უკან დაბრუნება
განცხადებები
სსიპ პროფესიული კოლეჯი "ფაზისი"
13-07-2016, 17:03
ნანახია: 3192
გაუზიარე სტატია მეგობარს


კოლეჯის სახელი

სსიპ პროფესიული კოლეჯი "ფაზისი"

მისამართი

მის: ქ. ფოთი, კონსტიტუციის № 54
ტელ: (0493) 27 53 06
ფაქსი: +995 493 27 87 03
ელ-ფოსტა: poti.pazisi@yahoo.com


კონტაქტი

სსიპ პროფესიული კოლეჯი "ფაზისი" დირექტორი: ნინო ბაკურაძე
მობ:
ელ. ფოსტა: ninobakuradze@gmail.com


დირექტორის მოადგილე – მაყვალა მალანია
მობ:
ელ. ფოსტა: mayvalamalania@rambler.ru

მთ. ბუღალტერი – ინგა მარშანია
მობ:
ელ. ფოსტა: ingamarshania@gmail.com

კოლეჯის ისტორია

პროფესიული კოლეჯი "ფაზისი"თავისი არსებობის მრავალ ათეულ წელს ითვლის. იგი დაარსდა 1956 წელს. წლების განმავლობაში ეს სასწავლო კერა ახორციელებდა მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას ქალაქის შრომის ბაზრის მოთხოვნათა საფუძველზე. კოლეჯი მჭიდროდ თანამშრომლობდა ფოთის საზღვაო ნავსადგურთან და გემთშემკეთებელ-გემთმშენებელ ქარხანასთან. კოლეჯის ბაზაზე მიმდინარეობდა მუშა-მოსამსახურეთა მომზადება-გადამზადება შემდეგ სპეციალობებში: დოკერ-მექანიზატორი, მეამწეები, გემის ელექტრიკოსი, გემის ზეინკალ-მემონტაჟე და ა.შ. კოლეჯმა თავისი არსებობის მანძილზე რამდენჯერმე მცირედ იცვალა მიმართულება, მაგრამ ძირითადი პროფილი უცვლელი დარჩა. 2008 წლის 16 მაისს კოლეჯს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეწვია. კოლეჯს გადაეცა 25 კომპიუტერი შესაბამისი ინვენტარით და განხორციელდა ჩვენი ქალაქისათვის აქტუალური სახელობო-საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია. 2011 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელდა კოლეჯის სრული რეაბილიტაცია, ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები. კოლეჯი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ აგრეთვე სრულად აღიჭურვა ინვენტარითა და თანამედროვე ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკით. პროფესიული კოლეჯი "ფაზისის" სასწავლო და საწარმოო გარემოს შექმნას მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი აგრეთვე დონორმა ორგანიზაციებმა: გაეროს განვითარების პროგრამა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო. რეაბილიტირებული კოლეჯი 2011 წლის 8 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა ქ.ფოთი, როგორც თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ქალაქი, თავისი განვითრების გზაზე აუცილებლად მოითხოვს კვალიფიცირებულ მუშახელს და ჩვენი კოლეჯის მიზანიც მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაა. ჩვენი რეგიონისათვის პრიორიტეტია ტურიზმის სფეროს განვითარება, ამ მხრივ კოლეჯი აქტიურად არის ჩართული ამ დარგის სპეციალისტების მომზადებაში. ქალაქის შრომის ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით კოლეჯი ამზადებს აგრეთვე სპეციალისტებს, როგორც მომსახურების, ასევე სამშენებლო სფეროში. კოლეჯი თანამშრომლობს ქალაქის მრავალ ორგანიზაციასთან და ეს ორგანიზაციები წარმოადგენენ ბაზას საწარმოო პრაქტიკის გასავლელად ჩვენი სტუდენტებისათვის. კოლეჯში სწავლობენ, როგორც ადგილობრივი, ასევე მიმდებარე რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები, ასევე, ჩვენი კარი ღიაა მზრუნველობა მოკლებული,უნარშეზღუდული, დევნილი და სოციალურად დაუცველი ფენებისათვის. კოლეჯი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით.

რესურსები ინტერნეტში

webgeorgia.ge/ კოლეჯი "ფაზისი"
https://www.facebook.com/კოლეჯი "ფაზისი"
http://www.phazisi.edu.ge/ კოლეჯი "ფაზისი"

სურათები

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი