უკან დაბრუნება
განცხადებები
ხობის მონასტერი
20-05-2020, 19:45
ნანახია: 124
გაუზიარე სტატია მეგობარს


აგებულია XIII-XIV სუკუნეებში, ტაძრის აშენება უკავშირდება გუბაზ მეფის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და ცოტნე დადიანის სახელებს. აკაკი წერეთელმა ხობის მონასტერს მიუძღვნა პოემა „ნათელა“. ტაძარი შემკულია ჩუქურთმებითა და ფრესკებით. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე აქ იყო დასვენებული ღვთისმშობლის კვართი, წმ.გიორგის ბარძაყი, წმ.მარინეს მკლავი, წმ.კვირიკეს ხელის მტევანი, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი და სხვა სიწმინდეები. მონასტერი არქიტექტურულ კომპლექს წარმოადგენს, რომელშიც შედის ტაძარი სასახლე, სამრეკვლო გალავანი და სხვა ნაგებობათა ნაშთები. შუა საუკუნეებში ხობის მონასტერი დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის რეზიდენციას წარმოადგენდა.

დამატებითი ინფორმაცია: უძველესი დოკუმენტი, რომელშიც ხობია მოხსენიებული, არის ჯვრის სამონასტრო მატიანეში შეტანილი აღაპი, სადაც მოხსენიებულნი არიან ცოტნე დადიანის ოჯახის წევრები და ახლობელი პირები. მათ შორის ეგნატე, ხობის წინამძღვარი. მოსახსენიებელ¬ში ნათქვამია: ქ. ამასვე დღესა აღაპი ეგნატი ხოპისა წინამძღვრისა.

ხობის ტაძარი შერგილ დადიანის ოჯახის განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობდა. აქ დაცულია კიდეც შერგილის, მისი მეუღლე ნათელისა და ყმაწვილ ცოტნეს ფრესკები. ისევე, როგორც ლაშა-გიორგის გაუგზავნია იერუსალიმში მოსახსენიებელთა განსაწესებლად მესტუმრე შალვა, შერგილ დადიანსაც წარუგზავნია იქ ეგნატე ხობისა წინამძღვარი, და ბარამ უშაფათელისძე. დოკუმენტში მოხსენიებულია ასევე ეგნატეს დედა ნისიმე და მისი ძმა ყელგრძელი. რადგან ეგნატე ხობის წინამძღვრად მოიხსენიება, უნდა ვიფიქროთ, რომ ამ პერიოდში ხობი საწინამძღვრო იყო და, როგორც ჩანს, იმდროინდელმა ოდიშის ხელისუფლებამ, ხობის წინამძღვრის სახით, მხარის უმაღლესი საეკლესიო წარმომადგენლობა გააგზავნა.

ეგნატეს მოსახსენიებელი 1212-1222 წლებით თარიღდება. ამიტომაც მისი წინამძღვრობა XIII საუკუნის I ნახევარზე მოდის, კერძოდ კი 1212-1222 წლებზე. საინტერესო დოკუმენტია ამავე ტაძრის ფრესკული წარწერა. აქ, ჩრდილოეთის კედლეზე, წარმოდგენილია გიორგი დადიანი, რომელსაც ეკლესიის გეგმა უპყრია ხელთ, წარწერით - "საყდარი". ქტიტორს მხედრულად აწერია:

ამ:. საყდრისა:. აღმაშენებ(ე)ლი:. ერის
თავთ:. ერისთავი:. და მანდატორ
რთ:. უხუცესი:. დადიანი გ
ირგი:. შეუნდს:. ღმ
თმნ:. ამინ~

იგი, წარწერის შინაარსის მიხედვით, უნდა ეკუთვნოდეს გიორგი II-ს (1345-1384). საფიქრებელია, რომ ხობში საეპისკოპოსო კათედრა გიორგი II დადიანმა დააარსა.

საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ხობის ტაძარივით მდიდარი სავანე. აქ დაცული იყო:

მარიამ ღვთიმშობლის კვართი;
წმინდა გიორგის ბარძაყი;
იოანე ნათლისმცემლის ნაწილები;
წმინდა მარინეს მკლავი;
წმინდა კვირიკეს ხელის მტევანი;
შოლტი - რომლითაც მაცხოვარი იგვემა;
დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი;
მრავალწლიანი ხატი, რომელიც 52 უჯრად არის გაყოფილი და სადაც წმინდანთა ნაწილებია, ხატის შუაში მოთავსებული ძელიცხოვლის ჯვრით.
თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი; მისი დედის ბორდოხან დედოფლის კუთვნილი ხატი; აქვეა ხატები, რომლებიც მოიხსენიებენ დავით ნარინს, მანდატურთუხუცეს ბედან დადიანს, აფხაზეთის მეფეს ლეონ II-ს და სხვა.


წყარო: about.ge
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი