უკან დაბრუნება
განცხადებები
„განა მეც ფოთელი არა ვარ ?“
6-08-2017, 00:28
ნანახია: 1467
გაუზიარე სტატია მეგობარს



  არის ცხოვრებაში დღე,რომელიც სამუდამოდ აღიბეჭდება მეხსიერებაში, კინოფირივით ნათლად, ყოველი წვრილმანიც კი -დაუვიწყარია.   ამ საინტერესო ქალბატონს - დინა ბაზელკოს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო დღეებში  შევხვდი. მისმა სიტყვამ, რომელიც არა პირადი პრობლემებით, არამედ  ქალაქის სასიკეთო სურვილებით  იყო ნაკარნახევი, მომხიბლა და მისდამი ინტერესიც გამიჩნდა. როცა რესპოდენტობა შევთავაზე და ვუთხარი, გაზეთ „ფოთი და ფოთელებიდან“ ვარ-მეთქი, ცრემლით დაენამა თვალები,მერე კი სიამაყით მითხრა: „განა მე ფოთელი არა ვარ? 20 აგვისტოს ფოთში ცხოვრების 60 წელი მისრულდება. ფოთი ხომ დღევანდელამდე ჩემს თვალწინ მოვიდა. ჩემი სპეციალობით, ქალისათვის მძიმე და შრომატევადი-ელშემდუღებელი - ვინ იცის  რამდენი კარგი საქმე მიკეთებია, რამდენი გემი შემიკეთებია და ამიგია.“  მეც ვეთანხმები ქალბატონ  დინას, საქმე ის კი არ არის სად დავიბადე არამედ ის, სად იცხოვრე,იღვაწე, რომელი ქალაქის წინსვლისთვის დახარჯე შენეული ენერგია და სიყვარული.~     ქალბატონი დინასთვის კი ფოთელობა ასე დაიწყო.
 - სამხედრო ქარხანა საიდუმლო გრიფით  „201“ სევასტოპოლისაა, ომის ქარცეცხლიან წლებში მუშა-მოსამსახურეებთან ერთად ევაკუირებულ იქნა ტუაფსეში.
    ჩემი ოჯახი-დედ-მამა, ძმები,მე და ჩემი დაც ამ ქარხანაში  ვმუშაობდით. ტუაფსეში რომ გადავედით მე 14 წლისა ვიყავი. ის იყო დამთავრდა მონტაჟი  და გვეგონა მუშაობას შევუდგებოდით, რომ მტერმა საშინლად დაბომბა ტუაფსეცა და ქარხანაც. ისევ, დემონტჟი... ყველანი ჩაგვსხეს გემებში და ჩამოგვიყვანეს ფოთში.  20 აგვისტოა, 2 დღე გემებში გავატარეთ, შემდეგ გაგვანაწილეს საცხოვრებლად. ჩვენი რვასულიანი ოჯახი აკაკის ქუჩის №56  სახლში მოვხვდით.
    შემდეგ რიონის სანაპიროზე ყოფილი ლიბკნეხტის ქუჩაზე აშენდა  ბარაკული ტიპის ბინები და ყველანი იქ დაგვაბინავეს. ქარხნის მონტაჟის შემდეგ მუშაობას შევუდექით. ჩემი ძმები მაღალი კლასის  შემდუღებლები იყვნენ.მეც მათ პროფესიას დავეუფლე. დასვენების დღეებში შაბათობებზე ქალაქის კეთილმოწყობაზე ვმუშაობდით. ქალაქის მოედნისა და ლენინის ქუჩის (დღევანდელი დ.აღმაშენებელი) მოწყობაში მიმიღია მონაწილეობა. ახლა რომ ხედავთ ლარივით ქუჩასა  და ლამაზ მოედანს, ასე კი არ იყო, რომ ჩამოვედით, აგვისტოს თვეში (ეს თვე ხომ თქვენთან ხილის დღესასწაულია) მრავალი ხილი პირველად აქ ვიხილე და ვიგემე. ჩვენს მასპინძლებსაც მანდარინი ჰქონდათ, არ გვიშლიდნენ ჭამას.
    დღევანდელივით მახსოვს, 1943 წლის  7მაისს, მე პირველად შევაღე ს. ორჯონიკიძის სახელობის  (სხვათაშორის სევასტოპოლშიაც ქარხანა ორჯონიკიძის სახელობის  იყო) „201“ ქარხნის კარები. 30 წელი შემდუღებლად ვიმუშავე, რადგანაც მავნე სამუშაოდ ითვლებოდა, 45წლის ასაკში გავედი პენსიაზე და მუშაობა ისევ შემდუღებლად მცურავ ბაზაზე დავიწყე. ჩემი შედუღების აპარატით, ჯერ კიდევ ომის წლებში მიმუშავია ბრძოლებში დაზიანებული გემების შეკეთებაზე და 15-16 წლის გოგონას მთვავრობის წერილობითი  მადლობა მიმიღია. მუდამ საპატიო დაფაზე იყო ჩემი სურთი. შედუღების დროს საგზურით მიშვებდნენ  საქართველოს კურორტებზე „
  1949 წელს დაოჯახდა დინა. ერთადერთმა ვაჟმა იურა ბაზილკომ 1969 წელს  დამთავრდა ქალაქის მე-4 საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ სავალდებულო სამხედრო სამსახური ტოლიატში გაიარა. იქვე მოეწყო ინსტიტუტში  და უმაღლესი საინჟინრო განათლების მიღების შემდეგ  ტოლიატის საავტომობილო ქარხანაში დაიწყო მუშაობა, სადაც დღემდე ცხოვრობს და მოღვაწეობს. ჰყავს ქალიშვილი ირინა და ვაჟი-ალექსანდრე.
   ქალბატონი დინა  თავად ახერხებს შვილისა და შვილიშვილების მონახულებას.
  „ცხოვრება რომ შეიცვალა, ყველა ჩემი მეზობელი და ნაცნობი რუსეთში გადასახლდა. მე ეს არ მომწონდა. როცა ჩვენ გვიჭირდა, ქართველებმა მეგობრულად ხელი გამოგვიწოდეს.მიგვიღეს, შეგვითვისეს. ახლა საქართველოს გაუჭირდა ! მერე რა,  ხედავთ? ნელ-ნელა ყველაფერი კალაპოტში დგება. სიმარტოვემ მეც შემაწუხა. მეც გამიწია გულმა ახლობლისაკენ. გავყიდე მშობლიური, დედ-მამის სახლ-კარი და დილემის წინაშე აღმოვჩნდი - ჩემსავით მარტოდ დარჩენილმა ალექსანდრე გოლოვკომ ცოლობა შემომთავაზა. არ მიყოყმანია, ფოთს მაინც ვერ ველეოდი.. ასე რომ, 1994 წელს. სიბერეში (იცინის) მეორედ დავქორწინდი“
    ალექსანდრე გოლოვკოც წლების განმავლობაში „201“ ქარხანაში მუშაობდა ოსტატად, უროს ოსტატად. საოცრად ნაკითხი და განათლებული კაცია. რომ  იტყვიან „ოქროს ხელება „. მადლიანმა ქართულმა მიწამ იცის შრომის დაფასება და მათი კარ-მიდამოც თვალს ახარებს. შესანიშნავი ღვინის დაყენებაც იცის. ნამდვილი პორტვეინიაო,- უყვარს თქმა. ეზოში ქართული იზაბელას ტალავერი აქვს. წელს კარგი მოსავალიაო,- ბავშვივით  უხარია,- შარშან არ იყოო ასეთი მოსავალი, ღვინის დაყენების ისეთი ტექნოლოგია მაქვს, ნაკლულ ჭურჭელშიც კი არ დამიძმარდებაო.
   დიახ, არის ფოთში ერთი პატარა რუსული ოჯახი , რომელსაც უყვარს ფოთი და  ქართველები.
- შვილთან რომ ჩავალ, ორ-სამ დღეში ისე მომენატრება აქაურობა, „სული კბილით მიჭირავს“, უცებ რომ არ გამოვიქცე. რა ვქნა, ჩემთვის საქართველოა სამშობლო, ჩემი დედ-მამის საძვალეც. მე ამ მადლიან მიწას უნდა მივებარო,-ცრემლებს იწმენდს ქალბატონი დინა. ცრემლს სიმღერასა და ცეკვას უხამებს. ეს ხომ სუფთა რუსული ხასიათია. თუმცა იგი ხელს არ უშლის უყვარდეს ყველაფერი ქართული და იცოდეს არა მარტო ქართული, არამედ მეგრულიც !
                                               
გაზეთი „ფოთი და ფოთელები“  ივნისი  2002 წელი გვ.4
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი