უკან დაბრუნება
განცხადებები
იგი ქალაქის სისხლხორცეული ნაწილი იყო...
13-09-2017, 20:39
ნანახია: 1748
გაუზიარე სტატია მეგობარს


  დიახაც რომ, ბატონი ვლადიმერი ქალაქის კოლორიტი იყო. ფიზიკური და სულიერი საოცარი ჰარმონიით შერწყმულიყო მასში, დააბიჯებდა დახვეწილი გემოვნებისა და გარეგნობის ეს ნამდვილი ინტელიგენტი ქალაქის ქუჩებში და გიხაროდა, რომ ის ამ ქალაქის, მისი ხალხის ნაწილი იყო.   გასული საუკუნის 20-იან  წლებში, სოჭიდან ფოთში საცხოვრებლად გადმოვიდა ბიქტორ კეშელავას ოჯახი და ბინა დაიდო დ. აღმაშენებელზე  ერთსართულიან ხის სახლში, სადაც დღემდე მისი თანამშრომლები ცხოვრობენ. ბიქტორის ორი ვაჟიშვილი, ორივე სოჭში დაბადებული, ინჟინრის რთულსა და საინტერესო პროფესიას დაეუფლა. უმცროსი დავითი დედაქალაქში დამკვიდრდა, ვლადიმერი კი, რომელსაც ზღვის სუნთქვა ნანასავით ელამუნებოდა, ვერ შეელია ზღვასა და ზღვისპირა ქალაქს. 1934 წელს , ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ  მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა. ნიჭიერი, ერუდირებული კაცი „თანდაყოლილი“ ორგანიზატორული ნიჭის გამო მუდამ ხელმძღვანელ პოსტებზე ინიშნებოდა. ომის წლებში და შემდგომ (1939-53წწ.) ქალაქის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე 1952 წელს, როცა ჰიდრომექანიზმების ქარხნის განვითარების პერსპექტივა გამოიკვეთა და საჭირო გახდა მაღალი რანგის ხელმძღვანელის დანიშნვნა, ქალაქმა არჩევანი ვლადიმერ კეშელაავზე გააკეთა და არცთუ უსაფუძვლოდ.   ბატონი ვლადიმერის მოსვლამდე კუსტარული წარმოება იყო, ტერიტორიის უმეტესი ნაწილი დაჭაობებული, მიწისმწოვი დანადგარებიც ერთეულობით მზადდებოდა. მოსვლისთანავე ახალმა დირექტორმა მთელი ენერგიით მოკიდა ხელი ქარხნის შემდგომ ზრდას და ქალაქს კარგად დაამახსოვრა ამ ქარხნის მრავალი ჯილდო, რესპუბლიკური, თუ საკავშირო იმისათვის, რომ პროდუქცია საზღვარგარეთელ სპეციალისტთა ყურადღების ცენტრში მოხვედრილიყო. ბატონმა ვალოდიამ დაამზადა პროდუქციის მოდელები და საერთაშორისო ბაზრობებსა და გამოფენებზე გაიტანა. მიაღწია კიდეც სასურველს: ერთ-ერთ ასეთ გამოფენაზე „უჰმ-ს“ ტიპის უნივერსალურმა მანქანამ საერთაშორისო ოქროს მედალი დაიმსახურა. დაიწყო პროდუქციის სერიული გამოშვება ამასთან ერთად ენერგიული დირექტორი დაუკავშირდა საკავშირო სამეცნიერო საკვლევ-საპროექტო ინსტიტუტებს  და დაიწყო  ახალი ტიპის, მოდერნიზებული 6 სხვადასხვა სახის მანქანის ათვისება. აი, რას ნიშნავს, იყო ხელმძღვანელი და ისწრაფოდე დარგისა და შენი ქვეყნის ეკონომიკური ძლიერებისაკენ, აქედან გამომდინარე, ზრუნავდე შენი კოლექტივის კეთილდღეობისათვის. აკი, ამ პროდუქციით გაიცნო ჩვენი ქალაქი მსოფლიოს 16 ქვეყანამ ამ ქვეყნებში მივლინებული ფოთელი სპეციალისტები, თავის პროფესიულ და ეროვნულ სახეს ავლენდნენ, აყვარებდნენ მათ ჩვენს ქვეყანასა და ხალხს.   ბატონმა ვალოდიამ  ლამაზი ოჯახი შექმნა ქუთაისელ საოცრად ლამაზ გოგონასთან მარგალიტა გაგუასთან ერთად, რომელიც 1940 წელს ფოთში ექიმის დიპლომით  ჩამოვიდა და წლების განმავლობაში საქმიანობდა - ხელმძღვანელობდა მეზღვაურთა  საავადმყოფოს პოლიკლინიკას, ღირსეული ქალბატონი ყველასთვის საყვარელი ფოთელი გახდა.1946 წელს ახალგაზრდა ოჯახმა დიდი ბედნიერება იზეიმა, ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინათ, ამ ინტელიგენტურ, ღრმად ერუდირებულ ოჯახში არ შეიძლებოდა ურიგო შვილები გაზრდილიყვნენ  ლალი და ვიკა, ღირსეული მატარებელნი არიან ოჯახური გენეტიკური „ფონდისა“: ლალი ინჟინერია, ფოთის ნავსადგურში მუშაობს. ვიქტორი (ვიკა) კი სამედიცინო ასპარეზზე ღირსეულად იღწვის მოსკოვში. მოსკოვის რენტგენო-რადიოლოგიური  სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერია, მრავალი გამოგონებისა და შრომის ავტორი. მეტად გულსატკენია, რომ ბატონი ვალოდია საყვარელი ვაჟიშვილის დიდ სამეცნიერო მიღწევებს ვერ შეესწრო  იგი ჯან-ღონით, ენერგიით ახალი მიზნებით აღსავსე მოულოდნელად წავიდა ამ ქვეყნიდან, შეერთო მარადისობას, მაგრამ დატოვა დიდი სიყვარული და ნათელი კვალი.    ფოთელი მანქანათმშენებლები ყოველ დიდ თუ პატარა თავყრილობაზე თბილად იგონებენ  შესანიშნავ ხელმძღვანელს, კაცურ კაცს და ინტელიგენტს.
    მერე რა, რომ იგი ჩვენს გვერდით აღარ არის. ჩვენთანაა ხსოვნა,გარეჯებული სიამაყით, რომ ჩვენს ქალაქს ჰყავდა ასეთი კოლორიტული პიროვნება რომ მისი სახლი დღესაც სუნთქავს შთამომავალთა მძლავრი ფესვებით და ამ ფესვებიდან მუდამ აღმოცენდება ქართული ინტელიგენციის ახალი ნერგები.
გაზეთი „ფოთი და ფოთელები“   ოქტომბერი  2002წელი  7 გვ.
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი