უკან დაბრუნება
განცხადებები
ეს კარგიც არის,–რომ არა ხარ
6-09-2016, 20:53
ნანახია: 1227
გაუზიარე სტატია მეგობარს


ეს კარგიც არის,–რომ არა ხარ
გაღვიძებული მთელი არსებით.
კარგია,კარგი...რომ არა ხარ
ყოვლის მწვდომელი!
შენი წარსულის ცაუღრანებში
შენი ოცნების ნაფლეთები
ჰკიდია ყველგან დილის ნისლივით.
მშვენიერზე მშვენიერია
სრულყოფის გზაზე ასე ნელი–ნელ,
ასე ჩუმად რომ მოიგზნები...
თორემ ვინ იცის,–
ერთბაშად თუკი აწვდი მწვერვალს ყოვლის
უმთავრესს,
იქნება გადნე,ისე როგორც
საკუთარი ალით სანთელი. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი