვლება (კვირტია 2001,41)), კიბირმოჭკადილი
`კბილმოჭედილი~, ქირი `ქორი~ = ჟინმალუ `ზევით, ცაში მოსიარულე~ , ყვარია `ყვავი~ = დუდ-უჩა `თავშავა~, მუნტური `მატლი~ = ოჭიშიშ მაზიმალი `წელის მზომელი~, თელი `მთელი, ცოცხალი~, შურდგუმილი `სულდგმული~, ჭკიჭკიტია `ჭიანჭველა~ = პუხუამი `კუზიანი~, პუხ-მეტახილი `ზურგჩამტვრეული~, წყირი
`რწყილი~ = მაცოFალი `ხტუნია~.საინტერესოა, რომ ჩანაცვლებულ თხზულ ლექსემებში დომინირებს ორი ცნება:სახელი `სახელი~, შური `სული~, აღნიშნული ცნებები კომპოზიტში სტრუქტურულად პირველ ადგილზეა და მას პოსტპოზიციურად მოსდევს მსაზღვრელთა რიგი:
უშინაფუ `უხსენებელი~, ჭყელი `დაწყევლილი~, დინაფილი `დაკარგული~, დგუმილი `დგმული~. ვფიქრობთ, ეს არ არის შემთხვევითი, რადგან ის, რაც სუბიექტს, მეტყველს უნდა რომ აკრძალოს, არის იმ `საგნის სახელი~, რომლის წარმოთქმასაც
უფრთხის; ის, რაც იწვევს გარკვეულ უარყოფით ასოციაციებს. აქედან გამომდინარე, მეტყველისთვის სახელდება არის ის, რაც, მისი აზრით, უნდა შეიცვალოს იმ მიზეზით, რომ მას რაღაც არასასურველი, ცუდი არ მოჰყვეს. ამგვარი წარმოდგენა, საგნისა და სახელის ასე მარტივი დაკავშირება ახლოს დგას ცნობილ ფიუსეის თეორიასთან, რომელიც პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიიდან იღებს
სათავეს და, რომლის მიხედვითაც, სგანს სახელი თავისი ბუნებიდან აქვს მიღებული (დარასელია 2001, 25). მაშასადამე, ტაბუს ევფემიით ჩანაცვლებას სუბიექტური ფაქტორი უდევს საფუძვლად.
მნიშვნელოვანია ლექსემა შური `სული~, იგი სულდგმულთან, ცოცხალთან ასოცირდება, ამიტომ სუბიექტი ებრძვის იმ წარმოდგენას, რომ მისთვის საშიში დენოტატი სულიერია, ანუ ის საშიშია მანამ, სანამ სული უდგას. `ძველად ესმოდათ,
რომ თქმა ქმნაზე უფრო დიდია, რომ თქმას დიდი მორიდება უნდა, სიტყვა ბევრ რამეს იწვევს, სიტყვა სულს იწვევს და სულიერს~... `მავნეს სახელს არასოდეს დავუძახებდით, გვეშინოდა, ხსენებას სული არ გამოეწვია~ (გამსახურდია 1959, 96,
99). მსგავს ინფორმაციას იძლევა თ. სახოკია თავის ნაშრომში “მოგზაურობანი”: `საზოგადოება მავნებელ სულდგმულთ აქ (სამურზაყანოში) ორნაირი სახელით ჰქვიანთ: ერთი - ნამდვილი და მეორე მოგონილი, ცდილობენ, ყოველთვის მოგონილი
სახელი დაუძახონ ხოლმე სულდგმულთ, იმიტომ რომ, ამბობენ, ნამდვილი სახელი რომ დავუძახოთ, ეგონება - გვეძახიანო, მოვლენ და დაგვაზიანებენო (სახოკია 1985, 361) მოყვანილი მასალის მიხედვით, სახელის წარმოთქმა დაძახების ტოლფასია, რადგანაც სახელი სულიერი არსების ან საგნის არსის, სულის ნაწილია, აღნიშნულ წარმოდგენა არქაული, სინკრეტული ცნობიერების ნაკვალევად მიიჩნევა, მსგავსი `ნაკვალევი~ მრავლად მოიპოვება სხვადასხვა ენასა და კულტურაში (დარასელია 2001, 23). ტაბუს მონაცვლე კომპოზიტური ლექსემები სემანტიკურ დონეზე (შინაარსობრივად) შეიძლება დაიშალოს სემებად, რომლითაც გადმოიცემა ცხოველის ხასიათი, ქცევა, მოძრაობის მანერა: ბურდღინა (=დათვი) `ბურდღუნა~, მოცქვაცქვალე `მოცუნცულე~ (=ტურა), მოძვანძვალე ` მოძუნძულე ~ (=მელა), ჟინ-მალუ `ზევიდან მავა- 4 ლი~ (=ქორი). ყველა ჩამოთვლილ მაგალითში ერთმანეთს ენაცვლება და უპირისპირდება არამოტივირებული და მოტივირებული ლექსიკა. ამგვარ ერთეულებს შორის მიმართება სინონიმურია. რადგან ისინი ერთსა და იმავე დენოტატს მიემართებიან, აღნიშნავენ ერთსა და იმავე ცნებას, მხოლოდ, განსხვავებული იერი აქვთ და სხვადასხვა სტილისტიკურ ფუნქციას ასრულებენ (ჯორჯანელი 1972, 87).
სტრუქტურულად ცხოველთა ტაბუს მონაცვლე ევფემიზმები მეგრულში, წარმოდგენილი მასალით, კომპოზიტია ან თავისუფალი შესიტყვება. ჩვეულებრივ,გვაქვს ატრიბუტული მსაზღვრელისა და საზღვრულის კომბინაცია;პოსტპოზიციურად: პუხ-მეტახილი, კიბირ-მოჭკადილი (=თაგვი), დუდ-უჩა (=ყვავი),შურდგუმილი (=მატლი), კვალი-ჭყერი (=ტურა); პრეპოზიციულად - უჩა-ღართამი.როგორც ვხედავთ, ხშირ შემთხვევაში, მსაზღვრელი მიმღეობითაც არისწარმოდგენილი; ვ. თოფურია თვლის, რომ ისინი წარმოშობით კუთვნილებითი კომპოზიტებია, მაგრამ სწორედ ტაბუს გამო არის გასუბსტანტივებული, ამიტომაც ისინი ი. ყიფშიძეს განსაზღვრებითებში შეაქვს (თოფურია 1979, 302)4; ამ შემთხვევაში, ცხადია, ვ. თოფურიას თვალსაზრისი უფრო გასაზიარებელი ჩანს, რადგან სხვადასხვა მეტყველების ნაწილად აღიარების შემთხვევაში, მათ სინონიმებად ვერ მივიჩნევდით. ამდენად, ჩვენს მასალაში ტაბუც და მისი მონაცვლე კომპოზიტიც სუბსტანტივებია.
კომპოზიტთა გვერდით გვაქვს რამდენიმე თავისუფალი შესიტყვებაც: თუდო გილესარგალუნი `დაბლა რომ დაეთრევა~ (=გველი), ოჭიშიში მაზიმალი `წელის მზომელი~ (=მატლი), უჭუ-უხაშუში მაჭკომალი `უწვავ-უხარშავის მჭამელი~ (=მელა).
აღნიშნული კონსტრუქციები, რა თქმა უნდა, ერთ ცნებას მიემართებიან და თვითონაც გაიგებიან როგორც ერთი მთლიანობა, მთელი შესიტყვება სუბსტანტივის მნიშვნელობით გვევლინება, ვინაიდან მთლიანად კონსტრუქციის შინაარსი, და არა ცალკეულ ელემენტებთან დაკავშირებული მნიშვნელობა, ენაცვლება ტაბუირებულ ლექსემას.
• საკუთარი სახელების ტაბუ. ცნობილია, რომ განსაკუთრებით გავრცელებულია აფხაზეთში, ხევსურეთსა და სამეგრელოში. ამის დამადასტურებელი არაერთი მაგალითია საენათმეცნიერო ლიტერატურაში (ჯორბენაძე 1997, 72; ნებიერიძე 1999, 231). ჩვენი ექსპედიციების მასალაშიც აღმოჩნდა მსგავსი ტექსტი, სადაც ინფორმატორი თავად ხსნის ტაბუირების მოტივს: `ქომონც სახელი ქუდუძახიკო კოჩ ირჩქილედGნი თეში, ონჯღორე დG, ვეშილებედG. ქომონც, მუანთილ-დიანთილს, ოხორასკილს სახელს ვაუძახუდეს. ქომონჩა `ვო სი~ უჯოხოდეს, ვარა `თოლგე~. არჩა სტუმარქ ქუმორთ, ბაბუ Fვანას დG, `ვო სი, ვო სი, ვო სია~ - ქუძახ ბებიქ,
`მურენია თოლგევა~ - უწუ თიქ (ლემ. B1) `ქმრისთვის სახელი რომ დაგეძახა, სხვას რომ ესმოდა ისე, სირცხვილი იყო. ქმარს, დედამთილ-მამამთილს, მაზლსა და მულს სახელს არ ვეძახდით. ქმარს ეძახდნენ `ჰეი, შენ~, ან `თოლიგე~. ერთხელ სტუმარი
მოვიდა, ბაბუა ყანაში იყო. ჰეი, შენ - დაუძახა ბებიამ. `რა იყოო, თოლიგე~ - დაუძახა ბაბუამ.~რაც შეეხება აღნიშნული ერთეუელების სტრუქტურასა და სემანტიკას, ვო სი `ჰეი, შენ~, დაძახების ვო-/ო- ნაწილაკისა (ყიფშიძე 1914, 0123: звателеьная частица) და
მხოლობითი რიცხვის მეორე პირის სი `შენ~ ნაცვალსახელისაგან შედგენილი ფორმაა.
თოლიგე ი. ყიფშიძის განმარტებით, მეუღლეთა ურთიერთმიმართვის ფორმას წარმოადგენს, ამ ფორმაში გამოიყოფა -გე ნაწილაკი და თოლი `თვალი~ ლექსემა.
თოლიგე მაი > მეე მეგრულში მოქმედი აი > ეე პროცესით, -მე და -გე ნაწილაკები ზმნურ ფორმათა გაცვეთის გზით არის მიღებული და ამ ნაწილაკთა თანხმოვნითი ელემენტები ერთი და იმავე რიგის ოდენობებია, ობიექტურიპირის ნიშნებია (კარტოზია 1997, 116). ამდენად, ფიცის ფორმულები ამოსავალია მიმართვის სპეციფიკური ფორმულებისთვის, მათ შორის ჩვენთვის საინტერესო თოლგე ფორმისათვისაც.
ჩვენი მეორე ინფორმატორის ტექსტშიც არის ერთი ასეთი ცნობა მეუღლის უახლოეს ნათესავთა საკუთარი სახელების ტაბუსთან დაკავშირებით: ჩქიმ დიანთილს ჩქიმ მუანთილშა თერკოჩი უჯოხოდG(ლემ. B2) `ჩემი დედამთილი ჩემს მამამთილს თერკოჩი-ს ეძახდა~. თერკოჩი სიტყვასიტყვით `ცოცხალი (ჯანმრტელი) კაცი~, ატრიბუტულმსაზღვრელიანი კომპოზიტია. ტაბუს ერთ-ერთ სახედ შეიძლება მივიჩნიოთ ე.წ. სახელიშ გინოთირა `სახელის შეცვლა~, რომლის საფუძველიც იყო არა ცრურწმენები ან მაგიური წარმოდგენები, არამედ მოკრძალება და პატივისცემა: სახელს დოFვილიკონი ვათქუანდG, ონჯღორედG, ღირსებაშ ენწყGმა დG(ლემ. B1) `სახელს რომ მოგეკლა არ იტყოდა, სირცხვილი იყო, ღირსების აყრა იყო~. მეუღლის უახლოეს ნათესავთა საკუთარი
სახელების წარმოთქმა იკრძალებოდა არა მხოლოდ მიმართვის, არამედ სხვასთან საუბრის დროსაც: ჩქიმ მუანთილიშ სახელი შხვას ხოლო ქოჯოხოდG და, თის ხოლო ვაფთქუანდი (ლემ. B1) `თუ ჩემი მამამთილის სახელი სხვასაც ერქვა, იმასაც არ წარმოვთქვამდი~. ჩვენი 73 წლის რესპონდენტი არ წარმოთქვამდა მისი დიდი ხნის გარდაცვლილი მამამთილის საკუთარ სახელს შალვა და ასე მიგვანიშნა: ჩქიმ
მუანთილს ძიქვას უძახუნა ქორთულონი, თინა ჯოხოდG(ლემ. B1) `ჩემს მამამთილს, შარვალს რომ ეძახიან ქართულად, ის ერქვა~. კიდევ უფრო მეტი, ის არ ამბობდა მეგრულში ქართულიდან შესულ სიტყვას შალვარი `შარვალი~, რადგან იგი ემთხვეოდა მისთვის ტაბუირებული სახელის ფონემათმიმდევრობას5. • სხვადასხვა რიტუალთან დაკავშირებულ ლექსემათა ტაბუ.
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გვარებს შორის ურთიერთობა სხვადასხვაგვარად გადმოიცემა. სამეგრელოში 70-75 წლის ინფორმატორებს ჯერ კიდევ ახსოვთ გვარების მტრობისა და შერიგების რიტუალები. ჩვენ მიერ მოძიებულ მეგრულ ტექსტებში ყურადღება მიიქცია ამგვარი ურთიერთობის ამსახველმა ლექსიკურმა ერთეულებმა, რომლებიც საინტერესოა ქართულიმ ეთნოკულტურის წარმოსაჩენად და იმითაც, რომ ამ მნიშვნელობით არ დასტურდება დღემდე გამოცემულ არცერთ ლექსიკონში, მათ შორის ყველაზე სრულშიც კი. ეს ლექსიკური ერთეულებია: განალინი, არცხება. ინფორმატორის (ლემ. A) განმარტებით, თუკი ერთ გვარში ვინმე გარდაიცვლებოდა, მტრულად განწყობილი სხვა გვარის წარმომადგენლები მათ ხსენებას ერიდებოდნენ. სამაგიეროდ, ასრულებდნენ რიტუალს, რომელსაც
განალინი ერქვა. მიმღეობური წარმოების ლექსიკური ერთეულია გა-ნა-ლინ-ი ||
ნა-ლინ-ი || ნა-ლინ-ა `გა-ვლილ-ი~ || `ნა-ვალ-ი~, რომელშიც სიარულის აღმნიშვნელი ფუძე დომინირებს; შდრ.: ძველი ქართული -ვალ, მეგრული მეულუ `მივდივარ~, ანუ, რიტუალიც და მისი სახელწოდებაც ერთსა და იმავეზე მიანიშნებენ: ერთ გვარს მეორის წყევლა-მუქარა არ უნდა შეეხოს, გვერდით უნდა ჩაუაროს. გარკვეული დროის შემდეგ ორი მისისხლე გვარი შერიგდებოდა. Aმ რიტუალის აღმნიშვნელი ტერმინია არცხება. იგი ქართული `და-ხსნა~ || `ხსნა~-
ს ლექსიკური ფარდია. თავად ტერმინის განმარტებაა: თავისუფლება, წყალობა, შებრალება, გადარჩენა და ნიშნავს ბოროტ ძალთაგან გათავისუფლებას, გადარჩენას. ლექსიკონში ვაქვს მიმღეობური არსხებული `დახსნილი, გათავისუფლებული~ (ქაჯაია 2001, 195). ამავე მნიშვნელობისაა ალობა || ალება `1. თანხმობა, ყაბული. 2. მიტევება, ლოცვა~ (ქაჯაია 2001, 181). ტაბუს, როგორც ვერბალური ფენომენის კვლევა საინტერესოა ეთნოლინგვისტური თვალსაზრისით, საერთოქართველური კულტურის, ხედვის აღსადგენად მნიშვნელოვანია მეგრულის მონაცემთა გათვალისწინება. არადა, თანამედროვე მეგრულში ტაბუს გამომხატველ ლექსემათა არე შევიწროებულია.
განხილული მასალიდან ენის აქტიურ ფონდში მხოლოდ დაავადებათა და ლექსემა `გველის~ მონაცვლე ევფემიური ფორმები რჩება, დანარჩენი კი მეტყველთა პასიურ ფონდშია გადასული, ანუ ინფორმატორთა მეხსიერების კუთვნილებაა.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.აფრიდონიძე 1990 - შ. აფრიდონიძე, აპელატიური მიმართვის ფორმების გამოყენებისათვის ქართულში: იკე, ტ. XXIX, 1990.
2.ბაინდურაშვილი1971-ა.ბაინდურაშვილი, სახელდების ექსპერიმენტული ფსიქოლოგია, 1971.
3.გამსახურდია 1959 - კ. გამსახურდია, `ტაბუ~, რჩეული თხზულებანი,რვატომეული, ტ. III, თბ. 1959.
4.დარასელია 2001 - ნ. დარასელია, ტაბუ და სინკრეტული ცნობიერება.საენათმეცნიერო ძიებანი~ XI. 2001.
5.თოფურია 1979 - ვ. თოფურია, ქართველურ ენათასიტყვაწარმოებიდან, VI,კომპოზიტები, შრომები, ტ. III, 1979.
6. კვირტია 2001 - მ. კვირტია, წერილების კრებული, 2001.
7.კარტოზია 1997 - გ. კარტოზია, ფიცის ნაწილაკები მეგრულში: ეტიმოლოგიური ძიებანი, VI, 1997.
8. ЛЭЛ 1990 - Лингвистический энциклопедический словарь, 1990.
9. ნებიერიძე 1999 - გ. ნებიერიძე, ენათმეცნიერების შესავალი, 1999.
10. სახოკია 1985 - თ. სახოკია, მოგზაურობანი, ბათუმი, 1985.
11. Fრაზერ 1993 - ჟ. Fრაზერ, თჰე Gოლდენ, Bოუგჰ, ჭორდსწორტჰ ღეფერენცე, 1993.
12. ქაჯაია 2002 - ო. ქაჯაია, მეგრულ-ქართული ლექსიკონი 2002.
13. ჩიქობავა 1983 - ა. ჩიქობავა, ზოგადი ენათმეცნიერება, II, 1983.
14. ჯორბენაძე 1997 - ბ. ჯორბენაძე, ენა და კულტურა, 1997.
15. ჯორჯანელი 1972 - კ. ჯორჯანელი, ენობრივ აკრძალვათა გადმონაშთები: მაცნე(ენისა და ლიტერატურის სერია), #1, თბ., 1972
16. Hუგჰეს 1992 - G. Hუგჰეს, შწეარინგ. A სოციალ Hისტორყ ოფ Fოულ Lანგუაგე, Oატჰს ანდ Pროფანიტყ
ინ ენგლისჰ. Bლაცკწელლ, 1992 7შემოკლებები: ლემ. A – ლინგვისტური ექსპედიციის მასალები: ინფ. ციალა გოგუა, 73 წლის,წალენჯიხა.ლემ. B1 - ლინგვისტური ექსპედიციის მასალები: ინფ. მაყვალა წურწუმია, 65 წლის,წალენჯიხა.ლემ. B2 - ლინგვისტური ექსპედიციის მასალები: ინფ. ნოდარ ჩანგელია, 78 წლის,წალენჯიხა, სოფ. ჯგალი. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი