უკან დაბრუნება
განცხადებები
ნინო ჟვანია
24-11-2016, 00:26
ნანახია: 1803
გაუზიარე სტატია მეგობარს


ნინო ავქსენტის ასული ჟვანია. დაიბადა 1917 წელს ქალაქ ფოთში. 1928 წელს მან დაამთვარა დაწყებითი სკოლა, ხოლო 1931 წელს საქარხნო საფაბრიკო სკოლა.
1934 წელს თბილისის სახალხო-სამეურნეო აღრიცხვის ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ იგი შევიდა სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე. სწავლობდა რა უნივერსიტეტში, ეწეოდა აქტიურ კომკავშირულ მუშაობას.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1938 წელს ჟვანია მუშაობას იწყებს საქართველოს ალკკ თბილისის კომიტეტში ჯერ ინსტრუქტორ-პროპაგანდისტად, ხოლო შემდეგ სტუდენტი ახალგაზრდობის განყოფილების გამგედ.
1939 წლის იანვრიდან ნ. ჟვანია იყო საქართველოს ალკკ ფოთის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი. იმავე წელს იგი არჩეულ იქნა საქართელოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის მდივნად მოსწავლე ახალგაზრდობისა და პიონერთა შორის მუშაობის დარგში. ამ თანამდებობაზე მუშაობდა 1948 წლის დეკემბრამდე. შემდეგ ნ. ა. ჟვანია გადაიყვანეს საქართველოს კ.პ. (ბ) ცენტრალური კომიტეტის პასუხისმგებელ ორგანიზატორად, ხოლო 1949 წლის იანვარიდან საქართველოს კ.პ. (ბ) თბილისის ორგანიზაციის ორჯონიკიძის რაიკომის პირველი მდივად.
ნ. ა. ჟვანია კომკავშირის წევრი იყო 1930 წლიდან, პარტიის წევრი _ 1939 წლიდან. იგი იყო საქართველოს კ.პ. (ბ) ცენტრალური კომიეტეტის წევრობის კანდიდატი, საქართველოს კ.პ. (ბ) თბილისის კომიტეტის ბიუროს წევრი.
ნ. ჟვანია იყო დელეგატი დემოკრატიული ახალგაზრდობის მსოფლიო კონფერენციისა, რომელიც ჩატარდა 1945 წელს ლონდონში, აგრეთვე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ახალგაზრდობის 1948 წლის კონფერენციის დელეგატი ინდოეთში.
ნ. ჟვანია დაჯილდოებული იყო ლენინის, წითელი ვარსკვლავის, "საპატიო ნიშნის" ორდენებით და ოთხი მედლით.
ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა 1980 წლის 14 მაისს.
ნინო ჟვანია გარდაიცვალა 1990 წელს. დასაფლავებულია ქ.თბილისში.

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი