უკან დაბრუნება
განცხადებები
ვნიძლაობთ, რადგან *
23-07-2016, 13:47
ნანახია: 879
გაუზიარე სტატია მეგობარს


ვნიძლაობთ, რადგან
მსურს შენი მჩატე,
სუსტი თითები
ხელში მეჭიროს.
მე შენს ტრფობაში
სიცოცხლე ჩავდე
და ღმერთმა
ნუღარ გადამარჩინოს.
ვით მეყვავილე
ნაზი კვირტების
მოალერსეა
მხოლოდ გაშლამდე,
შენი დაკარგვით
შენაშინები
ვეღარ გელევი
ხელის ჩაჭრამდე.
მოიგე.. ზღვისპირს
ერთად მივყვებით,
და სველ გირლანდებს
მოჰგავს ნავები,
ჩემს საქციელში
შიშით გიტყდები,
შენ კი...
თავიდან მენიძლავები. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი