უკან დაბრუნება
განცხადებები
ხანძარი ომია, მასთან ჭიდილი ვაჟკაცობა
16-10-2017, 00:45
ნანახია: 2073
გაუზიარე სტატია მეგობარს




 არის პროფესიები, რომლებიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და ამიტომ განსაკუთრებით დასაფასებელია. მათ შორის ერთ-ერთი საპატიოა მეხანძრის პროფესია. ჩვენი ნომრის სტუმარი,  გასამხედროებული სახანძრო სამსახურის უფროსი თენგიზ ხაზალია რომ ამბობს, ხანძარი ომია და მასთან ჭიდილი - ვაჟკაცობაო,  უდაო ჭეშმარიტებაა.
  ხანძარი ომია, მასთან ჭიდილი ვაჟკაცობათენგიზ ხაზალია ზუგდიდიში, პედაგოგების ოჯახში დაიბადა 1962 წელს, ოჯახში ხუთი და-ძმა იზრდებოდა, უფრო სწორად, ოთხი ძმა და ერთი და, სკოლის დამთავრების შემდეგ თენგიზმა სწავლა ხარკოვის სახანძრო-ტექნიკურ სასწავლებელში განაგრძო. მართალი გითხრათ, მისმა არჩევანმა გამაკვირვა, მან კი, აი, რა მიამბო ამის შესახებ:
-იყო 1967 წლის 25 თებერვალი. მაშინ მშობლები რაღაც ღონისძიებაზე იყვნენ, შინ მხოლოდ მოხუცი ბებია იყო სამზად სახლში ჩალა იყო დაწყობილი. როგორ ჩანს, გვციოდა და მეც „გამოსავალი ვიპოვნე“ ასანთს გავკარი და  ჩალას ცეცხლი წავუკიდე. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ აბრიალდებოდა. თვალის დახამხამებაში კვამლით გაივსო იქაურობა. ეტყობა, შევშინდი და იქ ძმასთან ერთად გარეთ გამოვედი. ის სახლი დაიფერფლა, საბედნიეროდ, უმსხვერპლოდ. სწორედ ჩემს მეხსიერებას შემორჩენილმა მაშინდელმა შიშმა და ხანძრის დამთრგუნველმა, ყოვლისშთანთქმელმა ძალამ, მასზე გამარჯვების დაუოკებელმა სურვილმა განაპირობა ჩემი არჩევანი. ახლა, როცა ხანძარს მოვერევით და უმსხვერპლოდ, მინიმალური დანაკარგებით ვტოვებთ ტრაგედიის ადგილს, მაშინ ბედნიერი ვარ.
   სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თენგიზი განაწილებით ფოთში ჩამოვიდა. ამ პირველ ნაცნობობას კი ჩვენს პატარა ქალაქთან, როგორც ჩანს, კურიოზების გარეშე არ ჩაუვლია. იუმორის გრძნობით ზენაარის მიერ უხვად დაჯილდოებული თენგიზი არ დამზარდა, ყველაფერი დაწვრილებით მომითხრო დე ბევრიც მაცინა.ხანძარი ომია, მასთან ჭიდილი ვაჟკაცობა
-რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, აქ ჩამოსვლამდე ფოთი ჩემთვის მხოლოდ რუქაზე აღნიშნული უბრალო წერტილი იყო. დღეისათვის უკვე ცხოვრების ზუსტად იმდენივე წელი მაქვს გატარებული ფოთში, რამდენიც მის გარეთ. ამიტომ უკვე ფოთელთა საერთო ოჯახის სრულუფლებიან წევრად ვთვლი თავს, მით უფრო, რომ ფოთელი მეუღლე და ფოთელი შვილები მყავს. ჰოდა, იმას ვამბობდი: ჩამოვედი ქალაქში, ვიცი ორი რამ, ერთი რომ ჩემი მეგობარი ცხოვრობს პირტახიას ქუჩაზე და მეორე, რომ სახანძროსთან უნდა იყოს სათვალთვალო კოშკურა. ავტოსადგურიდან პარკამდე, წულუკიძის ქუჩის დასაწყისში ფეხით მოვედი აქ კი ტაქსი გავაჩერე და პირტახიას ქუჩაზე წაყვანა ვთხოვე. მძღოლი, რა თქმა უნდა, მიხვდა, რომ „არიფი“ საკბილო გამოიჭირა. მთელი ფოთი შემომატარა, ვიდრე მრიცხველმა ხუთი ლარი არ დაწერა. მოგვიანებით, როცა გავაცნობიერე ქალაქის დაგეგმარების თავისებურებანი, მიხვდი, რომ ჩემგან ორ ნაბიჯზე ყოფილა სახანძროცა და პირტახიას ქუჩაც. გული დამწყდა მძღოლის მუხთლობაზე... მოგვიანებთ, სახანძროში მეგობართან ერთად გამოვცხადიდი, აქ კი  მეორე კურიოზიც მელოდა: თანამშრომელს მამა გარდაცვლოდა და ლამის მთელი სამსახური პამნაშვიდზე აპირებდა წასვლას. მეც ხომ არ გამოვაკლებოიდი, წავედით ნაბადაში. იქ, თურმე, სამძიმარზე მისულებსაც აპურებდნენ. დავსხედით, წავიდა სადღეგრძელოები. ხომ არ შევთვერი კიდეც. იქედან სასაფლაოს მოსაწყობად წავიდნენ და აქაც ხომ არ ჩავრჩებოდი? სხვები რომ ყალთაბანდობდნენ, მე თავი მოვიქაჩლე და სულ ორ-ორი ვედროთი დავარბენინებდი ცემენტს. სიქა გამძვრა. აი, ასეთი იყო ჩემი პირველი სამუშაო დღე ფოთში. მერე ხომ სულ „დამიბრიყვეს“ ფოთელებმა და ცოლად აქაური შემრთერს!
 - თენგიზმა 1984 წელს  იქორწინა ფოთელ გოგონაზე - ირინა ბიგვავაზე.
- თენგიზს  არაფერი აქვს საწუწუნო, შესანიშნავი ოჯახის ერთადერთი გოგო დაგვტყუა ფოთელებსო, - ხუმრობს სახანძროს ბუღალტერი ლუარა გაბედავა, ახლა იგი სამი შვილის ხანძარი ომია, მასთან ჭიდილი ვაჟკაცობამამაა. სერგო (ბაჩანა), ნინიკო და ვახო, რომელსაც მამა სიყვარულით „ხულიგანს“ეძახის.
  სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელობა თენგიზისათვის მხოლოდ პასუხისმგებლობა როდია, იგი მისი დარდისა და ფიქრის საგანია.
 - ოცდაორი წელია აქ ვმუშაობ და ყველაზე მტკივნეული (თუმც, ხანძართან ყოველი დამარცხება მტკივნეულია) რკინიგზაში მაღლივი სახლის ერთ-ერთ ბინაში გაჩენილი ხანძარი იყო. მართალია, სახლი გადავარჩინეთ, მაგრამ გოგონა დაიღუპა. ყველაზე მძიმედ აღსაქმელი ის იყო, რომ მობინადრეთა დაუდევრობა - სადარბაზოების უნებართვოდ ამოშენება გახდა ბავშვის დაღუპვის მიზეზი, იგი ვენტილაციის გარეშე დარჩენილ შენობაში კვამლმა გაგუდა.
 სახანძროს კოლექტივისა და მის უფროსს ლამაზი, მხიარული დღეებიც ახსოვთ.
- ყველა დღესასწაულსა და თანამშრომელთა დაბადების დღეებს საზეიმოდ აღვნიშნავდით, დავდიოდით ექსკუსიებზე. გვყავდა ფეხბურთის გუნდიც. მახსოვს, ზუგდიდის გუნდს  საკუთარ მოედანზე მოვუგეთ. ჩვენი გამარჯვებული გუნდი ჩემს მშობლიურ სახლში წავიყვანე და ვაქეიფე, ზუგდიდელები კი ფოთში მოვიწვიეთ. აქ ჩვენ დავუთმეთ სტუმრებს.
-სხვანაირად როგორ იქნებოდა, სტუმრებს პატივი ვეცით და მოვაგებინეთ, - იცავს ლუარა ფოთელ მეხანძრეთა სპორტულ პრესტიჟს. რაც მთავარია, მილიციის გუნდს ყოველთვის ვუგებდით!
 თენგიზს უყვარს ტრადიციული ქართული სუფრაც. ხანძარი ომია, მასთან ჭიდილი ვაჟკაცობა
 - სხვანაირად როგორ იქნება, მამა კარგი მომლხენი და ცნობილი თამადა იყო. მე ბავშვი ვიყავი და მაინც ბოლომდე ვრჩებოდი, რომ მეცქირა, რა მაგარი მამა მყავდა. ქართული სუფრა კარგი სკოლაა. ჩემი უპირველესი სადღერგძელო დედის სადღეგრძელოა, მას ჩემთვის რიტუალური დატვირთვა აქვს. ვსვამ მარცხენა მუხლზე ჩაჩოქილი და მარცხენა ხელში ყანწით, რომ ახლოს ვგრძნობდე გულის ძგერას. ასევე, პატივს ვცემ ხსოვნის სადღერგძელოს.
 - რა დავაკელით სრულ პორტრეტს? - ვსვამ კითხვას და თენგიზსაც „ახსედება“.
-ცვალებადი ხასიათი მაქვს. გარემო ადვილად მოქმედებს ჩემს განწყობაზე. ეს, ალბათ, ნაკლად ჩამეთვლება, - გამოაქვს დასკვნა. ამ დროს ოთახში ორი ახალგაზრდა ქალი შემოდის, რაღაც საქმე აქვთ მოსაგვარებელი. ერთმანეთს გამოეცნაურნენ და აღმოჩნდა, რონ ერთ-ერთი მათგანი მისი ნამოწაფარია. ეს ჩემთვის, რა თქმა უნდა, აღმოჩენა იყო და, ცხადია, მისი „პედაგოგიური  საქმიანობის“ აღწერის გარეშე ჩემი რესპოდენტის პორტრეტი სრულყოფილი ვერ იქნებოდა, აი, რა მიამბო თენგიზმა ამის შესახებ:
- პირველი გაკვეთილი გაცნობით დაიწყო და პირველი კითხვაც დამისვეს, რომელიც ჩემს ოჯახურ მდგომარეობას შეეხებოდა. შემდეგ იყო უსიამოვნო ინციდენტი - მოსწავლემ ქაღალდის თვითმფრინავი მესროლა და თავში „მომარტყა“ სიბრაზისაგან თავი ვეღარ შევიკავე, უცებ შემოვბრუნდი და ყველასათვის (მათ შორის ჩემთვისაც) მოულოდნელად ხანძარი ომია, მასთან ჭიდილი ვაჟკაცობა„დამნაშავეს“ სილა გავაწანი. ის დღე იყო და ის დღე, სკოლის კარი მას შემდეგ აღარ შემიღია ასე უიღბლოდ წარიმართა ჩემი პედაგოგიური კარიერა.
 დღეს კი.. თენგიზს მძიმე გამოცდის ჟამი უდგას - ძალოვან სტრუქტურაში, მათ შორის, სახანძრო სამსახურშიც, დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი.
-შტატების თითქმის 50% შემცირებას ექვემდებარება. ეს ჩემთვის და მთელი ჩემი კოლექტივისათვის მეტად მტკივნეული რეალობაა. როგორ უნდა ვიმართლო თავი, „შემცირებული“ ადამიანის წინაშე. მისთვის რა შეღავათია ჩემი წუხილი და განცდები? ვინ არ იცის რას ნიშნავს დღეს ოჯახის პატრონი კაცისათვის ერთადერთი საარსებო საშუალებების დაკარგვა?! მძიმე გამოცდაა ჩემთვის, ძალიან მიჭირს აი, რა დროს დაემთხვა თქვენი სტუმრობა... თუმცა, ვცდილობ ჩემს ცუდი განწყობა თქვენც არ გადმოდგდოთ!
  ასეთ მინორულ განწყობაზე მყოფი ვტოვებ სახანძრო სამსახურს თუმცა, შეძლებისდაგვარად უმტკივნეულოდ მოევლება. ასეთი სამსახური ხომ თავისთავად გაჭირვებაში გამოცდაა.

გაზეთი „ფოთი და ფოთელები“ აგვისტო. 2004 წელი. გვ.4
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი