უკან დაბრუნება
განცხადებები
ალერტი
11-10-2017, 17:04
ნანახია: 2367
გაუზიარე სტატია მეგობარს




    საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქელოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტმა მთხოვა მეცნობებინა ალერტის კულტთან დაკავშირებული ამბები. მეც შეძლებისდაგვარად განუმარტე ალერტის რაობა და მასთან დაკავშირებული საკულტო დღესასწაულებზე, მაგრამ იქნებ სხვამ სხვანაირად უფრო დაბეჯითებით იცის!
  ხატები და მათი თაყვანისცემა წარმათული რელიგიის გადმონაშთია შემდეგში ქრისტიანიზმში.  შეზრდილი და გავრცობილი. ხატების თაყვანისცემა უფრო მტკიცედაა შემორჩენილი. სადაც  ქრისტიანობის არსი ზერელედაა გაგებული. მაგ. სამეგრელოში, სადაც  ქრისტიანობა  თავიდანვე დამახინჯებულად იქნა გაგებული,  მრავალგვარი და მრავალი სახის ხატის თაყვანისცემა იყო გავრცელებული. უმრავლესობა ხატებისა წმ. გიორგი (ჯგერაგ) სახელს ატარებდა. რადგან წმ.გიორგი ლეგენდის მიხედვით, ხალხის სიკეთისათის მებრძოლი ვეშაპმხოცავი რაინდი იყო. ერთი ლეგენდის მიხედვით იგი მაქაცარია ყოფილა, შემდეგ წმინდანად აღიარეს და მეგრულ მეტყველებაში დღემდე საფიცრად არის შემორჩენილი - „წინანგიორგიში მარდუმეე“ („წმ. გიორგის მადლმაო“). ეკლესიები მის სახელზე იგებოდა, სხვა ხატებიც მისი „ნაწილოვანი“ იყო და ასეც იწოდებოდა „წმ.გიორგი ქიაჩი“ „წმინდა გიორგი ყული“, „წმ. გიორგი ალერტი“, „წმინდა გიორგი ყული“, „ალერტი“ , „წმ.გიორგი ლაკადური“ - სუმხოლო მაკათური... შეეწიოსო“ იტყოდა - ენაწყლიანი თამადა ღვინის გალოცვაში. მაგრამ ქრისტიანული რელიგიის მოღვაწეთა ხატები არ ატარებდა წმინდა გიორგის სახელს, როგორც იყო ღვთისმშობლის ხატი, მაცხოვრისა და სხვ. არც აღმოსავლეთის „ჯვარები“ („ლაშარის ჯვარი“, „ძელის ჯვარი“) იყვნენ მასთან  კავშირურთიერთობაში. ასე რომ ალერტი წმ. გიორგის ნაწილოვანი იყო, როგორც ისტორიულ ვლაქერნი ხალხური გამოთქმით ვლანქერიში წმ. გიორგი, რომელიც 1921 წელს უცხოეთში გაიტაცეს მენშევიკებმა. სახელწოდება ალერტი თურქული წარმოშობისაა. ზოგი  ავტორი ალერტს შეკუმშულ ალავერდად (ალაჰვერდი - ღვთის ბოძებული) ალერდად მიიჩნევს და ასეც უნდა იყოს (საერთოდ ყველაფერი კარგი, შესანიშნავი - იარაღი იქნება, თუ წამალი სამეგრელოში თურქულად იწოდებოდა, ალაბათ „დიდი თურქალა“ (1855წ. გადმონაშთი). ზედწოდება ალერტი ერთობ გავრცელებულია. ასე  მაგალითად, ალერტკარი ერქვა ზუგდიდის რაიონის დღევანდელ სოფელ გრიგოლიშს; ასევე ალერტი ჰქვია მარტვილის რაიონის ერთ სოფელს, ზესტაფონის რაიონის ერთ სოფელსაც ალავერდი ჰქვია, სომხეთში ქალაქს ეწოდება ალავერდი. თვით ალერტის ხატი ესვენა (ახლაც ასვენია) სენაკის რაიონის სოფ. ფოცხოს ეკლესიაში, რომელიც ალერტის ეკლესიის სახელს ატარებს და საკულტო დღესასწაულიც იქ ტარდება ყოველი წლის 23 აპრილსა და 10 გიორგობისთვეს (ძვ. სტილით) ეს საკულტო დღეასწაული ამავე რიცხვებში ტარდებოდა ჩხოროწყუს რაიონის სოფლებში თაიასა და ზუმში (23 აპრილს) ფოცხოში ეს დღესასწაული ტარდება სრულიად იმავე წესით, როგორც არიოობა და გერისთობა ქართლში იმ განსხვავებით, რომ გერისთობა ტარდება მარიამობის შემდეგ სამ კვირა დღეს, ყველგან ეს საკულტო დღესასწაული უკვე გადაქცეულია ვაჭრობა-ბაზრობისა და უსაქმურთა ლოთობა-ღრეობის დღეებად, რაც მიუღებელი და დასაგმობია.
1974 წ.


მამანტი კვირტია.  წიგნი „კვიმატი“ 2001 წ. გვ.131-132
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი