უკან დაბრუნება
განცხადებები
როცა პროფესიულ ღირსებებს ორგანიზატორული ნიჭიც ახლავს...
24-09-2017, 21:29
ნანახია: 1660
გაუზიარე სტატია მეგობარს




  დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია ექიმთა დიდი და გამორჩეული ოჯახი, ქანთარიას გვარს რომ ატარებს... საგვარეულო ხეზე ხომ სამი თაობის შვიდი ექიმია. დაილოცოს მათი მარჯვენა, რამეთუ იგი ყველაზე ძვირფასს სიცოცხლეს ემსახურება.             
ფესვები
ვლადიმერ ქანთარია ხობის რაიონში დაიბადა და იქვე მოღვაწეობდა. ექიმი-თერაპევტი( მაშინ ტომ თითზე ჩამოსათვლელი იყო) ხობის რაიონში სამედიცინო დაწესებულებათა ხელმძღვანელიც იყო. სამედიცინო განათლება კიევში მიუღია და ცოდნასთან ერთად ლამაზი უკრაინელი ქალიც თავისად დაუგულებია. ქსენია ვოიტენკოს, ქალაქშიგაზრდილ ქალს, მალე აუღია ალღო სოფლის ცხოვრებისათვის, მეგრულიც უსწავლია და ვლადიმერისთვისშესანიშნავი სამი ვაჟკაციც აღუზრდია. პატარა შოთა თურმე მამის თვალებში კითხულობდა როდის იმარჯვებდა მამა სიკვდილთან ბრძოლაში და როდის მარცხდებოდა. ალბათ, სწორედ მაშინ გადაწყვიტა თავადაც ყველაზე მძიმე და საჭირო პროფესია აერჩია. ვლადიმერ ქანთარია სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული კაცი გახლდათ, ამიტომ ყოველ კონრეტულ შემთხვევაში თავდაუზოგავად უბრძოდა მის გადასარჩენად. ომის წლებში იმ კომისიას  ხელმძღვანელობდა ქვეყნის დამცველები რომ უნდა შეერჩია, საოცრად პატიოსანს ვერც კი წარმოედგინა,სხვისი შვილების გვერდით საკუთარსაც არ ეომა. იომეს კიდეც.           ძლიერი კოლექტივის ხელმძღვანელიოჯახის ნაბოლარა ვაჟი- შოთა 1925 წელს დაბადებულა. სკოლის დამთავრებისთანავე ჩარიცხულა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში, სან-ჰიგინური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ საკვალიფიკაციო გადამზადების კურსები გაუვლია დაექიმ-რენდგენოლოგის ამპლუაში მოვლენია ექიმთა საზოგადოებას. 1950 წელს სოფელში სტუმრად ჩამოსული გოგონასათვის ვენერა გუგუშვილისათვის დაუდგამს თვალი, შეურთავს კდიეც და ერთი წლის შემდეგ საცხოვრებლად ფოთში გადმოსულა.გულისხმიერმა, კაცთმოყვარე და კეთილი ღიმილით სახეგაბრწყინებულმა კაცმა მალე დაიპყრო ფოთელთა გული და 1953 წელს ქალაქის საავადმყოფოს მთავარი ექიმი გახდა. მის გვერდით მოღვაწეობდნენ უნიჭიერესი მედიკოსები: მამია ჩხეიძე, შოთა სვანიძე, დემიანე ნადარეიშვილი, მიხეილ ალანია. მათ ღირსეული, ერუდიციითა და მრავალმხრივი განათლებით გამორჩეული ხელმძღვანელი სჭირდებოდათ და ჰყავდათ კიდეც ბატონი შოთას სახით. მის მიერ ჩატარებული ყოველი, თათბირი საქმიანი და სიცოცხლეზე ზრუნვით გაჯერებული იყო. ამიტომ უყვარდათ, ეფერებოდნენ და გვერდში ედგნენ. 30 წელი ხელმძღვანელობდა ამ დიდსა და ძლიერ სამედიცინო კოლექტივს. შემდეგ ქალაქის პირველი პოლიკლინიკის ხელმძღვანელი დასჭირდათ,არ უყოყმანია, სადაც ქალაქს მისი ნიჭი და გამოცდილება სჭირდებოდა, უყოყმანოდ იქ დგებოდა. სიცოცხლის ბოლომდე დარჩა პოლიკლინიკის ხელმძღვანელად.  ყურადღებიანი, თბილი, მცოდნე ექიმის ნაადრევად წასვლა მძიმედ განიცადა ქალაქმა.ორი ქალიშვილი დარჩა, ნანი და მანანა, ორთავენი ბაბუისა და მამი პროფესიის ერთგულნი და გამგრძელებლნი...
              
 სხვა არჩევანი არც მქონია

   ნანი ქანთარია, ბატონი შოთას პირველი ქალიშვილი 1952 წელს დაიბადა. სწავლობდა მე-2 საშუალო სკოლაში. პირველი კლასიდანვე ფრიადოსანი იყო.--„ ახლა შორიდან, სვისი თვალით ვუცქერი ჩემს თავს, წესრიგიანი და მონდომებული ვიყავი, დინჯი და სწავლის მოყვარე, სულ წიგნებს ვუტრიალებდი, ვმეცადინეობდი. გართობისთვის დროს არ ვიტოვებდი, თუმცა ოლიმპიადებში მუდამ ვმონაწილეობდი.ვმღეროდი, კონცერტიც მიმყავდა, ლექსებს ვამბობდი, მაგრამ ჩემთვის მთავარი მაინც სწავლა იყო. აი, ჩემი და კი ყველაფერს ასწრებდა: მუსიკასაც, ცეკვასაც, გართობასა და გაპრანჭვასაც კი. დრო ყველაფრისთვის ჰყოფნიდა“-ღიმილით იგონებს ქალბატონი ნანი.  სკოლა 1969 წელს ფრიადზე დაამთავრა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში, პედიატრიის ფაკულტეტზე. 1974 წელს ახალგაზრდა ექიმი ჩამოვიდა მშობლიურ ქალაქში და მუშაობა დაიწყო ბავშვთა საავადმყოფოში ჯერ მკურნალ ექიმად, შემდეგ განყოფილების გამგედ.--„სხვა არჩევანი არცა მქონია. მე ხომ ექიმთა გარემოცვაში გავიზარდე. მამა კომუნიკაბელური თბილი კაცი იყო, ამიტომ სამეგობროს ხშირად სახლში  იწვევდა. შესანიშნავი ადამიანები: მამია ჩხეიძე, მიშა ალანია, ვახტანგ ვეკუა ჩვენი ხშირი სტურმრები იყვნენ, მათგან ვისრუტავდი ექიმობის ხიბლს, მათი პროფესიული ოსტატობით აღტაცებულს ერთი მისწრაფება მქონდა-- მეც ექიმი გავმხდარიყავი. პედიატრია კი ბავშვების სიყვარულმა ამარჩევინა“. 1999 წლიდან ქალბატონი ნანი ბავშვთა საავადმყოფოს მთავარი ექიმია. ბაბუისა და მამისაგან მემკვიდრეობით მიღებული ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული, ყველაფერს აკეთებს საავადმყოფოს წინსვლისა და სრულყოფისათვის.  დავინტერესდი მოზარდებში დრეისათვის გავრცელებული დაავადებების სპეციფიკით. როგორც ქალბატონი ნანი აღნიშნავს, --„რევმატიზმი და საშარდე სისტემების დაავადებები, ადრე ასე რომ მძლავრობდა, დღეს მინიმუმამდეა დასული. სამაგიეროდ, იმძლავრა სასუნთქი გზების დაავადებებმა. პნევმონია და ალერგიული დაავადებები. როგორც ჩანს, ეს არსებული დუხჭირი მდგომარეობითა და ეკოლოგიური ფონის გაუარესებითაა განპირობებული“.ჩემი სტუმრობის დროსაც საავადმყოფოდან რჩევისათვის დაურეკეს მთავარ ექიმს, ისიც ჯერ გულისყურით ისმენს, შემდეგ კი კვალიფიციურ რჩევასაც აძლევს. სხვანაირი არც შეიძლება იყოს ბატონი ვლადიმერისა და ბატონი შოთას შთამომავალი.
                
ქალი, რომელმაც მართლაც დასჯაბნა დრო

მანანა ერთი წლით უმცროსია დაზე. ისიც მე-2 საშუალო სკოლის კურსდამთავრებულია. სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სწავლა მანაც თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში განაგრძო, მხოლოდ სამკურნალო ფაკულტეტზე, სტუდენტობის დროს შექმნა ოჯახი და მეუღლესთან გია თვალაძესთან ერთად მოსკოვში გადავიდნენ.სწავლა მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუში გააგრძელა ედა ექიმ-გინეკოლოგიის დიპლომით დაუბრუნდა თბილისს. ბატონი გია თვალაძე, პროფესიით ინჟინერი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, „პირიმზის“ დირექტორია.ჰყავთ ერთადერთი ქალიშვილი რუსიკო და ორი შვილიშვილი 6 წლის ანუკი და ერთი წლის ელენე.                 
  დედულეთმა სძლია

  რუსიკო სასკოლო არდადეგებს ჩვეულებრივ ფოთში ატარებდა. შეიძლება ითქვას, რომ ვენერა ბებოს გაზრდილია. ტრადიციას მანაც არ უღალატადა ექიმი-პედიატრი გახდა.__“იმდენად უყვარდა ფოთი რომ დარწმუნებული ვიყავი, აქვე გათხოვდებოდა,“- ამბობს ნანი დეიდა. შორს არ წასულა (იცით ალბათ, ქანთარიები ქალაქის პოლიციის წინ ცხოვრობდნენ), საბედო პოლიციაში აღმოჩნდა. დღეს რუსუდან თვალაძესა და მერაბ ლიპარტიას შესანიშნავი ოჯახი აქვთ. ქვეყანას ორ ლამაზ ქალიშვილს უზრდიან. რუსიკო ბავშვთა საავადმყოფოში დეიდასთან პედიატრად მუშაობს, მერაბი კი პოლიციის დაცვის განყოფილებას ხელმძღვანელობს.მათი საოცრად ლამაზი, „დაბრძენებული“ ანუკი შესანიშნავად რომ კითხულობს ინგლისურ და ქართულ ლექსებს, წელს სკოლა „ბალავარში“ დაიწყებს სწავლას. მას სახლზე მეტად ბებოსთან და ნანი ბებოსთან უვარს ყოფნა. მათ ვერ ელევა და თუ რამ სათხოვარი აქვს, ნანი ბებოს უფრო უმხელს, თუმცა მეც „ გამიმხილა“ ერთი საიდუმლო:--„ მეც ექიმი ვიქნები, მხოლოდ ქირურგიო, იმიტომ რომ მშიშარა არა ვარო“. გვჯერა ეს ნიჭიერი პატარაც არ უღალატებს ტრადიციებს და კვლავაც გამრავლდებიან ქანთარიების საგვარეულო ხეზე ექიმი  პედიატრები, გინეკოლოგები, თერაპევტები, ქირურგები და ფხიზლად ჩადგებიან ერის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის სამსახურში.

გაზეთი „ფოთელი და ფოთელები“  ივნისი 2002 გვ.3
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი