უკან დაბრუნება
განცხადებები
ოსინდალე
5-11-2016, 07:52
ნანახია: 1510
გაუზიარე სტატია მეგობარს


გურამ თოდუა

„ოსინდალე“ მეგრული სიტყვაა და ნიშნავს სიძეთა თავშესაყარს. სინდა ნიშნავს სიძეს. ეს სახელი დაურქმევიათ იმ ადგილისათვის იქ არსებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მიხედვით. ეს იმას ნიშნავს რომ ამ ციცაბო, ნახევრად სალ კლდოვან ფერდობზე დგას უნიკალური ძეგლი. გარე ხედი ციხესიმაგრეს მოგვაგონებს და სწორედ ამ დანიშნულებისთვისაა აგებული. მთავარი კორპუსი მისი გალავნით და ტერიტორიით როგორც შიგნით, ისე გარეთ მოპირკეთებულია ქვის ისეთი სახეობით, რომლის არსებობა სამეგრელოში გამორიცხული იყო, მითუმეტეს იმ დროს.
შესანიშნავი ხუროთმოძღვრული ნახელავია ჩუქურთმები და ფრესკები, მეორე ნაგებობა რომელსაც ჯიხა ჰქვია და მეგრულად ნიშნავს სიმაგრეს. ადგილობრივი ქვის ლოდებისგანაა აგებული. ასევე გალავანიც. მე ვერ მოგახსენებთ მისი აშენების ზუსტ თარიღს. ვარაუდობენ რომ იგი ეკუთვნის მე-II საუკუნეს.
უნიკალური მეთქი ვახსენე ზემოთ. ეს იმიტომ რომ ამ სახის ნაგებობა იშვიათია და ქრისტიანული ეკლესიის სახით ნაკლებად მოგვეპოვება. ის მხოლოდ შიგნით პასუხობს სალოცავს თავისი ფორმით, როგორც მომრგვალებული, ოვალური რომელშიც ზემოთ ჩაშენებულია ორი ცალი ქვევრი, ხმის ექოს გაძლიერების მიზნით. შენობის ხედი გარეთ ოთკუთხაა და თითქმის ჩვეულებრივ ნაგებობას წარმოადგენს.
ამ სოფელში უფრო სწორედ მთაში ნაგებობის აშენების დროს მოსახლეობა არ ყოფილა, ციხე-სიმაგრე კი აშენებულ იქნა როგორც თავშესაფარი მტრისთვის მიუვალ ადგილზე. და ის ამ დანშნულებისათვის, როგორც უხუცესი ადამიანები ამბობენ არა ერთგზის ყოფილა გამოყენებული დროთა განმავლობაში. ეს შენობა კურთხეულ იქნა ეკლესიად - სალოცავად და გამხდარა წმინდანების, მონაზვნებისა და ბერების სალოცავ საცხოვრებლად. ამიტომ ამ ადგილას ეწოდა „ოწმინდალე“, რაც მეგრულად წმინდათა სამყოფელს ნიშნავს. ხოლო გაჩნდა თუ არა მოსახლეობა დაწყებულა ჩვეულებრივი საქორწილო რიტუალები - ჯვრისწერა საქორწინო ახალგაზრდებზე. აქ ჯვარს იწერდნენ თურმე სხვადასხვა სოფლებიდან და საკმაოდ შორი მანძილიდან მოსული ახალგაზრდები. აღნიშნულს კი გამოუწვევია ამ ადგილისათვის სახელის შეცვლა და „ოწმინდანე შეიცვალა „ოსინდალედ“
ძალიან ბევრი, სხვადასხვა სახის მითები, ლეგენდები და მოგონებები არსებობს. ამ ეკლესიის გარშემო, მაგრამ ამის შესახებ საუბარზე თავს ვიკავებ, რადგან არ ვიცი რომელი ერთი დავიწყო და რომელი გამოვტოვო, თუ არა და შორს წაგვიყვანდა.

„საქართველო, თუ კოლხეთი“. გაზეთი „რინა“ 2001 №1
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი