ეგრი, ეგრისი, მარგარე » სამეგრელო
რეკლამა

მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები.

» » ეგრი, ეგრისი, მარგარე


ეგრი, ეგრისი, მარგარე

მურთაზ ჯანჯღავა


ეგრი, ეგრისი, მარგარებერძნულ წყაროებში კოლხთა მრავალი ტომია მოხსენიებული, რომელთა ჩამოთვლას აქ არ შევუდგებით. ამ ტომთა დასახელების სიმრავლე არ ნიშნავს იმას, რომ მათ განსხვავებული ენა ჰქონდათ. რუსეთში სლავური ტომები იყვნენ ვიატიჩები, ობიოდრიტები, დრევლიანები, სევერიანები და სხვა. მაგრამ ისინი ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ. ასეთი მაგალითები ბევრია ტომებს ადგილის მდებარეობის და სხვა ნიშნების მიხედვით ერქვათ სატომო სახელები. კოლხთა მოდგმის ხალხს პელაზგებს სახელი თქმულების მიხედვით მათი პირველი მეფის პელაზგეს სახელისაგან ეწოდათ. კოლხი როგორც ვ. ალფენიძის ზემო აღნიშნულ წიგნშია ნათქვამი. ამ ხალხის მფარველ ღვთაების ჸოლოხისაგან ეწოდათ. კოლხთა შთამომავლებს სვანები ზანს უწოდებდნენ. სპარსელები მეგრელებს ჰაგერს უწოდებდნენ. ბიზანტიელები და რომაელები მეგრელებს ლაზებს, ანუ ზღვისპირა მცხოვრებ ხალხს / ზღვის შვილებს ლეგენდის მიხედვით უწოდებდნენ. ტერიტორიას ღალიძგიდან სუფსამდე ეგრისი ეწოდებოდა. მეშვიდე საუკუნეში როცა ბიზანტიამ ეგრისის სამეფო გააუქმა, შემოდის ტერმინი აფხაზი და მეგრელი. სუფსიდან რიზემდე ტერიტორიას გურია ეწოდება და ესენიც ლაზები, გნებავთ მეგრელები დავუძახოთ. ერთი ხალხი იყო. მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებშიც კი თურქეთის ლაზები თავიანთ ხელმწიფედ დადიანს იხსენიებდნენ.
ღალიძგიდან კელასურამდე ტერიტორიის აფშილეთი ხოლო იქით აბაზგეთი ეწოდებოდა. ჩვენ წელთ აღრიცხვის მეორე საუკუნის რუკაზე, რომელიც კლავდიუს პტოლემაიოსმა შეადგინა, კოლხიდა ტრაპიზონს და ბიჭვინთას იქით ვრცელდებოდა. ტუაფსეს წურწუხე ერქვა, რაც მეგრულად ტალახიან მიწას ნიშნავს, სოჭს ადიღეურ-შაფსუღურ ენაზე სანჩა ანუ სანების (ზანების) ადგილ ნიშნავს. რუსული სახელწოდება სოჩი სწორედ სანჩიდან მოდის.
რუსეთის მეფის პეტრე პირველის ისტორიკოსი ვ. ტატისჩევი წერს, რომ რუსეთს სამხრეთით სამეგრელო ესაზღვრებოდაო. იმპერატრიცა ეკატერინე მეორის დავალებით ათასშვიდასოთხმოცდაცამეტ წელს შესრულებულ რუსეთის რუკაზე სამხრეთ საზღვრად სამეგრელოა აღნიშნული. ლ. მროველის მიხედვით საეგრო მდინარე ყუბანიდან ტრაპიზონის ფარგლებს მოიცავს ლიხს იქით, ათასსამასთვრამეტი წლის იტალიელი მოგზაურის პეტრუს ვესკონტის შედგენილ რუკაზე სოხუმს პორტოს მენგრელოს აწერია, ხოლო დადიანის დროშაა აღმართული მდინარე ყუბანის შესართავთან მდებარე მავრაჯიხას ციხეზე, შეიძლება ითქვას ანალოგიური რუკა აქვს შედგენილი გერმანელ ავტორს დოჰემს ათასხუთასორმოცდაცხრამეტ წელს.
ჯ.კაკულიას ჩვენს მიერ ნახსენებ წიგნში აღნიშნულია, რომ აფხაზი არაბულ ენაზე ნიშნავს წყლის ნაპირზე მცხოვრებ ხალხსო, მაგრამ ასეთი ახსნაც არსებობს რომ აფხა მეგრულად ბეჭია და ამიტომ აფხაზეთი სამეგრელოს ბეჭს ნიშნავს.
ათასრვაასოცდაცხრამეტ წელს ბარონ როზენის კავკასიაში მმართველობის ხანაში აღწერისას აფხაზი ჩაუწერეს აფსუებს, რითაც ფაქტიური აფხაზები, რომლებიც მეგრელები იყვნენ, მათი მიწაწყლის დაპასპორტებულ პატრონად აფსუები იქცნენ.
საინტერესოა, რომ ჩერქეზები მეგრელებს დოლს უწოდებდნენ, ხოლო ყაბარდოელები - ურიებს. ჩრდილოეთ კავკასიელები ქართველებს მოსოხს უწოდებდნენ. გრ. ნაზიანელი წერს: „მესხიოს ეთნოხ კოლხონი“. მესხები ეთნიკურად კოლხებია არიანო. გრ. ნაზიანელი გახლავთ გრიგოლ ღვთისმეტყველი. როგორც აღმოსავლეთ საქართველოს დიდ ნაწილში ასევე მესხეთშიც მრავლადაა მეგრული ტოპონიმები. რაც განხილული აქვს პროფესორ თ,მიქელაძეს წიგნში: „ძიებანი ძველი და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან“. მდინარე მტკვრის სახელი მოდის მეგრულიდან სიტყვა მტკვარუადან. დღევანდელი ახალციხის რაიონის მახლობელ ტერიტორიაზე უხვად არის მეგრული ტოპონიმები. ეს ფაქტიც მეტყველებს, რომ აქ მეგრულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობდა.
ახლა ისევ მცირედ მივუბრუნდეთ ჩვენთვის მტკივნეული აფხაზეთის თემას. აფხაზეთი ოდითგან იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ასეთადაც დარჩება. აღმოსავლეთ საქრთველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ რუსეთმა დასავლეთ საქართველო ძალით დაიპყრო. რუსეთმა განსაკუთრებული რუსიფიკატორული პოლიტიკის გატარება დაიწყო აფხაზეთში, რაც მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან გახდა ძალზე აგრესიული. ამ დროიდან მიმართავდა რუსეთი ქართველებისაგან აფხაზთა გაუცხოებას და მოწყვეტას.
რუსები ავიწროებდნენ ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას თუმცა არც აფხაზებს ადგათ კარგი დღე. ათასრვაასოთხმოცდათოთხმეტ წელს პეტერბურგიდან სოხუმში ჩამოსულ მაღალჩინოსნებს პურ-მარილით შეხვდნენ ამ ოლქში მცხოვრები გლეხები, მაგრამ სტუმარმა პურ-მარილი მხოლოდ რუსებისგან მიიღეს. მათ მეგრელებს გამოუცხადეს, ეს მიწა თქვენ რომ სახლობთ, ჩვენ რუსებისათვის გვინდაო. „ჩერმომორსკი ვესტნიკში“ დაიბეჭდა წერილი, რომელიც ღაღადებდა აუცილებელია ჩქარა დავასახლოთ რუსები შავი ზღვის პირას, თორემ მეგრელები დაღუპავენ ამ წმინდა საქმესო. ამას იუწყებოდა „ცნობის ფურცელი“ ათასცხრაასხუთ წელს. ეს ვითარება აღწერილი აქვს პროფ. გრ. გიორგაძეს აკადემიაში გაკეთებულ მოხსენებაში, რომელიც სათაურით „მითაჟამი“ დაიბეჭდა ჟურნალ „აიას“ ერთერთ ნომერში.
ათასცხრაასამ წელს სოხუმში ჩასული ი.ჭავჭავაძე იქაური ქართველების საქმიანობის და მდგომარეობის შემხედვარე წერდა, რომ საქართველოს მზე აქედან ამოდისო. სამწუხაროდ ქართველი ინტელიგეცია არც მეცხრამეტე საუკუნეში და არც შემდეგ პერიოდში არ თუ ვერ აქცევდა სათანადო ყურადღებას აფახაზეთში მიმდინარე პროცესებს. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ კი საბჭოური პოლიტიკა აშკარად თუ შეფარვით ანტიქართულ საქმიანობას აგრძელებდა აფხაზეთში, რასაც საქართველოს კომუნისტური ხელისუფლება წაყრუებით ან აფხაზთა მიმართ მაამებლური დამოკიდებულების კურსით პასუხობდა, რაზეც მოსკოვის წნეხი მოქმედებდა, საბოლოო ჯამში სამწუხაროდ ამან აფხაზეთის დაკარგვამდე მიგვიყვანა.
მეჩვიდმეტე საუკუნის თურქ მოგზაურ ეველია ჩელების ათასექვსასოცდაორი წლის ჩანაწერებში აღნიშნული აქვს, რომ აფხაზთა მთავარი შერვაშიძე და აფხაზები მეგრულად ლაპარაკობენო. ამაში სადაო და გასაკვირი არაფერი არ არის, რადგან სანამდე აფსუებს აფხაზი ჩაეწერებოდათ, რაც ბარონ როზენის მმართველობის დროს მოხდა და რითაც აფხაზის, იგივე მეგრელის სახელი დაუკანონდათ. აფხაზად ჩაწერილი აფსუა აფხაზისაგან ე.ი. მეგრელისაგან განსხვავებული გახდა. მეგრელი და აფხაზი კი ზუსტად ისეთი რამ არის, რაც ქართლელი და კახელი. კოლხეთის ერთ მონაკვეთს მდინარე ღალიძგიდან მდინარე სუფსამდე ეგრისი ეწოდებოდა. ეგრისის სახელწოდება მომდინარეობს თვით ეგრების სატომო სახელწოდებისაგან. ეგრისში მაცხოვრებელს მეგრელი ეწოდებოდა.
ძველ ბერძნულ წყაროებში მოხსენებულ მაკრონებს და მანრალებს ქართველი მეცნიერები მეგრელებთან აიგივებდენ. ძალზედ საინტერესოა მეცხრე საუკუნის ბიზანტიური ენციკლოპედიის და მეთერთმეტე საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსის კლავდიას ცნობები იმის შესახებ, რომ ალბანელები მინკრელები არუიანო. აქ მხედველობაშია მიღებული აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ალბანები. ასევე ძალიან საინტერესოა თუ საიდან როგორ აღმოჩნდნენ ოდესღაც მეგრელები დაღესტანში პასმაუბას რაიონში, რომლებიც მალხებად იწოდებიან და იციან, რომ მეგრელთა შთამომავლები არიან.
მეტად საინტერესოა ათასცხრაასსამოცდათექვსმეტ წელს გ.მახარაძის ავტორობით გამოსული პატარა წიგნი „არდავიწყება მოყვრისა“, რომელშიც აღწერილია ასეთი ამბავი, რომ ათასცხრაასოცდაცხრამეტ წელს საბჭოთა გემი რომლის კაპიტანიც იყო სიორიძე, მდგარა ჩრდილო აფრიკის ერთ-ერთ ნავსადგურში. იქვე მდგარა სხვა გემიც. იმ გემზე მტვირთავად მომუშავე ზანგები იგინებოდნენ და ლაპარაკობდნენ მეგრულად. სიორძის გადმოცემით მათი გვარები ყოფილა გუგუნარი და ჭანუყვარი. ისინი ჩრდილოეთ აფრკის სოფლებში მაცხოვრებლები ყოფილან. ამ საკითხით დაინტერესებული იყო საქართველოს მეციერებათა აკადემია ი.ვეკუას ხელმძღვანელობის დროს, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლების პირობებში ჩვენმა მეცნიერებმა მხარდაჭერა ამ საკითხის შესაწავლად ვერ მიიღეს მოსკოვიდან.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, სატომო სახელ ეგრისაგან ეწოდა კოლხეთის გარკვეულ ტერიტორიას ეგრისი. ხოლო ეგრისის მაცხოვრებლებს მეგრელი. მეგრელის მეგრულ სახელწოდებასთან მარგალთან დაკავშირებით არსებობს ლეგენდა. ლეგენდის მიხედვით უხუცესების კრებაზე ანუ საბჭოზე რასაც მეგრულად სხუნუ ჰქვია. უხუცესებს გადაუწყვეტიათ მფარველობა ეთხოვათ ვარსკლავ „მარგარესათვის“. მათ ეს თხოვნა ამცნეს ვარსკლავ „მარგარეს“. „მარგარესაგან“ მათ მფარველობის შესახებ თანხმობა მიუღიათ. ამის შემდეგ ამ ხალსხს ლეგენდის თანახმად ვარსკლავ „მარგარეს“ სახელიდან გამომდინარე მარგალი ეწოდებათ. პირველ მეორე საუკუნეში კი რომაელებმა კოლხებს ე.ი. მარგალებს ლაზი, ხოლო მათი გავრცელების არეალს ლაზიკე უწოდეს. ერთ დროს ტუაფსესაც ლაზიკე ერქვა, თუმცა ჩვენს მიერ ზემოთ ითქვა, რომ ტუაფსეს წურწუხე ერქვა და მისის მეგრული განმარტებაც (ტალახიანი მიწა) იქვე ავღნიშნეთ.
მეცნიერებაში მეგრელთა უძველეს წინაპარ ტომად თვლიან ქაშქებს. პროფ. გრ.გიორგაძეს აღნიშნული აქვს, რომ „ქაშქა“ ხათურ ენაზე მთვარეს ნიშნავს. ავტორს ეს აღნიშნული აქვს ხსენებული მოხსენებაში „მითაჟამი“, საინტერესოა ისიც, რომ მეგრულად მშვილდს რომელსაც მთვარის ფორმა აქვს ქაშქვილი ჰქვია.
მეტად სარწმუნოა ზვიად გამსახურდიას აზრი, ეგრისის სახელწოდება მომდინარეობს ორფეოსის მამის ეგრის სახელისაგან.
მურთაზ ჯანჯღავა "მეგრული ენის ფენომენი" თბილისი 2009 წელი გვ.33-37
139
    

კომენტარები

რეკლამა