უკან დაბრუნება
განცხადებები
ქ. ფოთის №5 საჯარო სკოლა
მოინახულეს: 3406
სკოლის სახელი

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. ფოთის N5 საჯარო სკოლა

მისამართი

მის.: ქ. ფოთი, მიქაბერიძის ქ. №5
ტელ: (0493) 27 52 06
ელ. ფოსტა: poti5skola@gmail.com


კონტაქტი

ქ. ფოთის №5 საჯარო სკოლა დირექტორი – კობა სამურკასოვი
მობ: 577122565: 593304043
ელ. ფოსტა: k.samurkas@gmail.com


დირექტორის მოადგილე – ნინო კილასონია
მობ: 577122555
ელ. ფოსტა: ninokilasonia@rambler.ru

ბუღალტერი – ნონა გვასალია
მობ: 577122534
ელ. ფოსტა: nonagvasalia@gmail.com

სკოლის ისტორია

სკოლა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. სკოლა ცოდნის ტაძრად წოდებული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც საფუძველი ეყრება მოზარდის სწავლა–აღზრდას, სადაც პედაგოგების წინამძღოლობით იქმნება პირობები მათი ცოდნის ხარისხის ამაღლებისათვის და უყალიბდებათ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, სიყვარულის, შრომისმოყვარეობის, ნებისყოფის, თავდადების, მეგობრობის გრძნობა. უვითარდებათ უნარ–ჩვევები, რომლებიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში წიგნიერების ამაღლებას, ახალი ტექნოლოგიების ათვისებას.
სკოლა მხოლოდ დღევანდელობა როდია. მას თავისი წარსული აქვს. იგი აწმყოსა და მომავლის საძირკველია, რამდენად საამაყოა ეს წარსული, ამის მოწმე თვით სკოლის მატიანეა.
სკოლის ისტორია 1935 წლიდან იწყება. იგი სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელით იწოდებოდა: 1935–1940 წლებში მეზღვაურთა არასრულ საშუალო სკოლად, 1940 წლიდან მეზღვაურთა საშუალო სკოლად, 1945 წლიდან ვაჟთა პირველ რვაწლიან სკოლად, 1955 წლიდან საშუალო სკოლად. 1997 წელს №5 საშუალო სკოლას მიენიჭა ილია ჭავჭავაძის სახელი.
სკოლას დაარსების დღიდან დღემდე მრავალი თაობა გაუცილებია ცხოვრების სარბიელზე, რომელთაც სახელოვნად უმოღვაწიათ, ერის საქმე უკეთებიათ.
თავისი არსებობის მანძილზე სკოლას ღირსეული თავკაცებიც ჰყავდა:
1935–1940 წწ. – კაპიტონ ჯაკობია
1940–1941 წწ. – პროკოფი ქირია
1941–1942 წწ. – ამბროსი ჭანტურია
1942 წ. – სერგო იოსელიანი
1943–1944 წწ. – სერგო აბულაძე
1945–1955 წწ. – ბორის წურწუმია
1955–1974 წწ. – თინა სარიშვილი
1975–1982 წწ. – გიგლა სამანიშვილი
1982–2006 წწ. – თენგიზ ქილიფთარი
2006–2010 წწ. – ნანა თოფურია
ამჟამად სკოლის დირექტორია კობა სამურკასოვი.
სხვადასხვა დროს დირექტორის მოადგილეები იყვნენ, დემიანე ქოიავა, გიული ჟვანია, ენცო გაბედავა, ლუსია გაბისონია, აკაკი კუნჭულია, თინა გოგიჩაიშვილი, მერი ქაქუთია, რ. ალექსანდრია, თალიკო კვარაცხელია, გოჩა ქორქია, მერი უსანეთაშვილი, გივი ლომია.
სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს წლების მანძილზე მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესის სრულყოფის საქმეში. მათი დაუღალავი შრომის შედეგია ის, რომ ქ. ფოთის №5 საჯარო სკოლა ერთ–ერთი ყველაზე უფრო წარმატებული სკოლა იყო, როგორც ქალაქში, ასევე რესპუბლიკაში. ის ლიდერობას დღესაც ინარჩუნებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული სკოლების ბრენდირების პროექტის ფარგლებში ბრენდირებული სკოლები გამოვლინდა. ჩვენს სკოლას შვიდი ვარსკვლავი მიენიჭა.
სკოლა ახალი გამოწვევების წინაშე დგას. ამ გამოწვევებს სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ღირსეულად უპასუხებს. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა იქნება საწინდარი მომავალი გამარჯვებების.

რესურსები ინტერნეტში

facebook.com/ ქ. ფოთის 5 - საჯარო სკოლა
poti5skola.blogspot.com/ ქ. ფოთის 5 - საჯარო სკოლა

სურათები
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы
გაუზიარე სტატია მეგობრებს

   
დააფიქსირეთ თქვენი აზრი