უკან დაბრუნება
განცხადებები
დამსხვერული მთვარე
22-07-2016, 20:16
ნანახია: 1521
გაუზიარე სტატია მეგობარს


მიწაზე ყრია მთვარის ნამსხვრევი,
თითქოს გაგიტყდა ქორწილის ღამე,
ამ ბოლო ამბორს ნუ ემასხრები,
ბაგე ყორნისფერს რო შეიხამებს.
ოცნება დაჭრეს ისე კისკისით,
პატარძლის ტორტს რომ ასობენ დანებს,
ისპაჰანური ვარდთა გიზგიზით
ეკიდა ცეცხლი მზის იალქანებს.
გახსოვს, ალხივით მოგდიე ზღვამდი,
ბრიგანტინები ცრემლში გავხვიე?!
ფრაგმენტი ღამის, სადაც შენ სჩანდი,
თითქოს პლანეტას ჩამოახიეს.
ქვიშაზე ეწყო ტერფის ასლები,
ვითარც ყაყაჩო სასაფლაოზე,
იმ პანაქიდას ნუ ემასხრები,
ეს აცრემლება ნუ გაგაოცებს.
მოდი, დავსეროთ, ჩვენც, ეს პლანეტა,
მიმოფანტული ფერად ნაჭრებით,
დაბრძანდი მადამ, გელის კარეტა
და გთხოვ პოეტებს ნუ ევაჭრები!
ვაჰ, რა ქალი ხარ, რას ფიქრობ ნეტავ,
რა წარბები გაქვს და რა გრაცია?!
პირველ ზეიმზე რომ შეუკვეთე,
ახლაც იმ სტილის კაბა გაცვია.
მიყვარხარ მადამ, ფრაუ თუ მისის...
ფინჯან ყავაზე გეპატიჟები,
მკლავზე პაწია ხალი რომ გიზის,
აიმ წერტილის გამო ვგიჟდები.
გახსენი გული, ნაზად, გეთაყვა,
ყავის ფინჯანში... ჰო... აბა... ისე...
რას გავაოცებთ ვნებით მალთაყვას,
ტრფობის ალმური რომ აგიზგიზებს.
ნახე, ფინჯანის ფსკერზე სითეთრე,
თითქოს ქვიშაში ჩაგრჩა ნაბიჯი
ვიწვი და ცეცხლს ნუ შემომიკეთებ,
ერთიც მაკოცე და გთხოვ გამიშვი!
ლექსად გიტოვებ ინიციალებს,
ყავის სერვიზში რო არ მეძიო,
შენ ზღვის ნაპირზე იხეტიალებ
და კვლავ ჩარჩები, რომ დაგეწიო.
მიწაზე ყრია მთვარის ნამსხვრევი,
თითქოს გაგიტყდა ქორწილის ღამე
და როცა ტრფობას გიხსნის მასხრები,
ჩვენს სიყვარულზე მოუთხრე რამე! скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი