უკან დაბრუნება
განცხადებები
ლუგელა თუ მენჯი
13-09-2017, 21:26
ნანახია: 2545
გაუზიარე სტატია მეგობარს



მისასალმებელია ის შენიშვნა, რომელსაც აკეთებს რედაქციაში გაგზავნილ წერილში მუხურელი ვახტანგ ბაგრატის ძე დარსალია ერთი მოხსენების გამო. ეს მოხსენება შეეხებოდა ჩხოროწყუს რაიონის ისტორიულ გეოგრაფიას ტოპონიმიკურ ძიებათა საფუძველზე დაყრდნობით, საერთოდ ყოველი შეკამათება, სიტყვიერი თუ წერილობითი, თუ საფუძვლიანია, საქმისათვის, ჭეშმარიტების დადგენისათვის ძვირფასია.
ამხ. დარსალიას აწუხებს ის, რომ ლუგელას ხეობაში გამომავალ მინერალურ სამკურნალო წყალს რატომ ეწოდა ლუგელა მაშინ, როდესაც მას ხალხი ძველთაგანვე მენჯს უწოდებდა და მოგვაგონებს, რომ სახელი „ლუგელა“ მას ეწოდა 1947 წლიდან. შენიშვნა მართალია, მაგრამ მას კიდევ აკლია ერთი შენიშვნა. აღნიშნული სამკურნალო წყლის შესახებ საფუძვლიანი გამოკვლევა ჟურნალ „დროშაში“ 1947 წელს გამოაქვეყნა ცნობილმა ქართველმა მწერალმა როდიონ ქორქიამ, რასაც მოჰყვა ამ ხეობაში რესპუბლიკის სხვადასხვა კუთხიდან ხალხის „შემოსევა“. ამ წყალზე შეიქმნა საკვირველი ლეგენდები, რომ იგი თითქოს მკვდარს აცოცხლებდა, ბეღურას არწივად აქცევდა, რითაც იგი სპეკულაციის საგანიც კი გახდა. ასეთი საკვირველ წყალს საკუთარი სახელი უნდა შერქმეოდა და რაკი ლუგელას ხეობიდან გამოდიოდა მას მშობლიურო სახელი „ლუგელას წყალი“ მოკლედ „ლუგელა“ ეწოდა.
რაც შეეხება „მენჯს“ ეს სახელი სამართლიანად არ ეწოდა, რადგან მენჯი საზოგადო სახელია, მას სამეგრელოში უწოდებენ ყოველ მლაშე, რაიმე ნივთიერების გახსნილ წყალს. შუმერული მითისა არ იყოს დედალ წყალს. ეს სახელი კერძოდ მარილიან წყალს ეწოდებოდა სიტყვა „ჯიმუს“ მიხედვით. რადგან ჯიმუს ხსნადობა ძველთაგანვე იყო ცნობილი - „მოჯიმუე“. ამ სამკურნალო წყალს კი თავისი განსაკუთრებული თვისებების გამო (როგორც 10 პროცენტიან ქლორკალციუმიანს) თავისი საკუთარი სახელი უნდა შერქმეოდა და შეერქვა კიდეც თავისი მშობლიური ადგილის სახელი, შეიქმნა მისი წარმოება და ამ სახელით იცნობს ქვეყანა.

1980 წ.


მამანტი კვირტია „კვიმატი“ 2001 წ. გვ138-139.

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი