უკან დაბრუნება
განცხადებები
აბედათის ციხე - სიმაგრე
13-11-2016, 11:16
ნანახია: 1557
გაუზიარე სტატია მეგობარს


აბედათის ციხე-დარბაზი — შუა საუკუნეებში აგებული ციხესიმაგრე სოფელ აბედათში, (მარტვილის მუნიციპალიტეტი). ერთ-ერთი ვერსიით, ლეგენდარული „ონოგურისი“.

სოფელი აბედათი მდებარეობს მდინარე აბაშის მარჯვენა სანაპიროზე. აბედათის ციხის ტერიტორიაზე გასულ საუკუნეში, პარმენ ზაქარაიას ხელმძღვანელობით, ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები. ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური ნაშთები მრავლად იპოვეს. პარმენ ზაქარაია ვარაუდობდა რომ ნოქალაქევის ,,საკონტროლო ზონაში’’ იყო აგებული აბედათის ძველი ციხე, ონოგურისი და მას IV-VI საუკუნეებით ათარიღებდა.
ხოლო აბედათის უკვე შუა საუკუნეებში აგებული ციხე-დარბაზსა და კოშკს დადიანების საგვარეულოს მიაკუთვნებენ , ზღვის დონიდან 130 მეტრი
ციხის ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების შედეგად დადგინდა, რომ იგი მინიმუმ სამი ფენისგან შედგება, არქიტექტურული მასალა ძირითადად ადრეფეოდალური ხანისაა. ფლეთილი ქვით ნაგები ციხე ორი გალავნისგან შედგება, მთავარი გალავანი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია 10-12 მერი სიმაღლისაა, გალავნის ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი კედლები მომრგვალებულია და უერთდება სამხრეთის გალავანს. ციხის სამხრეთიასა და აღმოსავლეთის მონაკვეთები, მთის რელიეფის შესაბამისად, მეორე გალავნითაა შემოფარგლული. ფერდობს მიმყოლი ეს მეორე გალავანი ზემოდან მიწის დონეზეა დარღვეული. ფერდობზე გამავალი გალავანი მასში ჩართული კოშკით, ციხის თავდაპირველ ფენას უნდა მიეკუთვნებოდეს. ციხის დათარიღება, ცხადია IV-VI საუკუნით შეიძლება, მაგრამ იგი ალბათ მთელ შუა საუკუნეებში მოქმედი იყო ვიდრე XVIII საუკუნის ბოლომდე. ამ ხნის განმავლობაში მას მრავალი დიდი და მცირე გადაკეთება განუცდია. გალავნის ტერიტორიაზე გათხრების შედეგად აღმოჩენილია ელინისტური ხანის ძვ.წ. III-I საუკუნეების კერამიკული მასალა, ასევე დასავლეთ საქართველოს XIII-XIV საუკუნეების კირმანეული და XVII-XVII საუკუნეების თურქული ვერცხლის მონეტები და ჩიბუხები.
ციხის შიგნით, აღმოსავლეთის კედელში ჩაშენებულია ეკლესია, რომელიც არ უნდა იყოს ციხის თანდროული. თავდაპირველად ციხეს შეუძლებელია საკუთარი ეკლესია არ ჰქონოდა, მაგრამ აღმოჩენილი ეკლესია უფრო გვიანდელია და პარმენ ზაქარაიასა და თამილა კაპანაძის აზრით IX საუკუნის უნდა იყოს. იგი საშუალო ზომის დარბაზული ნაგებობაა, ნაშენი ოდნავ დამუშავებული ქვით. საშენად ძირითადად გამოყენებულია მოთეთრო კირქვა. ეკლესია წინა საუკუნის ბოლოს განუახლებიათ და იატაკი მოუწყვიათ კარგად თლილი ქვით. ეკლესიას დასავლეთით სწორკუთხა კარიბჭე აქვს და შესასვლელიც კარიც მხოლოდ ამ მხრიდან არის.
ციხე ამჟამად კეთილმოწყობილია, ეკლესია მოქმედია. დასავლეთის კედელთან აგებულია ძველი სტილის მეგრული ოდა.

წყარო: wikipedia.org
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი