უკან დაბრუნება
განცხადებები
ზუგდიდის საკათედრო ტაძარი
13-11-2016, 11:53
ნანახია: 1245
გაუზიარე სტატია მეგობარს


ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი (1825-1830 წწ.) – მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.
წმიდა ექვთიმე ღმრთისკაცი (თაყაიშვლი) აღნიშნავს, რომ ასაშენებელი ფული იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გამოუგზავნა სამეგრელოს მთავარს და თან დაუბრუნა ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატი თავისი სარტყლით.
XVIII ს. 10-იან წლებში გიორგი გურიელმა იმერეთის მეფე ალექსანდრე IV-სთან საბრძოლველად წამოსულმა „განძარცვა” ეს ხატი და ჰყო სამკაულად თვისად. 1805 წ. სამეგრელოს მთავრინა ნინომ სამეგრელოს დეპუტაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ დიდი ნიკო გიორგის ძე დადიანი, ბეჟან მანუჩარის ძე დადიანი და კარის დეკანოზი იოანე იოსელიანი სამეგრელოს ხალხის სახელით მიართვა ხატი ხელმწიფე იმპერატორს, მან კი ძვირფასად შეამკო და დაუბრუნა სამეგრელოს ხალხს და ბრძანა მის სახელზედ აშენებულიყო ეკლესია, ხოლო ადგილს დარქმეოდა გრიგოლიპოლისი, გრიგოლ დადიანის პატივსაცემად.
როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ჩანს, ვლაქერნის ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი ყოვლადწმიდა სარტყლის ნაწილთან ერთად, რომელმაც არაერთხელ იხსნა განადგურებისაგან კონსტანტინეპოლი, სადადიანოს სათაყვანო უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენდა. წმ. ექვთიმე ღმრთისკაცი სიწმინდეების პარიზში გახიზვნამდე აღნიშნავს, რომ სარტყელი უკვე ხატს არ ჰქონდა.
ტაძრის მახლობლად მდებარე დედოფლის სასახლეში, რომელიც 1923 წლიდან ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმს წარმოადგენს ინახება მსოფლიო მნიშვნელობის სიწმინდეები: ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სამოსელი, წმ. იოანე ნათლისმცემლის და წმ. დიდმოწამე გიორგის ძვლები. წმ. დიდმოწამე მარინეს მკლავი და წმ. მოწამე კვირიკეს ხელის მტევანი, ღრუბლის ნაწილი, რომლითაც ასვეს ძმარი მაცხოვარს და მრავალი სხვა საეკლესიო სიწმიდე, რომელიც სამეგრელოს სხვადასხვა ეკლესიებიდანაა აქ ჩამოტანილი, რათა გადაერჩინათ ათეისტური ხელისუფლებისაგან განადგურებას. ასევე აქ მდებარეობს საკათედრო ტაძრის ოთხი დიდი ზომის მოოქროვილ პერანგიანი ხატი. აღსანიშნავია, რომ ერთ–ერთი მათგანი ღმრთისმშობლის სარტყლის დადების სახელობისაა (დღესასწაული 31 აგვისტო – ახ. სტ. 13 სექტემბერს

წყარო: wikipedia.org





скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი