უკან დაბრუნება
განცხადებები
ჩხოროწყუს ეტიმოლოგიისათვის
8-09-2016, 21:08
ნანახია: 1983
გაუზიარე სტატია მეგობარს


მამანტი პაჭკორია

ტოპონიმ „ჩხოროწყუს“ ეტიმოლოგიურ ახსნას შეეცადნენ მ.კვირტია, ნ.ბერულავა და ვ.შენგელია, გაზეთ „ნაპერწკალის“ ფურცლებზე ამას წინათ გამოქვეყნებულ სტატიაში.
მ.კვირტიას აზრით, სახელწოდება „ჩხოროწყუ“ უკავშირდება ცხრა წყაროს, ნ.ბერულავას მიხედვით - ცხრა მტკაველს („ჩხოროტკუ“), ხოლო გრ. შენგელიას მტკიცებით ეს სახელი ნიშნავს ცხრა ჭას და არა ცხრა წყაროს.
ტოპონიმების ახსნა, რა თქმა უნდა, არც ისე ადვილია. ზოგიერთი მათგანის ეტიმოლოგია ვერც ხერხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში გასაგებ მინიშნებასთან გვაქვს საქმე.
ტოპონიმ „ჩხოროწყუს“ საფუძვლად მ.კვირტიას მიერ წამოყენებული ვარიანტი მისაღები და უფრო დამაჯერებელი ჩანს. ვ.შენგელია არ იზიარებს ნ.ბერულავას მოსაზრებას და მის არგუმენტებს დაუსაბუთებლად მიიჩნევს, მაგრამ არსებითად იმავე ეტიმოლოგიურ საფუძველს აყენებს, რასაც მ.კვირტია.
„წყუ“ მეგრულში ნამდვილად წყაროს მნიშვნელობით იხმარება. გ.შენგელიაც აღიარებს თავის სტატიაში, რომ „წყუ“ არის „ბუნებრივი ჭა“. ბუნებრივი ჭა კი ზედაპირზე გამოსული გამომდინარე ცივი წყაროა („წყურგილი“) და სხვა არაფერი.
ამრიგად, მ.კვირტიასაც და გ.შენგელიასაც ჩხოროწყუს სახელწოდება „წყუ“ წყაროებისაგან გამოჰყავთ. და ეს სადაო ა რ უნდა იყოს. მათ აზრებში განსხვავება უმთავრესად იმაში მდგომარეობს, რომ პირველი სახელწოდების ადგილობრივობას იცავს, მეორეს - „ჩხოროწყუს“ ტეხურის შენაკადის სახელიდან გამოტანილად მიმაჩნია.
ორი და მეტი გეოგრაფიული სახელები გამონაკლისი არა რის. უფრო საფიქრებელი ის არის, - ცხრა თუ მრავალი „წყუ“ ჩხოროწყუს მიდამოებში არსებულიყო და აქედან მომდინარეობდეს სახელწოდებებიც. მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რომ ტეხურის ნაკადი, რომელიც უსათუოდ რამდენიმე წყარო - წყუსაგან არის შეკრებილი და სახელიც ამის გამო აქვს მიღებული, - ჩვენი დღევანდელი დაბის სახელწოდების ეტიმოლიგიური საფუძველი გამხდარიყო ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, შემდგომ დაზუსტებას მოითხოვს.
1976 წ.

მ. კვირტია „კვიმატი“ 2001 წ. გვ182-183.


წყარო: samegrelo.borbonchia.ge
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი