უკან დაბრუნება
განცხადებები
ვაშინერს
6-09-2016, 20:51
ნანახია: 1220
გაუზიარე სტატია მეგობარს


ძველი კოლხეთის მაღალ ზეცასთან
ჩემი ყრმობის მზე კვლავ დამაწყვილებს;
პირველად მე აქ გამომეცხადა
ეს სიტყვის დედა სიტყვა–
ვაშინერს...

როს აღმოსავლეთს ედება ალი,
მისანი ქალი მომდევს მაშინებს;
მზეს ნუ ახედავ უღირსი თვალით,
უწმინდურება მზერის–
ვაშინერს...

თუნდ ცა დაიქცეს, სახე,საგნები
სივრცეს დაეწვას დაუნახშირდეს,
ავი სიტყვის თქმით ნუ დამდაბლდები,
გამჩენის გმობა,შვილო,
ვაშინერს...

ღამე რომ დადგეს უგანთიადოდ,
ირგვლივ სიცოცხლის ძრწოლა გახშირდეს,–
სულდგმული ეშმაკს აღარ მიანდო
საიმდროისოდ,გულო,
ვაშინერს...

თუნდ უმნიშვნელო ერთმა სიცრუემ
დაღუპვისაგან გიხსნას მაშინვე–
მაინც არ აჰყვე ვნების სიქსუეს,
ტყუილი არ თქვა შვილო,
ვაშინერს...

იყავი ყველგან ურყევად წყნარი,
მხსნელი ბინადრობს ბუნებაშივე;
ფართოდ გაუღე სინათლეს კარი,
ბნელი კაცობა ცისქვეშ
ვაშინერს...

მთებში წმინდაა ეს ჭანისწყალი,
სხვა მინარევი ამღვრევს გზაშივე;
არ აამღვრიო ბუნების თვალი,
ბუნების სულის ნჯღრევა
ვაშინერს...

თუ დაიმონებს შიშის ობობა,
სულისგან დაცლის დედის ნაშიერს;
მზის უნდობლობა, ცის უნდობლობა,
სიცოცხლის გზების გმობა
ვაშინერს...

რა იქნებოდა მაშინ გამჩენი
ნეშოს გროვაზე ვარდს რომ არ შლიდეს?
დაღლილ საგნების,ფუჭი ნარჩენის
ავად ხსენება გვბილწავს,
ვაშინერს...

არ მოაშორო შენს მსახველს თვალი,
ის გაგაღვიძებს,ის დაგამშვიდებს,
მომძახის ასე მისანი ქალი
და მზედ ამოდის სიტყვა–
ვაშინერს.. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი