უკან დაბრუნება
განცხადებები
კონსტანტინე რეკვავა
17-04-2020, 20:25
ნანახია: 722
გაუზიარე სტატია მეგობარს


კკონსტანტინე ფილიპეს ძე რეკვავა (1910 -1968 ) - ფოთის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურის უფროსი.
- დაიბადა 1910 წელს, ქ. ტუაფსეში (ახლანდელი კრასნოდარის მხარე, რუსეთის ფედერაცია) მოსამსახურის ოჯახში. ჯერ კიდევ ძუძუმწოვარა ბავშვი იყო, როცა მამა გარდაეცვალა. დედამ ის სამეგრელოში ჩამოიყვანა. აქ ის საცხოვრებლად ფოთში მოეწყო.1926 წელს დაამთავრა ფოთის საშუალო სკოლა და შევიდა ფოთის ინდუსტრიალურ ტექნიკუმში, რომელიც დაამთავრა 1930 წელს. 1930-1931 წლებში იმყოფება თბილისში და გემთშემკეთებელ ტექნიკოსად მუშაობს ამიერკავკასიის მდინარეთა ტრანსპორტის სამმართველოში.
1933 წელს, მას როგორც ნიჭიერ და ენერგიულ მუშაკს, უმაღლესი ცოდნის მისაღებად გზავნიან ლენინგრადში საზღვაო - საინჟინრო ინსტიტუტში, რასაც ის 1937 წელს ფრიადზე ამთავრებს და საქართველოში ბრუნდება. პირველ ხანებში ფოთის ნავსადგურში მუშაობს მცირე მექანიზაციის განყოფილების უფროსად. აქ ის დიდ მუშაობას ატარებს ნავსადგურის მექანიზაციის უკეთ მოსაწყობად. შემდეგ 1937 წლის ოქტომბრში აწინაურებენ ნავსადგურის უფროსად, რომელსაც ხელმძღვანელობდა სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე, 30 წელზე მეტ ხანს. იგი როგორც ნიჭიერი და საუკეთესო სპეციალისტი უნარიანი ხელმძღვანელობით უზრუნველყოფდა ნავსადგურის მეურნეობის ყველა რგოლის შეუფერხებელ მუშაობას.
იყო საკავშირო კ.პ.(Bბ) წევრი 1939 წლიდან. საქართველოს სს რესპუბლიკის პირველი და მეორე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, საქართველოს კ.პ. (ბ) ფოთის საქალაქო კომიტეტის ბიუროს წევრი. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით "კავკასიის დაცვისათვის" და "1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის."
გარდაიცვალა 1968 წელს, დაკრძალულია ქ.ფოთში
რესურსები ინტერნეტში

warheroes.ru - реквава константин филиппович
мызабудущее.рф - реквава константин филиппович
muddylevski.livejournal.com - Из семейного архива

სურათი
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი