უკან დაბრუნება
განცხადებები
„სტუდიის დაბადება“
11-07-2017, 23:28
ნანახია: 1391
გაუზიარე სტატია მეგობარს




   ფოთი-საქართველოს უძველესი ქალაქი ჯერ კიდევ ძველბერძნული თქმულება არგონავტებზე მოიხსენიებს ფაზის ქალაქს ანუ ქალაქს, სადაც მდინარე ფასისი ერთვის პონტოს ზღვას და სადაც მაღალი კულტურის სამეფოა. მსოფლიოს ნათლიები. ძველი ბერძნებიც კი დაინტერესდნენ აიეტის სამეფოს გაცნობით და ნებისმიერ ფასად „ ოქროს საწმისის“ ხელში ჩაგდებით. ფოთის დიდ მნიშვნელობაზე მიუთითებს მე-4 საუკუნეში ფაზისის აკადემიისა და რიტორიკული სკოლის არსებობაც.   ჟამთა ულმობელმა სრბოლამ, ისტორიულმა ქარტეხილებმა ოდესღაც აყვავებული ქვეყნიდან მხოლოდ ფერფლი დატოვა.   შემდეგ იყო ფერფლიდან აღდგენის - დიდი ნიკოს მოღვაწეობის წლები, კიდევ ერთი დასტური ფოთის დიდი მნიშვნელობისა.
   არც ის არის უმნიშვნელო, რომ...
   ალექსიძის საცეკვაო სტუდიის სული და გული  და მისი ასისტენტი, ილიკო სუხიშვილი სტუდიას ტოვებს და 1923 წელს ქმნის ქორეოგრაფიულ სტუდიას ქალაქ ფოთში, სადაც ჯერ კიდევ 1912-14 და 1918 წლებში არსებობდა მომღერალთა გუნდები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში  მართავდა კონცერტებს. ეს იყო ძველი კოლხური, პლასტიკური ტრადიციების აღდგენის ცდა.
  „ილიკო სუხიშვილის სტუდიას დიდძალი მოხალისე მოაწყდა. საქმეც პირველად თითქოს კარგად აეწყო. ახალგაზრდა ხელმძღვანელის დიდი მონდომება და მაღალი ოსტატობა, მსმენელთა ენთუზიაზმი და სწრაფვა--დაუფლებოდნენ ცეკვის ხელოვნებას, წარმატების იმედს იძლეოდა, მაგრამ „უსახსრობის გამო სტუდიამ დიდხანს ვერ იარსება“. ცეკვის ჯადოქარი და ქართული ბალეტის მოამაგე ილიკო სუხიშვილი კვლავ თბილისში დაბრუნდა.
  გადის წლები ფოთელი ჭაბუკები და ქალიშვილები ცეკვას ცალკეულ ანსამბლებში და წრეებში ეუფლებიან და აი, დადგა დრო ტრადიციების აღდგენისა.
  „კვლავ ილიკო სუხიშვილი გამოვიდა ან საქმის ინიციატორად, მან დააყენა საკითხი ფოთში ქორეოგრაფიული სტუდიის დაარსების შესახებ. პარტიის საქალაქო კომიტეტმა და საქალაქო საბჭოს აღმასკომმა მხარი დაუჭირეს ამ ინიციატივას და საქმეს მალევე მისცეს პრაქტიკული მსვლელობა“.
  1976 წელი ფოთელი ახალგაზრდობის ახდენილი ოცნება... ქორეოგრაფიული სტუდია, მას ბინა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფოთის ფილიალის შენობაში მიუჩინეს.
  სტუდიას სათავეში ჩაუდგა  ცნობილი ქორეოგრაფი შოთა ჩახავა. „ახალ საქმეს ბევრი დამხმარე და ხელშემწყობი გამოუჩნდა: პროფტექნიკური სასწავლებლის (დირექტორი ვ.ნარმანია), ს. ორჯონიკიძის სახ. გემთშემკეთებელ-გემთმშენებელი (დირექტორი ზ. არჩაიძე) და ჰიდრომექანიზაციის მანქანათმშენებელი ქარხნების (დირექტორი დ. მაღალაშვილი), აგრეთვე სხვა საწარმოთა კოლექტივების აქტიური ხელშეწყობით ბევრი ორგანიზაციულ-ტექნიკური საქმე მოგვარდა“. სტუდიაში მეცადინეობა 1976 წლის 14 ოქტომბერს დაიწყო.
  „14 ჯგუფში 312 ბავშვი ეუფლებოდა ქართულ ხალხურ ცეკვებს. აღსანიშნავია, რომ ცეკვის ჯადოქრები, სსრ კავშირის სახალხო, არტისტები ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი დაინტერესებულნი არიან ფოთის ქორეოგრაფიული სტუდიის მუშაობითა და ყურადღებას და მზრუნველობას არ აკლებენ მას“.
   სტუდიაში საკონსულტაციოდ ჩამოდიოდნენ ხელოვნების მოღვაწეები. ამ დროს სტუდიაში გაკვეთილებს ატარებდა „ქორეოგრაფიული სასწავლებლის ქორეოგრაფიული განყოფილების გამგე, საქართველოს სსრ დამსახურებული მასწავლებელი კ.მანჯგალაძე და საცირკო ხელოვნების ქორეოგრაფიული სასწავლებლის უფროსი მასწავლებელი მ.ჩახავა. სწორედ ამ დროს სტუდიაში ქორეოგრაფად იწყებს მუშაობას ახმედ ამბალია.
  ამავე წელს სტუდიასთან იქმნება ანსამბლი „ფაზისი“. მას შემდეგ 25 წელია ეჭიდება სტუდია დიდმნიშვნელოვანსა და შრომატევად საქმეს, ჰქონდა აღმავლობისა და კრიზისის ჟამიც, მაგრამ მუდამ ახერხებდა ყოფილიყო ავანგარდში. ამაზე მეტყველებს მრავალრიცხოვანი გასტროლები ქვეყნის გარეთ, აღიარება და ჯილდოები, ლაურეატობა და საპრიზო ადგილები.
  დიდი ილიკოს სურვილი, ფოთი ყოფილიყო ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების ერთ-ერთი ცენტრი, დღეს განხორციელებული რეალობაა. ამიტომაც ატარებს სტუდია დღეს მის სახელს, მისივე ხსოვნის უკვდავსაყოფად.
 გაზეთი „ფოთი და ფოთელები“ აპრილი 2002 წელი გვ. 3.
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი