უკან დაბრუნება
განცხადებები
ობუჯი
4-09-2016, 19:45
ნანახია: 1245
გაუზიარე სტატია მეგობარს


სადაც ჩხრიალით მირბის სქურდილა
და ჭანისწყალის ანკარა წყალი,
სად გავატარე ჩემი ბავშვობა
და ავახილე პირველად თვალი.
სადაც მე ვიცნობ დიდს თუ პატარას
და სადაც მიცნობს კაცი თუ ქალი,
სად უცხოვრია მამა-პაპასა,
სადაც მარხია იმათ ძვალი.
სადაც ახოა ქვიან-ტყიანი
და სახლები დგას ხურული ისლით.
რაც შენებულა მამა - პაპათგან
შრომით, ჯაფითა, ოფლით და სისხლით.
ტურფა სქურდილას ტყიან ნაპირზე
მოსჩანს წისქვილი და მისი ღარო,
ან იდუმალი მდუმარებითა
გურიშიასი გამოდის წყარო.
აი, ალაგი, სად ჩემი გული
იგრძნობს შვებას და მოსვენებასა.
აი, ადგილი, ტურფა ადგილი,
სადაც აქვს გემო ჩემს ცხოვრებასა.
სად უნდა ვიყო, ამის გარეშე,
ჩემი ცხოვრება მოწამლულია.
სიზმრად თუ ცხადად მაინც აქ არი -
ჩემი სული და ჩემი გულია.
1912 წ. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი