უკან დაბრუნება
განცხადებები
„აქ ყოველი ქვა ნაცნობი იყო“
19-05-2017, 13:33
ნანახია: 1832
გაუზიარე სტატია მეგობარს


დალი თორდინავა

 კოლექტივი მხოლო ის ადგილი როდია, სადაც ადამიანის შესაძლებლობების რეალიზება ხდება, არამედ, კოლექტივში ყალიბდება ადამიანი... პიროვნებად. არც გამოთქმა „კოლექტივი ჩემი მეორე ოჯახიაო“  არის მტვერმისაყრელი და ძველმოდური. განა არ არის ოჯახი ? განა აქტიური ცხოვრების უმეტეს ნაწილს კოლექტივში არ ვატარებთ? შვებულების ხანმოკლე პერიოდში ვის არ მონატრებია, თუნდაც, თავისი სამუშაო კუთხე და კოლეგები; ვინ არ დალოდებია დროებით განშორების შემდეგ კოლეგის თვალში კვლავ  შეხვედრით გამოწვეული სიხარულის სხივის გაელვებას.   ამიტომაც არის ჩემთვის გასაგები პენსიონერთა დარდი და წუხილი. ეს არ არის მარტო ახალგაზრდობის მონატრება, იგი შეჩვეული ცხოვრების რიტმის, ნაცნობი კოლექტივის, სადაც მართლაც რომ „ყოველი  ქვა ნაცნობია“, მონატრებაა.   დღეს, ჩვენი სტუმარი ბატონი ოთარ ტიკარაძე 70 წლისაა, აქედან 43 წელი საჭესთან გაატარა. მძღოლის პროფესია მრავალ პროფესიათაგან ერთ-ერთი რთული და საპასუხისმებლოა, რამეთუ შენს პროფესიონალიზმზე, სიფრთხილესა და პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული ყველაზე ძვირფასი-სიცოცხლე.
   ბატონი ოთარი ის ბედნიერი გამონაკლისია, ამ გრძელ და რთულ გზაზე  ჩიტიც რომ არ მოუკლავს. ერთი შემთხვევა მაგონდება, ბავშვობიდან რომ შემორჩა მეხსეირებას. სოხუმში მივდიოით, უცებ ავტობუსის მინას მერცხალი მოასკდა. რა დამავიწყებს ავტობუსიდან გადმოსული მძღოლის, ნაღველით სავსე მზერას, სინანულით რომ დასჩერდებოდა ნისკარტ გასისხლიანებულ ჩიტს. მერე დაიხარა, აიღო და გზიდან ბალახებში კი არ მოისროლა, თითქოს ბალახზე დაასვენა. მგზავრები ამ სურათს გაოცებულები და აღტაცებულები შეჰყურებდნენ. მერეც, რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ხმა არავის გაუღია. დიახ, იყვნენ და არიან ასეთი მძღოლებიც.
  -„ოცდაორი წლის ვიყავი ავტოსაწარმოში რომ მივედი, რა დამავიწყებს იმ დღეს, დღევანდელივით მახსოვს, განცხადებაზე ხელი მთავარმა ინჟინერმა მიშა გოგიჩაიშვილმა მომიწერა, მანვე დამმოძღვრა და დამილოცა შრომითი გზა, მართლაც ფეხბენიერად. ისე გავლიე გზასავალი, უკან მოხდვის არ მეშინია  და არ ვწითლდები. რა არის მძღოლისათვის იმაზე დიდი ბედნიერება, შენი შეცდომით სიცოცხლეს რომ არ შეიწირავ. შესანიშნავი კოლექტივი იყო და ამაში დიდი ღვაწლი იმ ხელმძღვანელებს მიუძღვით, ამ მეგობრულ და შეკრლ კოლექტივს წლების განმავლობაში რომ ედგნენ სათავეში. რა დამავიწყებს გრიგოლ დარჯანიასა და ოთარ ნორაკიას. თითქოს დაებადა საწარმოს კარგი ხელმძღვანელები: გურამ ხაინდრავა, დაზმირ კორკელია, ჯუმბერ ჯოჯუა.
   30 წელი, ფოთი-სოხუმი-გაგრის ხაზზე ვმუშაობდი. ზუსტად მახსოვდა სად რა ქვა იდო, თვალდახუჭულს შემეძლო გვერდი ამევლო ორმოებისათვის. 30 წელი მეწყვილედ ვახო ცაგარეიშვილი მყავდა. მძიმე იყო ჩემთვის მისი გარდაცვალება- თითქოს მარჯვენა  მომკვეთეს. უნდა ვთქვა, რომ, როგორც მძღოლის პროფესიაა ვაჟკაცური, ასეთივე ვაჟკაცური სიყვარული ვიცით მძღოლებმა. ამიტომ განვიცდი დღეს ასე მწვავე ბევრი მეგობრის ნაადრევად გარდაცვალებას, სინანულით ვიგონებ: ზაურ ნანავას, მიტუშა ხურციას, ვახო ცაგარეიშვილს, დოროთე ჯორჯიკიას, ზაურ გუჯაბიძეს, გიგლა ბერიძეს, საშა მენაბდეს, მიშა გოგიჩაიშვილს, გურამ ლაბარტყავას, ფუცქურა მიქიაშვილს. მათი გახსენება დღესაც მიახლებს ტკივილს. თუ ამ 70 წლის კაცს პატივს დამდებთ და ჩემი მეგობრების სახელი და გახსენება დღის სინათლეს იხილავს, ეს ჩემთვის დიდი საჩუქარი იქნება“.  მე ვპირები, რომ სურვილს შევასრულებ და ამასთან ერთად, ვსარგებლობ შემთხვევით და ჩვენი გაზეთისა და მისი მკითხველის სახელით ამაგდარ ადამიანს, სამი ქალიშვილის მამას, სიძეებსა და შვილიშვილებში გალაღებულ, ხანდაზმულ, მაგრამ ძველებურად ენერგიულ კაცს ვულოცავთ იუბილეს. მადლობას ვუხდით საჭესთან გატარებული ოთხი ათეული წლისათვის, დაკოჟრილი ხელებისა და უძილო ღამეებისათვის, იყავით დღეგრძელი და მზეგრძელი, ბატონო ოთარ.!
გაზეთი „ფოთი და ფოთელები“  ივლისი 2002წელი გვ.2
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი