უკან დაბრუნება
განცხადებები
ძუკუ ლოლუა
28-07-2016, 21:56
ნანახია: 2640
გაუზიარე სტატია მეგობარს


ძუკუ ლოლუა


ქართველი ლოტბარი - დაიბადა 1877 წლის 8 აპრილს ხობის რაიონის სოფელ ქვალონში, მოულოდნელად გარდაიცვალა 1924 წელს ტიფისაგან 47 წლის ასაკში. ძუკუ ლოლუას ოჯახი XIX ს-ის 80 იან წლებში სოფ. ქვალონიდან ფოთში გადმოსახლებულა. ძუკუ ლოლუამ დაამუშავა და გუნდების რეპერტუარში დაამკვიდრა მრავალი 100-ზე მეტი მეგრული და სხვა კუთხის სიმღერა. მან დაგვიტოვა მრავალი ჩანაწერი, სადაც თავისი პუბლიცისტური ნიჭი გამოაჩინა. თავის ნაწერებში იგი იცავს ქართული ჰანგის თვითმყოფადობას, ქართული გალობის სამხმოვანებას, საკომპოზიტორო ხელოვნების "ორეულად" მიიჩნევს ხალხურ მუსიკას. ძუკუ ლოლუას სამართლიანად უწოდებენ "მეგრული სიმღერის პატრიარქს" მისი სიკვდილის შემდეგ დასავლეთ საქართველოს მომღერალთაკოლექტივს "ძუკუ ლოლუას სახელობის დასავლეთ საქართველოს ხალხური სიმღერის გუნდი" ეწოდა.


რესურსები ინტერნეტში


wikipedia.org/wiki/ ძუკუ_ლოლუა
nplg.gov.ge ძუკუ ლოლუა
https://www.facebook.com/ Dzuku Lolua
sputnik-georgia.com/მეგრული სიმღერის პატრიარქი
youtube.com - ძუკუ ლოლუა скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი