უკან დაბრუნება
განცხადებები
ზუგდიდის კვირაცხოვლობის ტაძარი
15-11-2016, 22:02
ნანახია: 1551
გაუზიარე სტატია მეგობარს


ზუგდიდის კვირაცხოვლობის სახელობის (მაცხოვრის კარის) ტაძარი (XV-XVI სს) – მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.
ზუგდიდის კვირაცხოვლობის სახელობის, ერში სიყვარულით წოდებული „მან­ცხვარკარიშ“ ეკლესია, ქალაქის ერთგვარ სიმბოლოდაც არის ქცეული. ისტორიულ ქრონიკებში ტაძარი პირველად XIV ს. იხსენიება, თუმცა არსებობს ზოგიერთი მკვლევარის მინიშნება, მისი არსებობის დასაწყისად X ს. მიიჩნიონ. მიუხედავად ამისა, მეცნიერთა უმეტესობა მაინც პირველი ვარიანტის მომხრეა. ისტორიამ არ შემოგვინახა ტაძრის აღმშენებლის სახელი.
ტაძრის თავდაპირველი ძველი არქიტექტურული იერსახე იყო სიმეტრიული ჯვარ-გუმბათოვანი ბაზილიკა, იმდენად მცირე, რომ სავარაუდოა — სპეციალურად ბერებისათვის ყოფილიყო აგებული. 1874 წელს რუსეთის ეგზარხოსობისას ტაძარი რესტავრირებულ იქნა: მოეშენა ორი — მარჯვენა და მარცხენა ნაწილი, სამრეკლო და სტოა.
ტაძარი ადრე წმ. გიორგის სახელობის ყოფილა. ტაძრის დღესასწაული აღინიშნება აღდგომის განახლებას — კვირაცხოვლობას.

წყარო: wikipedia.org
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი